კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 09:17

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

გაეროს სპეცმომხსენებელი საქართველოში არათანაბარი პოლიტიკური გარემოს შესახებ

მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მაინა კიაი. თბილისი, 2012 წლის 13 თებერვალიმშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მაინა კიაი. თბილისი, 2012 წლის 13 თებერვალი
x
მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მაინა კიაი. თბილისი, 2012 წლის 13 თებერვალი
მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მაინა კიაი. თბილისი, 2012 წლის 13 თებერვალი

მულტიმედია

აუდიო
  • გაეროს სპეცმომხსენებელი საქართველოში არათანაბარი პოლიტიკური გარემოს შესახებ

ტექსტის ზომა - +
არათანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფო რესურსებზე, პოლიტიკური ნიშნით დევნის შესაძლებლობები და მოქალაქეთა შეზღუდული უფლება აირჩიონ ანგარიშვალდებული ლიდერები - ასეთია მცირე ჩამონათვალი საქართველოში არსებული პრობლემებისა, რომლებიც მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ მომზადებულ და 20 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ასახული. საუბარია მაინა კიაიზე, რომლის მწვავე შეფასებებმაც ყურადღება ჯერ კიდევ თებერვალში მიიპყრო, როცა საქართველოში მისი ერთკვირიანი ვიზიტის კვალდაკვალ, წინასწარი მოკლე ანგარიში გამოქვეყნდა.

13 თებერვალს, როდესაც საქართველოში ვიზიტის მიწურულს, მაინა კიაიმ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, ხელისუფლების ოპონენტებს ის მეტად მწვავე და პირდაპირი ეჩვენათ.

ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან შეხვდრის შემდეგ, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, მაგალითად, დაასკვნა, რომ  2011 წლის დეკემბრის ბოლოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები „არათანაბარ პოლიტიკურ გარემოს ქმნის“ და რომ ეს ცვლილებები კონკრეტული პირის (ბიძინა ივანიშვილის) ”პოლიტიკური საქმიანობის გაკონტროლების სურვილით“ უფროა ნაკარნახევი, ვიდრე ობიექტური მიზეზებით. მაინა კიაის ამ და სხვა არანაკლებ მწვავე შეფასებებმა 14 თებერვალს დებატები
გარწმუნებთ, რომ ეს დასკვნები იქნება დაახლოებული იმ რეალურ ვითარებასთან, რაც ქვეყანაში არის. და ეს რეალური ვითარება რომ დემოკრატიაა, თქვენი განცხადებების თავისუფლება მეტყველებს ამაზე...
 პარლამენტის სხდომაზეც გამოიწვია. უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა ოპონენტების დამშვიდება იმ მოსაზრებით სცადა, რომ მაინა კიაის პირველადი მწვავე შეფასებები ვიზიტის ფარგლებში სტუმრისთვის ”მიყრილი ალარმისტული” ინფორმაციების შედეგია და რომ საბოლოო დასკვნები მთელი რიგი საკითხების დაზუსტების შემდეგ მომზადდება და ის აუცილებლად უფრო ობიექტური იქნება.

”გარწმუნებთ, რომ ეს დასკვნები იქნება დაახლოებული იმ რეალურ ვითარებასთან, რაც ქვეყანაში არის. და ეს რეალური ვითარება რომ დემოკრატიაა, თქვენი განცხადებების თავისუფლება მეტყველებს ამაზე”, - მიმართა ოპონენტებს დავით დარჩიაშვილმა.

თუმცა გაეროს სპეციალური მომხსენებლის თებერვლის პირველად დასკვნაში ასახულ აქცენტებს სიმწვავე არც ივნისის საბოლოო დასკვნაში დაუკარგავს. მაინა კიაის ანგარიშში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის არის გამიზნული, სხვა საკითხებთან ერთად, კვლავაც შენარჩუნებულია სერიოზული კრიტიკა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, კვლავაც ხაზგასმულია პრეტენზიები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონთან მიმართებით და კვლავაც ვხვდებით აქცენტს ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქტივობის გაკონტროლებასთან დაკავშირებით.

გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ანგარიშის მიხედვით, მეტად პრობლემურია, რომ კანონმდებლობა საშუალებას იძლევა ის კონტროლის პალატის მიერ პიროვნებათა პოლიტიკური მიზნებით შევიწროების საბაბად იყოს გამოყენებული. აქვეა მითითებული, რომ საქართველოში კვლავაც  პრობლემას წარმოადგენს მმართველი პარტიის როლის აღრევა ხელისუფლების როლთან, რასაც ადმინისტრაციული რესურსის არათანაბარი გამოყენების პრობლემასთან მივყავართ.
ვიდრე ვითარება არ გამოსწორდება, საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა ეფექტიანად აირჩიონ ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ მათ ინტერესებს და არიან ანგარიშვალდებული...

მაინა კიაის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ”სპეციალური მომხსენებელი შეშფოთებულია” საქართველოში იმ გარემოს არარსებობის გამო, რომელიც ”მოქმედებების თანაბარ საშუალებას მისცემდა პოლიტიკურ პარტიებს”. და იქვე დაზუსტებულია:

”რესურსების განაწილების თვალსაზრისით  მკვეთრი განსხვავებები შეინიშნება როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში, რაც იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის მუდმივად ხელყოფილია უფლება გაერთიანების თავისუფლების კუთხით. ვიდრე ვითარება არ გამოსწორდება, საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა ეფექტიანად აირჩიონ ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ მათ ინტერესებს და არიან ანგარიშვალდებული.”

გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში ასახული ამ და სხვა არაერთი პრობლემის გამომზეურებას მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი.

ნინა ხატისკაცინინა ხატისკაცი
x
ნინა ხატისკაცი
ნინა ხატისკაცი
”ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. გამოდის, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ თემებზე და მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ ასე... ნათელია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან შიდა პოლიტიკაში ჩაბმული და არ არიან კონკრეტული საქმიანობით დაკავებული ქვეყნის შიგნით, ზუსტად იმგვარად ხედავენ პრობლემებს, როგორც ჩვენ. ალბათ ერთობლივად, ვთქვათ, მედიის, მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით, ამ პრობლემების წინა პლანზე წამოწევა უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ ეს პრობლემები იქნეს მინიმუმამდე დაყვანილი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინა ხატისკაცმა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელი შეგვახსენებს, რომ მაინა კიაის საქართველოში ვიზიტის შემდეგ სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებას” ძალისხმევით მოხერხდა ყველაზე უხეში პრობლემების აღმოფხვრა კანონში მოქალაქეთა  პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. თუმცა კამპანიის წარმომადგენელი თუ მხარდამჭერი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო გარემოში კვლავაც რჩება არაერთი მწვავე პრობლემა - როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკის დონეზე.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მოდერატორი
22.06.2012 19:16
ფეისბუკზე გვთხოვეს ანგარიშის ინგლისური ორიგინალი.
http://www.ohchr.org/Documents/HRBodies/HRCouncil/RegularSession/Session20/A-HRC-20-27-Add2_en.pdf

ავტორი: Exit საიდან გვწერთ: eifelidan
21.06.2012 22:15
უბრალოდ პირველად ვდებ კომენტარს და მაინტერესებს როგორ ფუნქვიონირებს რადიოტავისუფლებაზე კომენტარების სისტემა.

ავტორი: ტროცკი, ბუხარინი, ზინოვიევი საიდან გვწერთ: პარლა-მენტ-ოვგრადი
21.06.2012 19:58
ავტორი: ყანწით ხელში საიდან გვწერთ: ტიკჭორიდან
21.06.2012 14:22-რომ დამეტაკე წითელი ქსოვილით კორიდაზე გაღიზიანებული ხარივით-ჯერ კომენტარი წაგეკითხა კარგად.... თუმცა იმდენი ასო გამოგიტოვებია სიტყვებში, რომ ალბათ ნაცების რომელიღაც ოფისში ხანძარი გაჩნდა და გარბოდი...რაღას წაიკითხავდი... არ გვყავს მერკადერი? ჟვანია მე მოვკალი?....

ავტორი: პატრიოტი
21.06.2012 19:19
ველი გულის ფანცქალით პირველი რომელი ქართველი ჭეშმარიტი პატრიოტი საქოგადო მოღვაწე გააკეთებს რაიმე სამარცხვინო რასისტულ განცხადებას ამ ადამიანთან დაკავშირებით.

პლეის იორ ბეტს!

საამაყო ხალხი ვართ ქართველნი. მაშ.

ავტორი: ყანწით ხელში საიდან გვწერთ: ტიკჭორიდან
21.06.2012 14:22
ტროცკის ალბათ, ყველგან მერკადერი ელანდება. არ გვყავს დღევანდელ თავისუფალ საქართველოში, საბოთა მლიქვნელურ-ყინულმჭრელიებით დამსჯელ დროსთან შედარებით, მაგგვარი რუსეთის ყურმოჭრილი კომრადები.რატომ აბობოქრებთ ქარბორბოლას ყანწში.მაია კიაიმ,ნაციონალურ ტანსაცმელში გახვეულმა- ასეო და ისეო,ერთი ეგ მოწინავე ზულუსია თუ ბუშმენია, დემოკრატიის უზადო მიმდევარი ყარამან ყანთელი და მეორე კრემლის ფულებით გამილიარდებული ივანოვ ბიდზინ.ნუ დასჭამეთ ერთმანეთი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად,ვიღაცეებისათვის,ქვეყნის ფარგლებს გარედან მოსულთათვი, სხვათა ინტერესებისათვის,რომ იჭაჭებიან

ავტორი: ტროცკი საიდან გვწერთ: მექსიკიდან
21.06.2012 12:10
”გარწმუნებთ, რომ ეს დასკვნები იქნება დაახლოებული იმ რეალურ ვითარებასთან, რაც ქვეყანაში არის. და ეს რეალური ვითარება რომ დემოკრატიაა, თქვენი განცხადებების თავისუფლება მეტყველებს ამაზე”, - მიმართა ოპონენტებს დავით დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილი წინადადებით -"თქვენი განცხადებების თავისუფლება მეტყველებს ამაზე (რომ საქართველოში დემოკრატიაა)" გვაყვედრის იმასაც, რომ განცხადების გაკეთების უფლება გვაქვს. მას ავიწყდება, რომ დემოკრატია არის ისიც, რომ ასეთ განცხადებებზე პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებას აქვს -რეაგირება: იმ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, რომელიც განცხადებით გამოითქვა. ჩვენი ხელისუფლების პასუხები დაახლოებით საბჭოურ-კომუნისტურს ჰგავს-თუ არჩევნებს ეხება: არჩევნების ჩატარების დემოკრატიულობის რეიტინგით მსოფლიოში ზიმბაბვეს ვასწრებთ....თუ სოციალური საკითხია-ტურიზმის განვითარების ტემპებით რეგიონში წამყვანი ქვეყანა ვართ და მალე ყველა ქართველი დასაქმდება..... კომუნისტებისა ასეთი იყო: საბჭოთა კონსტიტუცია ყველაზე დემოკრატიულია მსოფლიოში... ერთ სულ მოსახლეზე თუჯისა და ფოლადის გამოდნობის მაჩვენებლით 2 ჯერ ჯობდნენ ინგლისს და მსგავსი ზღაპრები...საბჭოთა ხალხი დარაზმულია კომპარტიის ირგვლივ და მისი ბრძნული ხელმძღვანელობით მივყევართ კომუნიზმისაკენ- ანალოგია:"პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ ნაცმოძრაობას აქვს"...ბაქრაძე, უგულავა,ადეიშვილი, მერაბიშვილი, დარჩიაშვილი, ნოდია, ბარამიძე, ცისკარიშვილი, ბოკერია, თარგამაძე, კუბლაშილი, გაბაშვილი....ბრეჟნევი, გრიშინი, სუსლოვი, დოლგიხი, გრომიკო, უსტინოვი, ჩერნენკო, ალიევი... ყველანი პოლიტბიუროს წევრები არიან თავიანთი მენტალობითა და კრიტიკაზე აგრესიული რეაგირების თვისებებით ....

ყველაზე პოპულარული