ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 12:12

საზოგადოება

პატრიარქის პოლიტიკური მისია?

საქართველოს პატრიარქის ილია მეორის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საქართველოს პატრიარქის ილია მეორის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან
x
საქართველოს პატრიარქის ილია მეორის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან
საქართველოს პატრიარქის ილია მეორის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან

მულტიმედია

აუდიო
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ნოვოოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, ილია მეორემ  ვლადიმირ პუტინს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოკითხვა გადასცა. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა პატრიარქს 80 წლის იუბილე და აღსაყდრების 35 წლის იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ჰუმანიტარული, სასულიერო და  კულტურული კონტაქტების მხარდაჭერისთვის ორ მოძმე ქვეყანას შორის.  

22 იანვარს პრესკონფერენციაზე კი  პატრიარქმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ყველა იმ საკითხზე ისაუბრებს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. რა პოლიტიკური მანდატი შეიძლება ჰქონოდა საქართველოს პატრიარქის რუსეთში ვიზიტს და აქვს თუ არა ამ ვიზიტს, პოლიტიკურის გარდა, ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებული საკითხების მოგვარების მიზანიც? 
ის ყველა აუცილებელ და შესაძლებელ საშუალებას მიმართავს რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. ვფიქრობ,ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს, გადაწყდება და ჩვენ კვლავინდებურად ძმები ვიქნებით...


საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საქართველოს  ახალი პრემიერ-მინისტრის მოკითხვა გადასცა და დასძინა, რომ ”ის ყველა აუცილებელ და შესაძლებელ საშუალებას მიმართავს რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. ვფიქრობ,ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს, გადაწყდება და ჩვენ კვლავინდებურად ძმები ვიქნებით”, - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს ორ ქვეყანა შორის არსებული რთული ვითარების მიუხედავად გაწეული საქმიანობისთვის. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის დეტალების შესახებ არ ვრცელდება. 

რუსეთის  ხელმძღვანელობასთან  სხვადასხვა სფეროში დაწყებული მოლაპარაკებების კომენტირებისას ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ, მთლიანობაში, ვიზიტები და კონსულტაციები  უნდა აღვიქვათ რუსეთის მხრიდან იმ გაუცხოების პოლიტიკის შეცვლის ნიშნად, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. თუმცა, პრობლემათა მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სათანამშრომლო საკითხთა არეალი ჯერჯერობით ძალიან ვიწროა - ის
არ შეიძლება ქართველი ერი იყოს რუსი ერის მტერი, როცა ის ერთმორწმუნე ერია. აი, ეს ფაქტორია აქ...

ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობით გამოიხატება და ორ ქვეყანას შორის ნდობის ხარისხის ამაღლების მცდელობას უკავშირდება, თუმცა ყველა საკითხის მოგვარება,  - იქნება ეს ეკონომიკური  თუ კულტურული თანამშრომლობა, - კახა გოგოლაშვილის სიტყვებით, არის ზღვაში წვეთი მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასთან შედარებით. ამ კონტექსში განიხილავს კახა გოგოლაშვილი პატრიარქის რუსეთში ვიზიტსაც:

”ამ შემთხვევაში პატრიარქის ვიზიტი არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ მოხდეს დათბობა რაღაც მიმართულებით. მე, უბრალოდ, არ მოველი მნიშვნელოვან პროგრესს, იმიტომ რომ რუსეთის რეალური ინტერესები საქართველოსა და კავკასიასთან მიმართებით ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაში არის ეს განსხვავებები - ეს არის ენერგეტიკული პროექტების საკითხი, ეს არის აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ოკუპაცია და ა.შ.”.

კახა გოგოლაშვილის სიტყვებით,  პატრიარქის რუსეთში ვიზიტს უფრო საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ბერკეტი აქვს, ვიდრე პოლიტიკური დატვირთვა:

”პატრიარქის მისია ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი და ფაქტორი, რომ რუსეთის საზოგადოებაში მოხდეს განწყობების ცვლილება და რომ ისინი კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის მართლაც მტრულად განწყობილი ერი. არ შეიძლება ქართველი ერი იყოს რუსი ერის მტერი, როცა ის ერთმორწმუნე ერია. აი, ეს ფაქტორია აქ”.
ჩვენ ურთიერთობებს ვუყურებთ ორ თანასწორუფლებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტს შორის, რომელთაც აქვთ სრულიად თანაბარი უფლებები, მიუხედავად ტერიტორიის სიდიდისა, არმიის სიმრავლისა და ა.შ... რუსეთი ლაპარაკობს უფროსი ძმის პოზიციიდან...


გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ფხალაძის სიტყვებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ის სახე, რასაც ახლა ვხედავთ, უბრალოდ, გარკვეული პროცესის დასაწყისია, პროცესისა,  რომელიც თავად რუსეთის ინტერესებში შედის. როგორც თენგიზ ფხალაძე ამბობს, ქვეყანას, რომელსაც პრეტენზიები აქვს იყოს ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტორი, არ შეიძლება ომის პირობებში იყოს ევროსაბჭოს წევრ მეორე ქვეყანასთან. თუმცა რუსეთის მხრიდან საქართველოსთან დაწყებული მოლაპარაკებების ინტერესთან დაკავშირებით თენგიზ ფხალაძეს კითხვები აქვს, კითხვები იმის თაობაზე, თუ  როგორ ხედავს რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის  მოგვარებას:

”მათი ხრიდან რა ტერიტორიებზეა საუბარი, რადგან პარალელურად აცხადებენ,  ჩვენ არ წავიღებთ უკან ჩვენს აღიარებას არც აფხაზეთის და არც სამხრეთ ოსეთისო. ეს  - ერთი ფაქტორი. ამასთან, რუსეთი ამბობს, რომ საქართველო მოიაზრება მისი გეოპოლიტიკური ზეგავლენის სფეროებში და საუბარია ევრაზიულ კავშირზე. ამიტომ რას ნიშნავს მოგვარება ჩვენთვის და რას ნიშნავს მოგვარება რუსეთისთვის, ამაში არის მთავარი პრობლემა. ჩვენ ურთიერთობებს ვუყურებთ ორ თანასწორუფლებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტს შორის, რომელთაც აქვთ სრულიად თანაბარი უფლებები, მიუხედავად ტერიტორიის სიდიდისა, არმიის სიმრავლისა და ა.შ... რუსეთი ლაპარაკობს უფროსი ძმის პოზიციიდან”.
თენგიზ ფხალაძეთენგიზ ფხალაძე
x
თენგიზ ფხალაძე
თენგიზ ფხალაძე

ამასთან, თენგიზ ფხალაძე საქართველოს პატრიარქის რუსეთში ვიზიტის პოლიტიკური ასპექტის კომენტირებისას ყურადღებას ამახვილებს თავად რუსეთის ეკლესიის დამოკიდებულებაზე ამ ვიზიტის მიმართ  და ამბობს, რომ  რუსეთის ეკლესია სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და ელექტორატის განწყობებსაც განსაზღვრავს. შესაბამისად, რუსეთის ეკლესიის პოზიციას გარკვეული მნიშვნელობა აქვს. 

რუსეთში საქართველოს პატრიარქის ვიზიტს პოლიტიკურზე მეტად ორ ეკლესიას შორის არსებული პრობლემური  საკითხების განხილვასთან აკავშირებს თეოლოგი ლევან აბაშიძე და იმ დილემაზე საუბრობს, რომლის წინაშეც საქართველოს პატრიარქი დგას: მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური სამყარო აღიარებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ექვემდებარება, ქართული მღვდელმსახურება იქ არ მიმდინარეობს, ისევე როგორც ქართველი სასულიერო პირები ვერ ახერხებენ დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას.  ლევან აბაშიძის  სიტყვებით, სასულიერო წრეებში აქტიურად განიხილება საკითხი, რომ დროებითი მღვდელმსახურება მსოფლიო პატრიარქის ხელდასხმით მოხდეს და რომ ამ საკითხს ორი ქვეყნის პატრიარქებიც განიხილავდნენ.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: საიდან გვწერთ: თბილისი
01.02.2013 11:21
არ შეიძლება ქართველი ერი იყოს რუსი ერის მტერი, როცა ის ერთმორწმუნე ერია. აი, ეს ფაქტორია აქ...
კახა გოგოლაშვილი

შეიძლება რუსი ერი იყოს ქართველი ერის მტერი, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთმორწმუნე ერია. აი, ეს ფაქტორია აქ...

ეს ასე იყო. ასეა და ასე იქნება!

