სტუმრად ჩვენს ეთერში: თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი. ბიძინა ივანიშვილმა 150-მილიონიანი ჯარიმა, რომელიც მას საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის დადგენილების შედეგად დააკისრა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სხდომა სააპელაციო სასამართლოში 14 ივნისს ჩატარდა და ის 15 ივნისსაც გაგრძელდება. ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" საარჩევნო ინტერესების გამო, მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ სატელიტური ანტენების დარიგებაშია დადანაშაულებული; გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნებისთვის" საკუთარი კომპანიების გამოყენების 239 ავტომობილის შეღავათიან ფასად მიქირავებაშია დადანაშაულებული.
საუბარი თეა წულუკიანთან
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)