Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკეთესი ხვალინდელი დღე: თუ არ ვიცი, რა არის ცუდი, ვერ ვიტყვი, რომ მინდა რაღაც უკეთესი


გიორგი გოჩიტაშვილი, "უხილავი ფარდის" დღევანდელი მონაწილე, სწავლობს Sciences po-ს, საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა სახელგანთქმული და ელიტური უმაღლესი სკოლის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დიჟონის განყოფილებაში. ბაკალავრიატის მერე ის აპირებს გააგრძელოს სწავლა ამავე სკოლაში. ადრე შვეიცარიაში, ენგადინში, იყო გაცვლითი პროგრამით ერთი წლით. მონაწილეობს არაერთ პოლიტოლოგიურ პროექტში, საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, - სხვათა შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პროექტებში.გადაცემის წამყვანი ოქროპირ რუხაძე გიორგი გოჩიტაშვილს ესაუბრება დიჟონის მდოგვზე, ბურგუნდიულ ღვინოსა და ენგადინის ნიგვზის ტორტზეც, მაგრამ ინტერვიუ გაეროზე საუბრით დაიწყო, იმით, თუ როგორ უყურებს გიორგი გოჩიტაშვილი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ავსა და კარგს, ასევე მომავალს, მისი შეცვლის უფლება რომ მისცენ.

უხილავი ფარდა
please wait

No media source currently available

0:00 0:54:59 0:00

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG