სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:04

საზოგადოება / საქართველო

მრავალშვილიანი ოჯახი დამწვარ სახლში

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

მრავალშვილიანი ოჯახი დამწვარ სახლში

ტექსტის ზომა - +
ორი წელია, ქეთევან გოლიაძე თავის თორმეტ შვილთან და ერთ შვილიშვილთან ერთად თბილისში, დამწვარ სახლში ცხოვრობს. სახლში ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა და ყველა ოთახი დაიწვა. მასთან ერთად დაიწვა ავეჯი და ტანსაცმელიც. ბავშვების უმეტესობა მცირეწლოვანია. ოჯახი ელემენტარული საარსებო პირობების გარეშე არის დარჩენილი.

გოლიაძე განქორწინებულია. მას არც სამსახური აქვს, არც სხვა საარსებო წყარო. მიუხედავად ყველაფრისა, თავის თორმეტ შვილთან ერთად მცირეწლოვანი შვილიშვილის გაზრდაც უწევს. მისი შვილებიდან უფროსი ცხრამეტი წლის არის, უმცროსი კი - ორის. ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა წელიწადი და რამდენიმე თვეა. თოთხმეტი სული დამწვარ სახლში ავეჯის, სააბაზანოსა და სამზარეულოს გარეშე ცხოვრობს.

ქეთევან გოლიაძე ამჯერად სოციალურ დახმარებასაც ვერ იღებს. მისი თქმით, სოციალური სააგენტოდან რომ მოვიდნენ, მისი მდგომარეობა 20 000 ქულით შეაფასეს. ეს საკმაოდ მაღალი შეფასება აღმოჩნდა, ამიტომ მის ოჯახს სოციალური დახმარება არ დაუნიშნეს. ამჯერად შემწეობის მისაღებად საბუთები ხელმეორედ აქვს წარდგენილი.

„ამ ეტაპზე რაც გვიჭირს, ის არის, რომ საცხოვრებელი პირობები არაა, ათასი რამეა საჭირო. თვითონ მთავრობისგან იმას ვითხოვ, რომ სოციალური დახმარება დროულად დაგვირიცხოს, ბავშვებს ცოტა პირობები შევუქმნა. სკოლა მოდის და ათასი რამე აქვთ საყიდი, სკოლაში ისე ხომ ვერ წაიყვან“, - ამბობს ქეთევან გოლიაძე.

გარდა სკოლისა, მრავალშვილიანი დედის თქმით, ბავშვებისთვის, ყველაზე აუცილებელი - საკვებიც კი არა აქვთ. ოჯახი მთლიანად სხვადასხვა პირის შემოწირულებაზეა დამოკიდებული.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
11.07.2012 12:32
გაკვეთილი-შეშლილი მამაძაღლების და მკვლელების ხელში ერთი საუკუნის მანძილზე ნამყოფი ქვეყნის ამავე ტიპების მიერ დემოკრატიზაციის პროცესში ბავშვების გაჩენა დანაშაულია. ეს ნიშნავს ნევროტიკოსთა და შიზოფრენიკოსთა თუ ნაირ-ნაირ გაბოროტებულ უმცირესობათა გამრავლებას. ესენიც ცოდოები არიან. ოდისევსის გაკვეთილი. ბოროტი სირინოზების მონობაში რომ არ ჩავარდე თავი გემის ანძაზე უნდა მიიბა. ასეთი მიბმა უფრო მეტი თავისუფლებაა ვიდრე თავისუფლება პერესტროიკის ბულდოზერთა ხელში.

ავტორი: diana საიდან გვწერთ: ამერიკის შეერთებული შტატები
11.07.2012 00:35
ახლა იმაზე ვიშვიში,რატომ გააჩინა,თუ გაზრდის(და არა აღზრდის) თავი არ ქონდაო,ნამდვილად არ ღირს.ვისაც როგორ შეგვიძლია,დავეხმაროთ.აბა იმის იმედი,ნაცები ვალდებული არიან და ისინი დაეხმარებიანო,ჩვენს მტერს ქონდეს.

ავტორი: ანონიმი
10.07.2012 17:14
სად არის ამ გოლიაძის განქორწინებული ქმარი? რატომ არ აიძულებს სახელმწიფო მიხედოს ცოლ-შვილს?

ყველაზე პოპულარული