ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 13:47

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

"მდუმარე ხმაურიანი" აქცია

საპროტესტო აქცია გორშისაპროტესტო აქცია გორში
x
საპროტესტო აქცია გორში
საპროტესტო აქცია გორში
გუშინ საღამოს გორში ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული მდუმარე სამოქალაქო აქცია მალე ხმაურში გადაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელში შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობას კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები შეუერთდნენ და შენობის კიბეებზე 5-ნომრიან მაისურებში გახვეული ცოცხები დაალაგეს, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას და ხათუნა კალმახელიძის ფოტოები იყო დაკრული.

აქციის სადავეები ხელში პოლიტიკოსებმა აიღეს და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები კი პოლიტიკური ლიდერების აქციას გაემიჯნენ. დემონსტრანტებთან გორი-სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) მივიდა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მიტროპოლიტის თქმით, პოზიციას და ოპოზიციას მნიშვნელობა არა აქვს, საზოგადოება უზნეობის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს.

საპროტესტო მსვლელობა, შეძახილებით „მეც პატიმარი ვარ“, დაიწყო ქალაქის ცენტრიდან პოლიციის სამხარეო სამმართველოს მიმართულებით, სადაც დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდეს და ახალაიას დასჯა მოითხოვეს. აქვე მათ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ შეიტყვეს, რასაც შეძახილები მოჰყვა.

გახარებულმა კოალიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ახალაიას გადადგომა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიელოცათ და მათი ოფისისკენ დაიძრნენ, მაგრამ,  კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ვახტანგაშვილის თხოვნით, პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად მარშრუტი შეცვალეს და ისევ ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდნენ.

გორელები აღნიშნავდნენ, რომ პროტესტის გრძნობამ დღეს გარეთ გამოიყვანა და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობდა. 
 
აქციის მონაწილეებმა  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ტატიშვილს არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნა და ხალხის გვერდით დადგომა  მოსთხოვეს. 

კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ გორში აქციები მანამდე არ შეწყდება, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

აუდიო მომავალი თავდაცვის მინისტრის ვინაობა

​ამერიკული მედია, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის სავარაუდო კანდიდატურებად დემოკრატ სენატორ ჯეკ რიდს (როდ აილენდიდან), თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ეშტონ კარტერსა და პოლიტიკის დარგში თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ქალს, მიშელ ფლურნუას, ასახელებს.
გაგრძელება

აუდიო ანექსიის პრობლემა და საქართველოს ერთადერთი იმედი

დასავლეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მრავალჯერ დადასტურების ფონზე რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის გეგმას.
გაგრძელება

აუდიო საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

​25 ნოემბერი, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე, აღნიშნეს საქართველოში მოქმედმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
გაგრძელება

„ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე“

დღეს საქართველოს ქალაქებში ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული