პარასკევი, 18 მაისი, 2012 თბილისის დრო 03:52

რუბრიკები / დისკუსია

”იმელის” შენობის დანგრევის მიზეზი ფულია...”

მაია მანია და კოკა ამირეჯიბი
x
მაია მანია და კოკა ამირეჯიბი

ამავე თემაზე

ტექსტის ზომა - +
”თვალთმაქცობაა, როცა ”იმელის” შენობის დანგრევას რაღაც იდეოლოგიურ სარჩულს უდებენ, მაგალითად, ”თუ სტალინის ძეგლი ”მოვხსენით” გორში, რატომ არ უნდა დავანგრიოთ ”იმელი”...  ”სინამდვილე კი მარტივი და პრიმიტიული ამბავია - ფული... მეტი არაფერი", - ამბობს არქიტექტორი კოკა ამირეჯიბი. რას გულისხმობს იგი ამ ნათქვამით, რატომ მივიდა დანგრევის პირას განსაკუთრებული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი - ”იმელის” შენობა, რატომ მოეხსნა ამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, რატომ დაობენ და იბრძვიან დღემდე პროფესიონალები და საზოგადოების წარმომადგენლები ძეგლის გადასარჩენად და რატომ ვერაფერს გახდნენ ამდენი ძალისხმევის მიუხედავად?.. სწორედ ამაზე საუბრობენ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია და არქიტექტორი კოკა ამირეჯიბი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.


საუბარი მაია მანიასთან და კოკა ამირეჯიბთან
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გამვლელი
31.08.2011 21:54
ახალდადგმული ძეგლების ჩამონათვალსაც თუ გადავხედავთ ცხადია რომ იმელის დანგრევას საფუძვლად იდეოლოგიური მოტივები არ უნდა ჰქონდეს. ამას დიდი დასაბუთება თითქოს არ უნდა ჭირდებოდეს. ზოგი ძეგლის მოხსნამ შეიძლება მეზობლებთან საქმე უკიდურესად გართულოს და ეს დაუშვებელია მაგრამ იქნებ რაც გადარჩა 1992 წლამდელი თბილისის ცენტრიდან (იქ დაანგრიეს და დაწვეს მთავრობის სახლი,პირველი სკოლა,მხატვრის სახლი, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი...) ის არ დაანგრიონ.

ყველაზე პოპულარული