ავტორი: naturali
30.01.2013 23:34
პატ გოგია

ერთ გაზეთში დიდი სტატია იყო ნაცების ლეკვებზე

სურათიც სადაც ხაბაზი ყოფილი პარლამენტარი თავისი ინტელექტით ხაბაზობასაც რომ ვერ გაქაჩავს აი ასეტ ლეკვებთან ერთად იკრიჭებოდა

ეს კარიერას და ფულს დახარბებული უსულო არსებები დაქირავებილი ყავთ ნაირნაირ კიბერშეტევებისათვის

გადანაწილებული აქვთ ვირტუალური სივრცე ვერ ხედავ გაივსო აქაურობაც

ამათთან კამათს რა აზრი აქვს ჯობს როცა შეხედავენ როგორ გაქრებიან ნაცები ახალი არჩევნების მერე თვითონვე მიეყიდებიან ბიძინას რატომ ავიტკიოთ თავი

იყვნენ აქ მარტო და ესისინონ ერთმანეთს

ავტორი: გოგია
30.01.2013 14:35
ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: saxlidan
24.01.2013 17:45-არიან აგენტები რომელთაც მათივე მენტალიტეტის ხარჯზე მართავენ-ამბიციური, სარდლობის შარავანდედს მოწყურებულნი...მანია გრანდიოზოთი შეპყრობილებს ისეთ წინაპირობას შეუქმნიან, თვითონვე წამოიწყებენ სამხედრო ავანტიურას...ასე "გააბეს" მახეში მიშიკო...არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთი ფაქტორი თემურ ალასანია ჯერ არის კგბს გენერალი, მერე მიშას ღვიძლი ბიძა...ზღაპრები იმის შესახებ, თითქოს მიშას არ დაუწყია სამხედრო ოპერაციები გიგი -გოკას და სხვათა თანხლებით შეგიძლიათ საბავშვო ბაღის 2 წლამდე ასაკის კონტინგენტს მოუყვეთ... მამაცხონებულებო იუტუბზე ვერ შედიხართ თუ რა გჭირთ? იქ მაინც ნახეთ -ყველაფერი ხელისგულზე დევს....

ავტორი: გიორგი
26.01.2013 21:04
აქ ორია ქვე-ყანიდან მგობელი როგორც უგულო და პატრონი მისი უგონო...

ავტორი: ანონიმი
25.01.2013 18:29
ძნელი გასაგებია პატრიარქის და თუნდაც ჩეჩნეთის ჯალათი ცეკისტის ძმობა. მაგრამ აბელის და კაენის ძმობაშიც არის საიდუმლო,რას ვიზამთ. მაგრამ ვბედავ ვთქვა რომ 9 ძმა ხერხეულიძის ძმობა უკეთესია.

ავტორი: მარი საიდან გვწერთ: სახლიდან
24.01.2013 21:37
უბედურებაა როცა საქართველოს მოსახლეობის "დემოკრატიულობის" ასეთი მოთხოვნილება თეოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში გამოიხატება, მაგრამ ტრაგედიაა - ავტორიტეტული ინსტიტუტი (97%), ფეხქვეშ თელავს სამშობლოს ინტესესებს.

ავტორი: ანონიმი
24.01.2013 21:13
ერთ ერთი ინტერნეტ გაზეთის ვებ-გვერდზე დაიდო პატრიარქის და პუტინის დიალოგის ტექსტი, სადაც პატრიარქი თითქოსდა პუტინს როგორც ამ ორი სახელმწიფოს გადამრჩენელი და ანგელოზია, თითქოს პატრიარქი ამბობდეს რომ ომი ვირაც ვიღაცეებმა დაიწყესო და ასე შემდეგ

შეგიძლიათ ვინმეს რომ ამ საუბრის ვიდეო ჩანაწერი მოგვაწოდოთ? ოღონდ ისეთი არა ადეიშვილის და მერაბიშვილის კანტორები რომ აქვეყნებდნენ

თორემ არ მჯერა რომ ილია მე-2 ამ აზრზე იდგეს :D

ავტორი: გლეხი საიდან გვწერთ: ლაპარაკი რომ არ იცის
24.01.2013 19:05
შეგაწყინეთ და გამოგვრჩა ასევე მოკვ-და.ქართულ მეტყველაევაში და-ს არსი შემდგომში და გაგრძელებაშია ანუ დაზე არს და აზრს არ ვამთავრებთ.არ მინდა შემეშალოს თან აზრი მომივიდა და ვგონებ თვით და-სთან არის იესოს კვართი დამარხული.

ავტორი: სესიკა საიდან გვწერთ: ხოხონეთიდან
24.01.2013 18:23
იქნებ ვინმემ დამიზისტოს, რატომ შეეცვალა ქართულ ეკლესიას სახელი 1996 (?) წელს? ერქვა "საქართველოს სამოციქულო კათოლიკე ეკლესია" და... რა ჰქვია ახლა?

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: saxlidan
24.01.2013 17:45
პატრიარქის ბოლო გამონათქვამი იმის შესახებ რომ ომი გაუგებრობა იყო უდიდესი შეურახყოფაა ომში სამშობლოსთვის დაღუპული გმირებისა. ერთის მხრივ იზახის ერთეული პიროვნებების ბრალიაო, მეორეს მხრივ პუტინი ყველაფერს იზამს ჩვენთან ძმობის შესანარჩუნებლადო...

...ესეიგი იმ ცალკეულ პიროვნებებში პუტინს არ გულიხმობს, გამოდის აცხადებს რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყოო.

ეს იმდენად უსირცხვილო განცხადებაა რომ პარტიარქს კი არა ნებისმიერ სხვა 80 წლის ადამიანს არ ეკადრება ამ ქვეყნიდან ასეთი სირცხვილით წასვლა.

ეს თვითლუსტრაციის ყველაზე აშკარა მარგალიტია. არასოდეს მინდოდა დამეჯერებინა KGB-ს აგენტობა, მაგრამ ეს კაცი ყველაფერს აკეთებს ამის დასადასტურებლად. ან ამისთანა რა კონტრაქტი აქვს რომ ყველაფერზე ხელი აიღო და ასე აშკარად ჩაუდგა სათავეში ოკუპანტის მე-5 კოლონას საქართველოში?

ფუი სირცხვილი!

ავტორი: ანონიმი
24.01.2013 16:46
იმდენად დიდი ინტერესი და ყურადღება დავუთმეთ პატრიარქის ამ ვიზიტს მოსკოვში რომ ვირ-ეშმაკა კაგებეშნიკს სხვა არჩევანის უფლებაც აღარ დავუტივეთ, რომ არ მიეტოვებინა ილია მეორე უპატივოდ აეროპორტში და ვახშამზე

სხვას რას მოელოდით ვერ გავიგე, ან პატრიარქი რას მოელოდა თვითონ

ავტორი: გლეხი საიდან გვწერთ: ლაპარაკი რომ არიცის იქიდან
24.01.2013 16:43
რადგან სიტყვა ღმერთია და ღმერთი სიტყვა და როდესაც ვიძახით სიკვდილი ან მკვდარი და სიტყვას ძალა არა ჰქონდეს ამიტომ: მკვ-დარი, სამი თანხმოვნით დაბეჭდილი სიტყვა დარი, ანუ ნათელი, დილა, ახლის დასაწყისი. ასევეა: სიკვ-დილი, ანუ დილა და ასევე ნათელი, ახლის დასაწისი. კაცს არა აქვს კვლის ულება, რადგან ჰკლავს მხოლოდ ღმერთი. გამომდინარე არსიდან ეს პროცესია ღმერთის მიერ თავისი დროით დროში გაწელილი შეიძლება მუდმივადაც ანუ უსასრულოდ. ასევე მხედარი, ხე ნათელი. რა დატვირთვა აქვს სიტყვა ხეს სარწმუნოებაში ეს ნოლი კლასია, ანუ ბრიყვი (ოღონდ არა სულელი), ანუ ძე კაენისა
პ.ს. გთხოვთ პატიებას, რამეთუ ერთხელ ვიხმარე არა ქართული სიტყვა კოაბიტაცია.

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
24.01.2013 15:16
მოძღვრავ ერსა და სამწყოსა და ბერიც დაჰმოძღვრე,გაცხადებული არს და აღარც დაიმალების:ძე კაენისა ადვილი არის საცნობად და ჰკარი ღვთის სახლიდან და იქადაგე ჩემო პატრიარქო და წინ იყავი:არა წესიერი მამაოს სწორი თვითონ ეშმაკიაო.

ავტორი: ბორისისტ/ბიძინისტი საიდან გვწერთ: მოსკოვია
24.01.2013 14:40
ხაბურძანია უბრუნდება-თურმე ქართულ პოლიტიკას. გილოცავთ ! აი დიდი შემობრუნებაც ამას ჰქვია! მალადეეეეეც!

... იქნება ერთი-ორი ქურდიც წამოაყოლოს ხელს,... და სპექტრიც გაჩნდება. აბა ჰე!!!

ავტორი: ანონიმი
24.01.2013 13:08
ვისა აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უფლებების მინიჭების ან წართმევის უფლება? ფარაჯანოვის და მამარდაშვილის ძეგლების დამდგმელებს და ამტანებს თუ გრაჩოვის მეგობარი კიტოვანის თანამებრძოლებს და თანამოაზრე ლიბერალ-დემოკრატებს? უბრალოდ ეს ეკლესია ეკლესია უნდა იყოს და არა ამ და სხვა ვიგინდარების მასხრად ასაგდები რამ!

ავტორი: არავინ საიდან გვწერთ: პირველი ადგილიდან
24.01.2013 10:54
ვლადიმერის ძევ გძინავს შენც და სძინავს შენს კირილსაც.დაუსაბამოდან ხელ მესამედ ჰკარი ძეს ღვთისას ფერდში მახვილი და არა იკმარე მკლავიც მოჰკვეთე.მახარებს შენი საათის ყოველი წამი:ჩემთან მოდიხარ!!!
პ.ს.დილისა თუ დარის დროს უფალი ყველას არ ხვდება,მხოლოდ თავის შვილებს და მძიმე ცოდვის შვილებს:პირველთ მოსა-ფერებლად და რადგან ბუნებით მ-ხე-დარია მეორეთ თვითონ ჰკლავს.

ავტორი: ანონიმი
24.01.2013 10:53
ტატა...

კარგად ხარ?

ამ კაცს რუსეთში აქვს გატარებული თავისი სასულიეროს სტუდენტობის წლები

მაგრამ ასე მაინც ნუ მოხსნით გუდას პირს, სწორი კრიტიკა ქართული კულტურის ნაწილია, რა არა?? ა არააა? თუ არა მაშინ წერეთ რაც ენაზე მოგადგებათ...

ტატა ხომ კარგად ხარ

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
24.01.2013 01:23
სისხლიან მტერთან ძმობაზე საუბარი-უ ს ი ნ დ ი ს ო ბ ა ზე მეტია. უკვე ეკლესიას მივანიჭეთ ამხელა უფლებები,რომ პოლიტიკურ პროცესებში ასე სერიოზულად ჩაერთოს? ირანიზაცია სახეზეა.
მართმადიდებელთა კავშირის განმტკიცება? - სასცილოა. და მორწმუნეები ვინ არიან - კირილე და ილია და მათი მრევლი?
ილიას სტუმრობა იმ გეგმის ნაწილია,რომლის მიხედვითაც ქვეყანა რუსეთის გუბერნიად უნდა იქცეს. პრო-რუსული ძალების საქართველოს სათავეში მოსვლამ გაუადვილა პატრიარქს თავისი რეალური სახე გამოეჩინა.
ის არასოდეს ყოფილა ქართული ინტერესების გამტარებელი და საქმით - არც საქართველოს პატრიარქი.
უახლეს საქართველოს ისტორიაში ის ყოველთვის იყო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგი და რუსეთის ყურმოჭრილი მონა.
როდემდე უნდა გაგრძელდეს მისი უაზრო გაღმერთება ?!
და თანაც რისთვის?- 90 წლებში ეკლესიაში იარაღის დაწყობის(დიახ მისი მხარდაჭერით), 2008 წლის შემდეგ ქვეყნისთვის მიუღებელი განცხადებების თუ კირილესთან სირბილისთვის?
თუ ეგებ იმისთვის რომ მოსახლეობის 80% მისი ფეხ-ბანის თეორიით არის აღფრთოვანებული და ქრისტიანობა მხოლოდ პირჯვარის წერა, მარხვის დაცვა და ეკლესიის იატაკზე თავის ბრაგუნი ჰგონია?
საეკლესიო კრება და მისი "პენსიაზე" გაშვება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.

ავტორი: ანონიმი
24.01.2013 00:12
სამწუხაროა რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ერთმორწმუნე რუსეთის პრეზიდენტად თვლის კგბს პოლკოვნიკს.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული