მოსამართლე პროკურატურისადმი მიკერძოებულია
თინათინ ავალიანი
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართეს. მონიტორინგი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკვირვებას ითვალისწინებდა. ნონა მჭედლიშვილი დაკვირვების შედეგებზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელს თინათინ ავალიანს ესაუბრა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მონიტორინგი თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე განხორციელდა.
მოსამართლე პროკურატურისადმი მიკერძოებულია
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)