ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:43

კვირის შეკითხვა

რა აზრის ხართ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის შესახებ?

ტექსტის ზომა - +
რა აზრის ხართ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის შესახებ?

მიიღეთ მონაწილეობა რადიო თავისუფლების ფორუმში და კომენტარებში დაწერეთ თქვენი მოსაზრება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: კ ო მ ბ ლ ე საიდან გვწერთ: ფრანციიდან
17.07.2012 14:10
მოვითხოვ შეჩერდეს ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია გარკვეულ დრომდე.

ავტორი: კ ო მ ბ ლ ე საიდან გვწერთ: ფრანციიდან
16.07.2012 03:55
ბაგრატის ტაძარს მუშების ჯარი შეასიეს, ფლორენციიდან დიდი არქიტექტორიც მოიწვიეს და მაინც უკმაყოფილონი ვარტ და მის აღდგენის შეჩერებას ვითხოვთ. დანამდვილებიტ ვიტყვი არც იმათ ვისაც ტაძრის აღდგენა გადაწყვიტა და არც იმან ვინც მშენებლობის შეჩერების მომხრეა არ იცის როგორ უნდა ასენდეს ბაგრატი.
ყველა ქართველი ვალდებული უნდა იყოს, ქუდზე კაცი და ერთი დღე ყველამ უნდა გაიღოს ამ ტაძრის აღდგენისათვის, თითეული საჩუქურთმო ქვა ჩვენი ოფლით უნდა დარბილდეს რომ ჩუქურთმას დაგემორჩილოს, ფასადი დაკოჟრილი ხელისგულით უნდა გაპრიალდეს. ერთიანი საქართველოს სიმბოლოს ჩინური ტრაქტორი და ფლორენციელი არქიტექტორი ვერ აღადგენს.
ჩვენი ვალია საძირკველი აღვადგინოთ, კედლები გუმბათის სიმაღლეზე ავზიდოთ და შემდეგ გავჩერდეთ. გუმბათის დასრულება აფხაზებს მივანდოთ, ჯვარი და გუმბათი აფხაზებმა უნდა დაადგან რადგან, საქართველოს გუმბათი აფხაზეთია, კარიბჭის დაკიდება ოსებს შევთავაზოთ.
სხვანაირად ეს ტაძარი ვერ აშენდება, რაც დარჩა ქვა ქვაზე არ დარჩება და იმასაც გავანადგურებთ.
თქვენ კი პინგვინებივით მოჟღურტულე აგიტატორებო რუსეთთან დავალაგებთ ურთიერთობას და აფხაზეთი გაზაფხულის მერცხალივით მოფრინდება არა? ვაი თქვენს პატრონს!
ვინც იმას ფიქრობთ ხვალ ზეგ რუსეთს დააჩოქებენ და დანარჩენ საქართველოს დამორჩილებას წინ ვერარაფერი დაუდგება.
2008 არ გაგვიმართლა იქნებ შემდეგში გაგვიმართლოს?
თქვენც ამას გეტყვით, ვაი თქვენს პატრონს.
ეს ტაძარი ჩვენი ძმობის გარანტი იქნება. სანამ ჩვენ სასროლად ხელს ავწევთ გაგვახსენდება რომ ბაგრატის გუმბათი აფხაზებმა დაამშვენეს, სანამ აფხაზი ხელს შემართავს იმასაც გაახსენდება რომ საქართველოს გუმბათს ჯვარი დაადგეს.
როგორც ვთქვი კარიბჭეს ოსები შეაბავენ და სულიერად გამთლიანდება ქვეყანა.
ვერანაირი ხელშეკრულება ვერ იქნება ძმობისა და სიყვარულის გარანტი. წლების მერე ფარატინა ქაღალდათ იქცევა და ზუსტად იმ სიგელის ფასი ექნება აშორდია აზნაურობას რომ უმტკიცებდა გლეხებს.
ახლა იტყვით აფხაზებმა და ოსებმა თუ არ ინდომესო? დაველოდოთ და დავანახოთ რომ უმაგათოდ ეს საქმე არ გამოვა, არც ჩვენთვის და არც მაგათთვის.
სხვაგვარად რომც დადგეს ის დღე ჩვენ ნიკოფსიიდან ბაქომდე ვაკონტროლოთ ქვეყანა აფხაზებს გულში ყოველთვის ხინჯათ ექნებათ რომ ჩვენ ისინი ძმობის თანასწორად არ ჩავთვალეთ და დაპყრობილი ერია. ისევე როგორც ჩვენ ხელახლა თუ დავბრუნდით რუსულ ორბიტაზე თავს დამცირებულად ვიგრძნობთ და აუცილებლად 21 საუკუნის მერაბ კოსტავა დაგვჭირდება. ამერიკელები უფრო ეშმაკები არიან, გვაკვირდებიან და კაცმა არ იცის რას ფიქრობენ, იმათთვის მთავარია გვერდითი ხაზი არ გადავკვეთით და მივყვეთ დინებას.
თქვენ კი იოცნებეთ, იოცნებეთ ოცნებას კაცი არ მოუკლავს ქვეყანა კი დაუქცევია. ერთი კაცი და უსამართლობა დასახეთ ფინიშად და ძღომაზე კუჭის ამოყორვა დაისახეთ მიზნად. იქნებ ამერიკანცუზები გავხდეთ?
ეი ნაჩალნიკებო აზრზე მოდით!

ავტორი: ანონიმი
02.07.2012 00:25
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ბაგრატის ტაძარი შევა მსოფლიო კატალოგებში, როგორც რესტავრაციის ნიმუში, - განაცხადა პრეზიდენტმა. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
სრულებით ვიზიარებ ბატონი პრეზიდენტის აზრს. მას არ უთქვამს რომ ეს იქნება კარგი და სწორი რესტავრაციის ნიმუში და ეს ძალიან დროული და სამართლიანი თავშეკავებაა.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
29.06.2012 16:08
ხელისუფლება (რომელსაც ახალი საქართველოს სახით უნდა ამ ტაძრის აღდგენა, უბრალოდ 2008-ში არ დასცალდა რუსულმა ჩექმამ მოუკვეთა კბილები ჩვენ ახალ ბაგრატ-სააკაშვილს და არ მიცა ქვეყნის გაერთიანების უფლება) და ეკლესია (რომელსაც ძალაუფლების დაკარგვის შიში აქვს, მაგრამ ვამშვიდებ- იმდენი იდიოტია საქართველოში რომ არ მოაკლდებათ შემოსავალი - ღმერთის რწმენა კი არ აქვთ უბრალოდ ახალი "მოკარნახე ჭირდებათ" რაღაი პარტია აღარ არსებობს აგერ უკვე 20 წელია) კი არ უნდა შეთანხმდნენ და თუ აღდგენაზეა საუბარი მაინც და მაინც- მაშინ ისტორიკოს-აქეოლოგები, არქიტექტორები და ამ საქმის პროფესიონალები უნდა ცარიონ საქმეში და ისე აღადგინონ

მარა ამ ხელისუფლებას ვინმეზე რამეს აკითხვინებ? ეგ ხომ სისუსტეა მათთვის

ავტორი: ანონიმი
27.06.2012 13:51
მინდა ილიას და აკაკის აღმზრდელი ქართული საზოგადოების რესტავრაცია.

ავტორი: ანონიმი
26.06.2012 16:41
კარგია რომ კიოლნის ტაძარი 1940-ანი წლების გერმანიის დემოკრატიზაცია-პერესტროიკის დროს არ დაბომბეს და ლიფტი მიუდგეს. ვულოცავ გერმანელებს.

ავტორი: ანონიმი
26.06.2012 16:36
ამბობენ რომ მოძმე იტალიელის პროექტით დასავლეთის მკლავი თანამედროვე მასალით უნდა აშენდეს. მისასალმებელია ეს. საერთოდ ნანგრევები მიზეუმში უნდა გადაიტანონ და ამ იტალიელის პროექტით ააშენონ ახალი ტაძარი.

ავტორი: ანონიმი
25.06.2012 21:23
სილამაზის კონსერვაცია მირჩევნია ყოველთვის და არა დაკონსერვება.

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
22.06.2012 05:00
აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ ხელისუფლება და ეკლესია და გაგრძელდეს აღდგენა თუნდაც იუნესკომ ამოიღოს სიიდან.მართალია ცუდი ფაქტი იქნება მარა არამგონია იუნესკო ადარდებდეს ბაგრატ მეფის სულს ის უფრო არ მოეწონებოდა ერფი ტაძარი ვერ აღვადგინეთ ისე რო ერთმანეთი არ ვლანძღოთ!!!!

ავტორი: maka საიდან გვწერთ: tbilisi
22.06.2012 00:34
არ ვიცი,იქნებ ვცდები, მაგრამ გამახსენდა ის, რომ კიოლნის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია, აღდგენა დღესაც მიმდინარეობს. აქვს ლიფტი რითაც ადიხარ ტაძრის უმაღლეს წერტილში, ასევეა ჰამბურგის ტაძარშიც და ა,შ რამდენი ჩამოვთვალო, ეს რაც მე თვითონ ვნახე. ასე რომ დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საქმის პროფესიონალები.

ავტორი: giorgi
21.06.2012 16:42
"" ავტორი: nana საიდან გვწერთ: italia
21.06.2012 11:58
ბაგრატის ტაძარმა ისეთივე სახე უნდა შეინარჩუნოს, როგორმაც ჩვენამდე მოაღწია, რამეთუ რესტავრირებული უკვე აგარ იქნება მე-11 საუკ-ის ძეგლი. ის დაკარგავს თავის თვითმყოფად სახეს. ტაძარი კონსერვირებული უნდა იქნეს ამ სახით და არა რესტავრირებული. ""

სწორედ ამაშია საქმე, რადგან:

"" „მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე იქ არც ერთი სვეტი არ იდგა. ეს ყველაფერი 30-40 წლის წინაა აღმართული ბატონ ვახტანგ ცინცაძის მიერ, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩავიდა და რომელმაც მთელი 50 წელი მიუძღვნა ამ საქმიანობას. ""

http://www.radiotavisupleba.ge/content/bagrati-cathedral/24620369.html
--------------------
ბაგრატი უნდა აღდგეს...

ავტორი: მ.მ საიდან გვწერთ: ოზურგეთიდან
21.06.2012 13:45
ეს არ არის ბაგრატის ტაძარი!!!

ავტორი: ელიენი საიდან გვწერთ: თბილისი
21.06.2012 13:43
მე ვფიქრობ, რომ გარდა ლიფტისა და შემინვისა, საჭიროა, გუმბათის გვერდზე გაკეთდეს ვერტმფრენის ასაფრენ დასაფრენი მოედანი, ეს საშუალებას იძლევა ადამიანების გარდა, ანგელოზებიც მშვიდობიანად დაეშვნენ ქართველების წმინდა მიწაზე. კიდევ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება სამოთხის მსგავსი ფლორა და ფაუნა გაშენდეს ტაძრის გარშემო, რათა უფრო სრულვყოთ და სხვებისთვისაც თვალსაჩინო გავხადოთ, რომ ქართველებს გადაშენება არ გვიწერია, რადგან ღმერთმა სამოთხე გვარგუნა. კარგი იქნება თუ იორდანეს მდინარეს განშტოებას გავუკეთებთ და ის ბაგრატის ტაძრის ეზოს გავლით შავ ზღვაში დაასრულებს დინებას.ვფიქრობ, ჯვრის მონასტერის გადმოცემის გარდა ამ საკითხზეც უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება იზრაელის მხარესთან. ვგონებ, ჩემი იდეები, გაცილებით პროგრესული და ცაში მიმავალია, ვიდრე თანამედროვე მთავრობისა თუ ეკლესიისა :))))))))))))))))

ავტორი: nana საიდან გვწერთ: italia
21.06.2012 11:58
ბაგრატის ტაძარმა ისეთივე სახე უნდა შეინარჩუნოს, როგორმაც ჩვენამდე მოაღწია, რამეთუ რესტავრირებული უკვე აგარ იქნება მე-11 საუკ-ის ძეგლი. ის დაკარგავს თავის თვითმყოფად სახეს. ტაძარი კონსერვირებული უნდა იქნეს ამ სახით და არა რესტავრირებული.

ავტორი: მაკა
21.06.2012 10:54
არანაირი აზრის არ ვარ, არც შეიძლება რომ ვიყო! სურვილი კი ერთადერთი მაქვს, რომელსაც არაფრის დიდები მისრულებენ_ მიანდონ მსგავსი საკითხების გადაწყვეტა კომპეტენტურ ადამინთა ჯგუფს! ხომ ძალიან მარტივია, ელემენტარული_ დაეკითხო ადამიანს, ვინც შენზე უკეთ ერკვევა საკითხში. საზოგადოებაც უფრო მეტი ნდობით შეხედავს ცვლილებებს, რომლებსაც ახლა საკუთარი ახირებების ფორმით გვახვევენ თავს.

ავტორი: მირო საიდან გვწერთ: ქუთაისი
21.06.2012 10:27
ჩემის აზრით ის უნდა აღდგეს ისე როგორც ამას პატრიარქი გადაწყვეტს ანუ უნდა იქნას შენარჩუნებული მისი უნიკალური სილამაზე. ბაგრატი ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ის აუცილებლად უნდა აღდგეს.

ავტორი: maiko საიდან გვწერთ: ფოთი
21.06.2012 10:20
თუ გადაწყდება რომ რესტავრაცია ჩატარდეს,მხოლოდ საპატრიარქოსთან და იუნესკოსთან შეთანხმებით და არა ერთი კაცის ახირებით...

ავტორი: ლევანი საიდან გვწერთ: საქართველო
21.06.2012 02:01
საქართველოს პატრიარქის მიერ გამოცემულ ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ უნდა მოხდეს ტაძრის დასავლეთ ნაწილში არსებული რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი! ანუ საუბარია ასევე ე.წ. ლიფტზე ! ასე რომ თუ მოხდება და ხელისუფლება მაინც დაასრულებს ბაგრატის ტაძარს რკინის კონსტრუქციებითა და ლიფტებით გამოდის რომ იგი წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს საპატრიარქოსთან! ეს კი შექმნის ალბათ ყველაზე დიდ პრეცედენტს საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის, რაც ჩემი აზრით ძალიან არ უნდა აწყობდეს პირველ რიგში ხელისუფლებას, რომელიც აღმოჩნდება წინასაარჩევნოდ ძალზედ წამგებიან პოზიციაში. ამავე დროს საპატრიარქოს პოზიცია ძალიან ნათელი გასაგები და გასათვალისწინებელია !!! თუმცა ყველაფერი წინ არის ვნახოთ ვის ბრძანებას უფრო მეტი ძალა აქვს პატრიარქის თუ პრეზიდენტის? :)

ავტორი: ,,, საიდან გვწერთ: ,,,
21.06.2012 01:49
ვეთანხმები პატრიარქის გადაწყვეტილებას ! სამწუხაროდ ფაქტებიდან გამომდინარე ცოტა არ იყოს დაგვიანებულია ...

ავტორი: გვანცა საიდან გვწერთ: შორიდან
21.06.2012 01:49
სახელმწიფომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას ამ ძეგლის განადგურება, თუმცა, ჩემი აზრით, მოხდეს ძეგლის კონსერვაცია და არა რესტავრაცია. ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა ზუსტად იმ სახით თუ შევინარჩუნებდით რა სახითაც დღემდე შემორჩა, ყოველგვარი ზედმეტი კონსტრუქციებისა და "მიშენებების" გარეშე.

ყველაზე პოპულარული