პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 18:37

ბლოგები / ზაზა ბურჭულაძე

ძმები

x
ტექსტის ზომა - +
მეგობრის რჩევით, რამდენიმე დღის წინ ქართული ფილმი ვნახე, სახელწოდებით “66-ე სახლი”. ფილმის ხაგრძლივობა სულ 32 წუთია. მაგრამ ესაა შიშისა და დაძაბულობის 32 წუთი! ისე, ხანგრძლივობას რა მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე დონეს და ხარისხს ეხება? მოგეხსენებათ, 1910 წელს გადაღებული “ფრანკენშტაინის” პირველი ვერსია სულ 12 წუთი გრძელდება. ეს რარიტეტი აქ ტყუილად არ გვიხსენებია, “66-ე სახლი” ჰორორის ჟანრის კლასიკური ნიმუშების გვერდით დგას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფილმს ორი რეჟისორი ჰყავს: ბოლქვაძე ბონდო და ბოლქვაძე გიორგი. ეს, სავარაუდოდ, ძმებ დარდენების ან ტავიანების ტიპის თანამშრომლობაა. საგულისხმოა ისიც, რომ მთავარ როლებსაც თვითონ ძმები ასრულებენ. როგორც ჩარლი ჩაპლინი თამაშობდა საკუთარ ფილმებში.

მთავარი ისაა, რომ მცირე დროში ძმები ბოლქვაძეები წარმოუდგენელს ახერხებენ. დღეს თითქმის შეუძლებელია “ჰორორის” ჟანრის ფილმებით განებივრებული მაყურებელი რამით ააღელვო. “66-ე სახლი” კი გულგრილს არავის დატოვებს. ფილმის ყურებისას ჩვენ გვეშინია, ვღელავთ, ვიძაბებით, მაგრამ ეკრანს თვალს ვერ ვაშორებთ! რაც, რეჟისორების გარდა, მსახიობების დამსახურებაცაა. ესენი არიან: უკვე ხსენებული ბოლქვაძე ბონდო, ბოლქვაძე გიორგი და ბოლქვაძე მარადი.

ნემისმიერი “ჰოსტელი”, “ხერხი” და “ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით” ბავშვის ლუღლუღია ამ ფილმთან შედარებით. “66-ე სახლში” ჩინებულადაა გამოყენებული სასპენსი. ისედაც საშიში ატმოსფერო კიდევ უფრო საშიშის აუტანელ მოლოდინში გვამყოფებს. იმის მიუხედავად, რომ წინასწარ ხვდები, რომ რაღაც საშინელება მოხდება, მომხდარი მაინც აჭარბებს ყოველგვარ მოლოდინს. ხელის კამერა კი ისეთ განწყობას ქმნის, რომ რაღაც მომენტში გგონია, დოკუმენტურ მასალას უყურებ და არა მხატვრულ კინოს. ალბათ, არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ოპერატორიც გვარად ბოლქვაძეა. ოღონდ ამ შემთხვევაში - ბოლქვაძე მაიკო.

ფილმს მეტისმეტად ჩახლართული სიუჟეტი და სრულიად მოულოდნელი ფინალი აქვს. ახალგაზრდა პოეტი, სახელად იაგო, რომელიც ახალ პოემაზე მუშაობს, ქირაობს სახლს... და აი, აქედან თავბრუდამხვევი და დაუვიწყარი ამბები იწყება! დიდი თავგადასავლების შემდეგ, იაგო სახლში პოულობს საათს, რომლის მეშვეობითაც წარსულში დაბრუნება გადაუწყვეტია. აქ მისი მეგობარი დავითი საოცრად მნიშვნელოვან რჩევას აძლევს: “თუ წარსულში დაბრუნებას აპირებ, შეეცადე, შენს თავს არ გადაეყარო!” საერთოდაც, ცალკე კვლევის საგანია გმირების სახელები: იაგო, დავითი, დიეგო.

ფილმში მუშავდება კეთილისა და ბოროტის ბრძოლის მარადიული თემა - კლასიკური სქემით: “ჯალათი-მსხვერპლი”. ჯალათის როლში აქ წარმოდგენილია მონსტრი, სახელად პანუვრუსი, რომელიც, მისივე თქმით, არის ყველაფრის “თავი და ბოლო”. ის კი დაუზუსტებელია, მსხვერპლი ვინაა. რადგან პირველსა და მეორეს შორის ზღვარი აქ სრულიად მოშლილია. მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს. ამ ჟანრს ხომ არა მარტო საკუთარი ფორმულა, როგორ წესი, საკუთარი სიუჟეტური მოდელიც კი არა აქვს. მოკლედ, დრამატურგიულად აქ ყველაფერი წესრიგშია. მხოლოდ ის მაწუხებს, რომ შემთხვევით ბავშვებმა არ ნახონ ეს ფილმი და პანუვრუსი ფრედი კრიუგერივით ღამის კოშმარად არ ექცეთ.

დაბოლოს, ამ ყოველმხრივ ბოლქვაძისეულ პროდუქციაში მხოლოდ საუნდტრეკია სხვისი. ფილმისთვის ორიგინალური მუსიკა კანადელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა ლეონარდ კოენმა დაწერა. ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტკორექტულობის ამბავია. დავიჯერო, ამ ყოველმხრივ ნიჭიერ ბოლქვაძეებში ერთი მუსიკოსი ვერ მოიძებნა? სავარაუდოდ, ამით ბოლქვაძეები მსოფლიოს აჩვენებენ, რომ ჩვენ, ქართველები, ჩაკეტილი ხალხი არ ვართ.

მოკლედ, ბევრი ლაპარაკი არაა საჭირო. თუ გინდა, რომ მიიღო სრულიად დაუვიწყარი შთაბეჭდილება, დაუთმე შენი ცხოვრების 32 წუთი ფილმს “66-ე სახლი”.

Tags: ბლოგი, ზაზა ბურჭულაძე, 66-ე სახლი, კინოფილმი, ჰორორი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: zevsi საიდან გვწერთ: zecidan
23.05.2012 14:31
http://tvali.eu/index.php?action=watch&v=219436 (უკანონო დღე ბოლკო ფილმისგან)

ავტორი: ბიბი საიდან გვწერთ: ჭური
14.05.2012 22:23
მე გირჩევდით ნახოთ ქართული მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკური ფილმი, ჩემი აზრით, ამ "მასთ სი მუვი" "მგლის ფსიქოლოგია" http://www.myvideo.ge/?video_id=677557

ავტორი: ირმა
05.05.2012 13:04
ზაზა მშვენიერი სტილი აირჩიეთ საწერად. რასაც გინდა დაწერთ სისულელეს, ან იმას რისიც არაფერი გესმისთ ან ვერაფერი გაიგეთ და მერე იტყვით ირონიააო:). ან მართლა ნიჭიერად დასცინებთ. ეგეც გამოგდით ფაქტია. მაგრამ ერთმნიშვნელოვნად კარგი მიგნებაა. კაციშვილი ვერ გაიგებს რა გინდათ და რას ფიქრობთ სინამდვილეში

ავტორი: გურო საიდან გვწერთ: ქვევიდან
02.05.2012 02:41
უნიჭო, უმიზნო და უშედეგო შარჟია. არა, ნიჭიერი რო იყოს ბაზარი აარააა, მაგრამ მართლა უნიჭო შარჟია. მითუმეტეს მაშინ, როცა გასაშარჟებელი ჯეერ კიდევ ბევრია

ავტორი: vaxo საიდან გვწერთ: saxlidan
01.05.2012 13:36
eronimus, ძმაო, ზატო "ძმებს" აქ მაგარი მონტაჟი

ავტორი: ავატარი
01.05.2012 12:44
მიშა კი არა, "სერგოა" მაგარი!

ავტორი: ნინი საიდან გვწერთ: სახლიდან
01.05.2012 11:28
მართლა ძალიან კარგი ფილმია "სერგო გოთორანი".

ავტორი: eronimus საიდან გვწერთ: codvis xevidan
01.05.2012 04:36
ბატონო ზაზა, თქვენ რო ანგარიშგასაწევი მწერალი არ იყოთ, არც ჩემს აზრს გამოვთქვამდი თქვენს სტატიაზე, რომელმაც გამაკვირვა. დიდი ხანია სიამოვნებით ვეცნობი თქვენ ნაწერებს, რასაც აქ წერთ და იმასაც, რასაც აქ არ წერთ. ამიტომაც გამიკვირდა თქვენი წერილის ასეთი ტონი ვიღაც ბავშვების ნახელავზე. ირონია, მითუმეტეს "მომაკვდინებელი" ყველაფრის მიმართ არაა გამართლებული. ყანაში მომუშავე გლეხს, ნადურის ღიღინი რო აუკრძალო, აქაოდა ფოლკლორს აკნინებო ეგრე გამოგივიდათ. ქართული არტი მიცვალებული არ მგონია, მაგრამ აღარც ბევრი უკლია მიცვალებამდე. ისე ჩვენში დარჩეს და "სერგო გოთორანი" მართლა "ძალიან კარგი" ფილმი გგონიათ? რომ არაფერი ვთქვა ფილმის ცუდ მონტაჟზე, ფილმის ესთეტიკა და ფილმში გამოყენებული სიმბოლოები არ იწვევს თქვენში პირდაპირ ასოციაციებს სხვადასხვა რეჯისორების ფილმებთან? ან იოსელიანთან, ან პაზოლინთან, ან ანგელოპულოსთან და ბოლოს და ბოლოს კადრში მრავალჯერ ნაჩვენები გზა, ჩაპლინთან არ ასოცირდება? (თქვენთვის?) ჩემთვის ეს პარალელები, პარალელებიც აღარ არი პირდაპირი ასოციაციებია და ცუდი კოლაჯი ზემოთჩამოთვლილი რეჟისორების შემოქმედებიდან. რეჟისორს სათქმელი უდაოდ აქვს, მაგრამ როგორ თქვას ეს სათქმელი, ამას სხვებს დაესესხა. ისე, საინტერესოა იმ ბავშვის ხმა რო გამოვთიშოთ, რა დაგვრჩება? (ამის გაკეთება არაა ძნელი). ხოდა ეს ფილმი ნამდვილადაა ქართული არტის ნაწილი და ამაზე მართლა ღირს დაწერა. თუმცა უკვე დაგიწერიათ. "პანეგირიკების წერა ჯობია"-ო? არა არ ჯობია. და არც სულ არაფრის თქმა. ჯობია ზომიერი, გაწონასწორებული, შენიშვნებითაც,(თუ საჭიროა) გაჯერებული წერილი თუ სტატია. და კიდევ ერთი, ამ ბოლო დროს ქართველები ძალიან მივეჩვივენით ერთნი ვიშვიშს, მეორენი ქილიკს.

ავტორი: ანონიმი
30.04.2012 21:08
"მიცვალებული, რომელზეც ან კარგს ამბობენ, ან - არაფერს."
ან კარგი, ან არაფერიო, - ასე რატომ თარგმნით? უგემოვნო და უსაგნოზეა საუბარი.
საერთოდ, იმ (ანონიმური:)) )აზრის ვარ, რომ ყველაფერზე შეიძლება წერა და გამოთქმა, თუ შნო გაქვს.

ავტორი: ზაზა ბურჭულაძე
30.04.2012 16:45
ქალბატონებო და ბატონებო, ქართული არტი თქვენ მიცვალებული ხომ არ გგონიათ? მიცვალებული, რომელზეც ან კარგს ამბობენ, ან - არაფერს. ხომ არ ფიქრობთ, რომ პანეგირიკის დაწერა სჯობს, სულ არაფრის თქმას? და კიდევ, "ქუჩის დღეებზე" ჟურნალ "ფილმპრინტში" უკვე დავწერე. და არა მარტო მასზე, ნიკა ფანიაშვილის ძალიან კარგ ფილმზე "სერგო გოთორანი". რომელიც შეგიძლიათ იუთუბზე ნახოთ. (http://www.youtube.com/watch?v=JHSyLA6e2Wg) ასე რომ, სულ ტყუილად ვიშვიშებთ, მგონი.

ავტორი: მდგგუიოწქ
30.04.2012 15:19
ავტორი: Khati საიდან გვწერთ: აქედან
ყვითლდებაოოო?! კაშკაშებს სიყვითლით, განსაკუთრებით მისი ბლოგები. დიდი ხანია ეს კოშმარი ტრიალებს.

ავტორი: eronimus საიდან გვწერთ: codvis xevidan
ავტორის ვერაფერს ვერ შეაგონებ. მე ხელი ჩაქნეული მაქვს. გემოვნების ნატამალი არ გააჩნიათ. ვიწროობაში არსებობა ამათი (ქართველი თვითწოდებული "ელიტის") ბუნებრივი და ერთადერთი მდგომარეობაა.

ავტორი: eronimus საიდან გვწერთ: codvis xevidan
30.04.2012 03:30
ბატონო ზაზა, თქვენ წარმატებული და აღიარებული მწერალი ბრძანდებით და არ გეკადრებათ ასეთი "მკვლელი ირონიით დასცინოთ" ახალგაზრდებს, რომლებსაც ცუდი არაფერი ჩაუდენიათ, მხოლოდ ფილმი გადაიღეს, როგორც შეძლეს, საკუთარ ეზოში, ალბათ. მინიმალური საშუალებებით და დიდი გულწრფელობით. პროფესიონალები არ არიან, უყვართ კინო და ცდილობენ რაღაც გააკეთონ. აქ დასაცინს და საქილიკოს რას ხედავთ. თუ შეგიძლიათ ასწავლეთ, გამოცდილება გაუზიარეთ (თქვენც ხომ ითამაშეთ ფილმში, როგორც ჩანს იმ ფილმისთვის მაყურებლის თვალით არ შეგიხედავთ). ქართული კინოს უახლესი ისტორია სავსეა მდარე, უგემოვნებო პროდუქციით (ორი ფილმის გარდა, "გაღმა ნაპირი" და "ქუჩის დღეები") და არსად წამიკითხავს მათზე, "მკვლელი ირონიით" გაჯერებული თქვენი სტატია. თუ ისინი თქვენი "სასტავის" ხალხია? ან იქნებ თქვენი "სასტავის" არა, მაგრამ - "სასტავის", რომელთანაც "სასტავობთ"? იმათთვის შემოინახეთ ეგ მომაკვდავი ირონია, ეს ბავშვები არა, მაგრამ ისინი მართლა გვჭრიან თავს მსოფლიო მაშტაბით. ფილმის ნახვის შემდეგ უფრო გამიკვირდა რამ გადაგაწყვეტინათ რამე დაგეწერათ და მითუმეტეს დაგეცინათ ამ ბავშვებისთვის? აახარხარეთ ანონიმგენიოსები. ბავშვების გულწრფელობას რა გულმოდგინე დაცინვით ხვდებით დასაფასებელია უდაოდ. ამ ბავშვებს არ უთქვამთ, ჰორორის ჟანრის კლასიკური ნიმუში შევქმენითო. თქვენ კი თქვით (და ამას კომენტარებიც მოწმობენ) : ქართველები ოდიდგანვე დაბალი ღობის მთელავი ხალხი ვართო.

ავტორი: Khati საიდან გვწერთ: აქედან
29.04.2012 10:54
ტიპიური ნიშანი დღევანდელობის. ძვირფასი დროის სულელური ფლანგვა. ეს ეხება როგორც სტატიის ავტორს ასევე ფილმის გადამღებ ჯგუფს. უკვე რადიო თავისუფლებაც ყვითლდება?

ავტორი: მანანა
29.04.2012 00:25
ან რუსუდან ბოლქვაძის უგულებელყოფას აპატიებს "ბოლქო ბილმზ"-ს ქართველი ერი?

ავტორი: ჰორორისტი საიდან გვწერთ: ჰოსტელიდან
28.04.2012 20:43
ელისო ბოლქვაძის გამოტოვებას ერი არ აპატიებს "ბოლქო ფილმზ"-ს! :)))) ამისთანა ჰიჩკოკი გვარში გყავდეს და სინემატოგრაფიული გასაქანი არ მისცე!.. რა არის ეს, თუ არა რესტრიქციული ანტინეპოტიზმი?

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
28.04.2012 13:09
ვინ იქნება შემდეგი? მელოდრამა იყო, ჰორორი იყო, ვინ დარჩა? -შოთიკო კალანდაძე!

ავტორი: ანონიმი
28.04.2012 11:41
რა დასაწერი იყო ახლა ეს? ხუმრობა თუ არის, - უკბილოა. დანარჩენზე ლაპარაკიც არ ღირს.

ავტორი: tika საიდან გვწერთ: tbilisi
28.04.2012 00:43
რატომ ხართ ასეთი აგრესიულები, ხალხო? ჩვეულებრივად წერს ეს კაცი, ნახა და მოეწონა, ცოტა იკაიფა, რატო ეძებთ ყველაფერში ნეგატივს???

ავტორი: bu საიდან გვწერთ: budidan
27.04.2012 23:47
დიეგო მწერალია და არა პოეტი. მის წინ იყო იმ სახლში პოეტი, არწივზე რომ ლექსი დაწერა

ავტორი: მ.
27.04.2012 23:37
"მეგობრებმა ურჩიეს". ამანაც უყურა. და მერე ბლოგი დაწერა. თქვენც უყურეთო.
აი ეს ყველაფერი არის 66 X 666 X 6666 - ზე.

ავტორი: kilvater საიდან გვწერთ: --------
27.04.2012 20:14
და რა საჭირო იყო ამხელა ოპუსის დაწერა?
ასე მაი ვიდეო შეიძლება გაუთავებლად ფურცლო და აკომენტო.
ფილმის 8 წუთს გავუძელი მხოლოდ.
ზარბაზანი ბეღურას წინააღდემგ.

ავტორი: ნასრედინი
27.04.2012 19:56
ფილმი, რასაკვირველია, არ ვნახე. ბ–ნ ი ზაზას მიერ ესოდენ მოხდენილად მოხმობილი „ფრანკენშტაინის„ პრემიერის შემდეგ დღემდე ვერ გამოვსულვარ მაშინ ნაჭამი შიშისა და პოპკორნის შთაბეჭდილებიდან და კიდევ შეშინება მინდა?!

სახელებთან დაკავშირებით კი/„საერთოდაც, ცალკე კვლევის საგანია გმირების სახელები: იაგო, დავითი, დიეგო„/, რა დიდი სამარჩიელო და საკვლევი პრობლემა ესაა, დალოცვილო?!

ვინაა ყველაზე ცნობილი იაგო?!.
კი ბატონო, მართალი ბრძანდებით, რაღა თქმა უნდა, იაგო კაჭკაჭიშვილი!

ყველაზე ცნობილი დავითი?!.
თქვენს პირს შაქარი, რა კითხვა უნდა, უბრალოდ, დეფი!

ყველაზე ცნობილი დიეგო?!.
კიდევ შაქარი თქვენ, ელემენტარულია, სწორედაც, ვინ, თუ არა დონ დიეგო?!

„ჯალათის როლში აქ წარმოდგენილია მონსტრი, სახელად პანუვრუსი, რომელიც, მისივე თქმით, არის ყველაფრის “თავი და ბოლო”. ის კი დაუზუსტებელია, მსხვერპლი ვინაა. რადგან პირველსა და მეორეს შორის ზღვარი აქ სრულიად მოშლილია. მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს„.

იმედს გამოვთქვამ, ზაზა, რომ სწორად არ მოგეყურათ.

მანდ „პანუვრუსის„ ნაცვლად, უცილობლად „პარვუსი„ იქნებოდა. მაგრამ მესმის თქვენი, იგზომ დაზაფრულსა და შეძრწუნებულს ასეთი ნიუანსებისთვის სად გეცლებოდათ.

დიახ, ლენინს რომ ეძახიან მონსტრს, სინამდვილეში და რუსეთში ხომ რევოლუცია პარვუსმა მოახდინა, „იპოვნა„ რა, „გამოზარდა„, უხელმძღვანელა, მოამარაგა იდეებითა და გერმანული ფულებით ლენინი!..

კი, კი, უთუოდ ასე იქნებოდა. თუ გაბედავთ, გადასდებთ თავს და კიდევ ერთხელ ნახავთ მაგ საშინელებას, კარგად მიაყურადეთ და ნახავთ, თუ პარვუსი არ აღმოჩნდეს!..

ავტორი: ავატარი
27.04.2012 19:21
ზაზა, გაიხარე! დედა მომიკვდეს, ბოლქვაძეები უფრო ნიჭიერები თუ არ არიან, ვიდრე დეფი!

ავტორი: გოჩა
27.04.2012 19:19
ბატონო ზაზა და რადიო "თავისუფლება" - რატომ დაცინით ახალგაზრდებს. იქნებ მომავალში უკეეთესი გადაიღონ. რატომ უკარგავთ ენთუზიაზმს?

ავტორი: ანონიმი
27.04.2012 18:32
საწყალი ბავშვების ასე დაცინვა უბადრუკი და დაკომპლექსებული არარაობის გარდა ვის უნდა სიამოვნებდეს?
ამ წერილით თავი სწორედ ფილმის ავტორების დონეზე დააყენეთ.

ავტორი: ანონიმი
27.04.2012 17:38
საინტერესოა, 2009-ის შემდეგ აღარ გადაუღიათ ფილმი?:)

ავტორი: ანონიმი
27.04.2012 17:37
რამდენი ვიცინე...:)

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
27.04.2012 17:35
ზაზა, ღადაობ?

ავტორი: ბრემენის მუსიკოსი საიდან გვწერთ: ბრემენიდან
27.04.2012 17:22
"Bolko Films წარმოგიდგენთ" ბოლკო, ალბათ ბოლქოდ უნდა იკითხებოდეს ქართულად და ბოლქვაძის აბრევიატურას ნიშნავდეს. რა ორიგინალურია !!!! :))))

ავტორი: Tornike საიდან გვწერთ: ჰოლივუდიდან
27.04.2012 17:14
ბატონო ზაზა, თქვენ გაიხარეთ, ამდენი კარგა ხანია ცხოვრებაში არ მიცინია!:)) ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, ჩვეულ სტილს ნურასოდეს უღალატებთ. :)) არა მართლა რამდენი ვიცინეეეეე... როგორი მკვლელი ირონიით გაამასხარავეთ „რეჟისორი“ ძმები, სათაურიდან დაწყებული ფინალით დამთავრებული! :DDDD

ავტორი: ბონდო
27.04.2012 16:31
უსერიოზულესი ფილმია!

ავტორი: ჯონი
27.04.2012 16:21
"ბოლქო ფილმზ" ))

ავტორი: შალვა ნათელაშვილი საიდან გვწერთ: დუშეთი
27.04.2012 16:11
რაებს მაიმუნობ ამხელა კაცი. ვიღაცა ბავშვები ერთობიან, მემგონი მობილური ტელეფონითაა გადაღებული :) ოღონდ ძველი ერიკსონით, სმარტფოუნით არა.

ავტორი: nata საიდან გვწერთ: tbilisidan
27.04.2012 15:23
ძალიან კარგი მიმოხილვაა. სად შეიძლება ვნახოთ ეს ფილმი ან გადმოვწეროთ?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
27.04.2012 16:03
ბმული იხ. ტექსტის ბოლოს.

ყველაზე პოპულარული