ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 08:57

პოლიტიკა / მსოფლიო

გეოგრაფია ქვეყნის ბედისწერაა

რობერტ კაპლანის "გეოგრაფიის შურისძიება" რობერტ კაპლანის "გეოგრაფიის შურისძიება"
x
რობერტ კაპლანის "გეოგრაფიის შურისძიება"
რობერტ კაპლანის "გეოგრაფიის შურისძიება"

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
რა იყო 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მიზეზი? ამ შეკითხვაზე, როგორც ცნობილია სხვადასხვა პასუხს იძლევიან მოსკოვსა და თბილისში, სხვადასხვა დასაბუთებასა და არგუმენტებს ვისმენთ ექსპერტებისაგან. მაგრამ ახალ წიგნში, რომელიც მხოლოდ გაკვრით ეხება 2008 წლის აგვისტოს ომს - ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, რობერტ კაპლანის ნაშრომში სათაურით „გეოგრაფიის შურისძიება“ - პასუხი მოკლე და მარტივია: ომის მიზეზი იყო გეოგრაფია. რუსეთის ტერიტორია თითქმის ყველა მხრიდან დაუცველია ინტერვენციისაგან, რის გამოც კრემლი ყოველთვის ცდილობდა და შეეცდება, გაინაღდოს გარშემო ბუფერული ქვეყნების არსებობაო, ამბობს კაპლანი  ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან, ჰეზერ მაჰერთან ინტერვიუში.

წიგნი, რომლის სრული სახელწოდებაა „გეოგრაფიის შურისძიება: რას გვეუბნება რუკა მომავალ კონფლიქტებზე და ბრძოლა ბედისწერის წინააღმდეგ“ 11 სექტემბერს გამოვიდა.

რობერტ კაპლანი წარსულისა და თანამედროვეობის მრავალი მაგალითით ასაბუთებს შეხედულებას, რომ ქვეყნის, უწინარეს ყოვლისა, გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს მის ბედს, რომ რუკა გაცილებით უფრო ძლიერი ფაქტორია, ვიდრე ქვეყნის მართვის კონცეფცია, რადგან რუკა განსაზღვრავს ქვეყნის შემზღუდველ, ისევე როგორც ხელშემწყობ ფაქტორებს.

„მაგალითად, ბრიტანეთი არის კუნძული - დიდი კუნძული. ამიტომ მას არ ეშინოდა თავის საზღვრებზე ხმელეთიდან თავდასხმებისა. ამიტომ ასწლეულების განმავლობაში შეეძლო უსაფრთხოდ განვითარება, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ განვითარდა დემოკრატია“, ამბობს რობერტ კაპლანი და განაგრძობს: "შეხედეთ შეერთებული შტატების რუკას - როგორი დაღარულია მისი აღმოსავლეთის სანაპირო. ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაპირი სავსეა უამრავი ბუნებრივი ნავსადგურით. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც ხელი შეუწყო 13 კოლონიის წარმოქმნას. აფრიკის მთელ სანაპიროს რომ შეხედოთ - უზარმაზარია, მაგრამ საკმაოდ ცოტა ბუნებრივი ნავსადგურით, რამაც განვითარება შეაფერხა. შეხედეთ რუსეთს. რუსეთი მოიცავს მსოფლიოში მერიდიანების  ნახევარს, მაგრამ ძალიან ცოტა ბუნებრივი საზღვარი აქვს,  რამდენიმე ადგილია გახსნილი ინტერვენციისათვის. ამით აიხსნება რუსეთის თავდაუჯერებლობა და ეჭვიანი ეროვნული ხასიათი,“ ამბობს წიგნის „გეოგრაფიის შურისძიება“ ავტორი, რობერტ კაპლანი, რომელსაც ვაშინგტონში ესაუბრა ჩვენი კორესპონდენტი.
იგივე ეხება რუსეთის საჭიროებას, ჰყავდეს ბუფერული სახელმწიფოები ბელორუსია და უკრაინა.  ამავე მიზეზით შეიჭრა ის საქართველოში 2008 წელს და ამიტომ სურს გავლენის მოხდენა ცენტრალურ აზიაზე ...

კაპლანს მოჰყავს ბევრი სხვა მაგალითიც, მათ შორის ავღანეთ-პაკისტანის, რომელთა შორის ბუნებრივი საზღვრის არ-არსებობაც ართულებს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. კაპლანი საინტერესო შეხედულებებს გამოთქვამს მესოპოტამიაზე: გეოგრაფიული მდებარეობით ხსნის ამ ტერიტორიაზე დიქტატორული მმართველობის ტენდენციას.

ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში კაპლანი ახსენებს საქართველოსაც, რუსეთის ზემოხსენებული პრობლემის, ბუნებრივი საზღვრების სიმცირის კონტექსტში.

მაგრამ ჯერ იმის შესახებ, თუ რას ამბობს წიგნის ავტორი ზოგადად, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკაზე: „დასავლეთის მედიას უყვარს პუტინის მძაფრი კრიტიკა, რადგან ის არ მიეკუთვნება ლიბერალი მმართველების ნაირსახეობას, მოდურ კონფერენციებზე აპლოდისმენტებს რომ იმსახურებენ ხოლმე. არადა, სინამდვილეში პუტინში უნდა ხედავდნენ არა ტოტალიტარიზმის განსახიერებას, არამედ ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ რუს ნახევრად-დიქტატორს, რომლის ცინიკური ნეოიმპერიალიზმიც არის რეაქცია გეოგრაფიული უსაფრთხოების არარსებობაზე. პუტინი უყურებს ევროპას და ხედავს იმას, რასაც პუტინამდე ხედავდნენ მეფეები და კომისრები: რუსეთში ინტერვენციის მარშრუტს, რუსეთში შვედების, პოლონელების, ფრანგების, გერმანელების, ლიტველებისა და სხვათა ინტერვენციების ისტორიას და ამიტომ, როგორც პუტინამდე სურდათ კომუნისტ მმართველებს, მასაც სურს, ჰყავდეს ბუფერული სახელმწიფოები“, განმარტავს კაპლანი.

რუსეთი, მისივე თქმით, აცნობიერებს, რომ ვერ აღადგენს აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლს, როგორც ეს განაღდებული ჰქონდა ვარშავის ხელშეკრულების პირობებში, ვერ გააკონტროლებს ბალტიის ქვეყნებს. მაგრამ ის ყოველთვის შეეცდება გავლენის მოხდენას, იქნება ეს გაზის და ნავთობის ფასებით, კრიმინალური ბანდებით, კიბერშეტევებით თუ სხვა  მეთოდებით.
„იგივე ეხება რუსეთის საჭიროებას, ჰყავდეს ბუფერული სახელმწიფოები ბელორუსია და უკრაინა. ამავე მიზეზით შეიჭრა ის საქართველოში 2008 წელს და ამიტომ სურს გავლენის მოხდენა ცენტრალურ აზიაზე მიუხედავად იმისა, რომ აკლია სამხედრო პოტენციალი იქ რუსეთის იმპერიის აღსადგენად. პუტინი ფიქრობს, როგორც რუსეთის ტრადიციული მმართველი, რადგან რუსეთი თითქმის ყველა მხრიდან არის ღია სამხედრო ინტერვენციისათვის“,  განმარტავს რობერტ კაპლანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
12.09.2012 15:49
სათაურზე მხოლოდ: გეოგრაფია ბედისწერაცაა და ადამიანის გამოცდაცაა. რატომღაც მგონია რომ ბუნებრივი პირობებით განებივრებულ ,მით უმეტეს საბჭოთა ხელისუფლებაზე კარგად მორგებულ და მისი თითის დაქნევით გადემოკრატებულ ინტილიგენტ ქართველებს გაუჭირდებოდათ ისეთი შედევრის აგება როგორიცაა ვთქვათ კიჟის ეკლესიები! რუსული ფენომენია გაუთავებელი ყინვებისა და მხეცი არამარტორუსი მმართველების ხელში შედევრების შექმნაც. მე ამიტომ პატივს ვცემ ამ ხალხის (ისევე როგორც ქართველი ხალხის) ნაწილს! იმ ნაწილს რომელიც შედევრების შექმნას და ადამიანურად ცხოვრებას ახერხებს მხეცი მმართველების ჯინაზეც. ესაა და ეს. ისე სკანდინავიელი ვიკინგების და ნარკომან ბერსერკთა შთამომავლების,გოლშტინ პოტორპი რომანოვების,ქართველი პეტრე პირველის,გერმანელები ეკატერინე მეორის და ბირონის,პოლონელი ძერჟინსკის, მისი ლატვიელი და სხვა მოადგილეების,ებრაელი ტროცკის,არანაკლებ ბოლშევიკი სტალინის მიერ შექმნილი საშინელება რომელსაც დღეს რუსეთს უძახიან ნამდვილად საშიში საზიზღრობაა. ვუსურვებ გამარჯვებას ამ საშინელ პირობებში შედევრების შექმნის და ადამიანურად ცხოვრების უნარის მქონე რუსებს,ქართველებს და ა.შ.

ავტორი: nino საიდან გვწერთ: Germany
12.09.2012 14:59
რაღაც კარგად ვერ გავიგე, რა მოსაზრებას ავითარებს წიგნის ავტორი (ცხადია, მოკლე სტატიიდან ამის შეტყობა შეუძლებელია, ამისათვის, რა საკვირველი, მესმის, რომ მთელი წიგნი ან მისი უმეტესი ნაწილი უნდა წამეკითხა). თუმცა იმაზე მეტი ბუნებრივი საზღვარი რაღა უნდა, რაც საქართველო-რუსეთს ჰყოფს? ამხელა კავკასიონის ქედია აღმართული? თანაც ინგლისის განვითარება რომ მხოლოდ გეოგრაფიული კუნძულის დამსახურება არაა, ვფიქრობ, არც ესაა სადავო. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ხმელეთიდან ძლიერი მეზობელი არ ემუქრებოდა, მისთვის დიდი უპირატესობას წარმოადგენდა, მაგრამ პოლიტიკურმა ამბიციებმა და არსებულმა სისტემამ უდავოდ შეუწყო ხელი ამ ქვეყნის, როგორც იმპერიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას! მარტო კუნძულელობაში რომ იყოს საქმე, არც ისლანდია უნდა ჩამორჩენოდა მაშინ ინგლისს.
თუმცა, ალბათ, ღირს ამ წიგნისთვის ცალი თვალის გადავლება. :)

ავტორი: ანონიმი
12.09.2012 00:56
ეგ ცოტა ალაოდაა. რუსები ერქვათ სკანდინავიელ ვიკინგებს. კიევის რუსეთის ამაარსებელი იყო ვიღაც ყაჩაღი რიურიკი. ასეთივე ყაჩაღი რომელსაც ასევე რიურიკი ერქვა დაახლოებით მაგ დროს პარიზის აღებასაც ცდილობდა. ბევრი ფიქრობს რომ ეს ერთი და იგივე ყაჩაღი იყო. მაგათი შთამომავალი ყაჩაღი ოლეგი ცდილობდა კონსტანტინეპოლის აღებას. თუ ამ გეოგრაფიას შეხედავთ მიხვდებით რომ საქმე გეოგრაფიაში კი არა გაუმაძღრობასა და ყაჩაღთა ფსიქიურ პრობლემებშია. ხოდა ასე, ამას დაემატა მონღოლთა ფსიქიური პრობლემები. ჩინელები კედლის უკან დაიმალნენ,ქართველები ვერა. ეგაა და ეგ. სოს! გვიშველეთ !!!

ყველაზე პოპულარული