ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 18:18

ბლოგები / ზაზა ბურჭულაძე

პეპელა

x
ტექსტის ზომა - +
ახლახან მსოფლიოს სამ ქვეყანაში სამ სხვადასხვა ენაზე სამი ახალი რომანი გამოიცა. ესენია: მიშელ უელბეკის “რუკა და ტერიტორია”, ჰარუკი მურაკამის “1Q84” და დავით დეფის “დემნა გედევანიშვილი”. ახალი რომანისთვის უელბეკს საფრანგეთის მთავარი ლიტერატურული ჯილდო – გონკურების პრემია მიენიჭა, მურაკამის ოპუსმა იაპონიაში ყველა აქამდე არსებული რეკორდი მოხსნა და რამდენიმემილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, დეფის ნაწარმოები კი სრულიად უყურადღებოდ დატოვა ქართულმა კრიტიკამ. ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა. შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია.

ამ სამ მწერალს აქ ერთად ვახსენებთ, ოღონდ, მიაქციეთ ყურადღება, მათ არაფერი აქვთ საერთო. იმას გარდა, რომ ისინი ერთ დროს ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად.

ბევრი შენიშნავს, “რუკა და ტერიტორია” უელბეკის ყველაზე ბნელი და სრულყოფილი ნაწარმოებია, ეტყობა, მწერალი დაღვინდაო. სიმართლე ითქვას, უელბეკი კი არ დაღვინდა, ამჟავდა. სამწუხაროდ, მაჭარი დაუღვინებლად გაფუჭდა. როგორც ყოველთვის, ფრანგი თავის ახალ რომანშიც წუწუნებს. აქაც უშედეგოდ ცდილობს ევროპის დაისის დაჩქარებას. ეგაა, ამჯერადაც სულ ამაოდ იჭინთება. მისი წუწუნი არაფრით აღემატება იმ აბეზარი კოღოს წუილს, სპილოს რომ დასტრიალებს, ემანდ სად ვუკბინოო. “რუკა და ტერიტორიაში” ორი მთავარი პერსონაჟია: მხატვარი და ფოტოგრაფი ჯედ მარტენი და მწერალი მიშელ უელბეკი. დიახ, ერთ-ერთ პერსონაჟად წიგნში თვითონ უელბეკი გვევლინება, რომელსაც მისივე სახლში მოკლავენ, შემდეგ კი მას და მის ძაღლს ლაზერული სკალპელით დაანაწევრებენ. პარიზელი გამომძიებელი ჟასლენი და ლეიტენანტი ფარბერი რომანის ბოლოსკენ შემთხვევით მიაგნებენ მკვლელს – ნიცაში მცხოვრებ დოქტორ პეტისოს. ბევრი არაფერი. წუწუნის გარდა, შეუძლებელია, თვალში არ მოგხვდეს ისიც, თუ როგორ ელოლიავება და ეფერება უელბეკი რომანში თავის თავს, როგორი გრძნობით აღწერს საკუთარ თვალებს, გამოხედვას, აჩეჩილ თმას, გაუპარსავ წვერს... ველვეტის შარვალსაც კი! როგორ სათუთად ათავსებს საკუთარ გვამს პატარა, საბავშვო კუბოში და ა.შ. ერთგან იმასაც კი ამბობს: “თურმე, “ელემენტარული ნაწილაკების” ავტორი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება კეკლუცობდა შეურიგებელი ათეიზმით, ჩუმად ლოცულობდა კურტენეს ეკლესიაში, სიკვდილამდე ნახევარი წლის განმავლობაში”.

მურაკამის “1Q84” სამი სქელტანიანი წიგნისგან შედგება. ესაა ორი ცალკეული და ერთმანეთში გარდამავალი ისტორია, რომლებიც, თავის მხრივ, პარალელურ რეალობებში ვითარდება: 1984 წლის ტოკიოსა და 1Q84 წლის ტოკიოში. რომანში ორი პროტაგონისტია: ახალგაზრდა ქალი – აომამე, რომელიც “სხვანაირად” აღიქვამს სამყაროს (აქ ღამის ცაზე ორი მთვარე დგას, ტაქსის მძღოლი იანაჩეკის “სინფონიეტას” უსმენს, ჩაკეტილ სექტაში პატარა გოგონებს აუპატიურებენ, და ა.შ.) და ახალგაზრდა კაცი – ტენგო, მათემატიკოსი, რომელიც ტოკიოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და მწერლობაზე ოცნებობს. ეს ტენგო, გამომცემელ კომაცუს დაჟინებული თხოვნით, გადაათეთრებს ახალგაცნობილ გოგონას – ფუკაერის რომანს “ჰაეროვანი ჭუპრი”. ნაწარმოებს აკუტაგავას პრემიას ანიჭებენ საუკეთესო დებიუტისთვის... მაგრამ მოულოდნელად ფუკაერი ქრება. აომამესა და ტენგოს გზები კი იკვეთება. თანდათან ცხადი ხდება, რომ ბავშვობაში აომამე და ტენგო კლასელები ყოფილან და მათ ერთმანეთი ყვარებიათ. იმის მიუხედავად, რომ წიგნში სავსეა მისტიკა, დევნა, ძალადობა და სასპენსი, “1Q84” უფრო ვოდევილს ჩამოგავს, ვიდრე ფენტეზისა და დეტექტივის ელემენტებით შეზავებულ რომანს. თან ცოტა გაუგებარია, ნაწარმოები ამხელა რატომ არის. მასში მოთხრობილი ამბის მოყოლა გაცილებით მოკლედაც შეიძლებოდა. დაბოლოს, თუკი უელბეკი თავისი წუილით აბეზარ კოღოს ჩამოგავს, მურაკამი უფრო იმ ჭრიჭინას გავს, ზაფხულის ღამით გაუთავებლად რომ ჭრიჭინებს.

დეფის სიყვარულით გაჟღენთილი “დემნა გედევანიშვილი” ერთის მხრივ დავით გურამიშვილის ლირიკას მოგვაგონებს, თავისი სენსუალიზმითა და გმირობისადმი ტენდენციებით კი შოთა რუსთაველს ენათესავება. თუმცა დეფი ერთობ დაშორებულია გურამიშვილის მძაფრ ქრისტიანულ შეგნებასაც და რუსთაველის საგმირო სულისკვეთებასაც. “დემნა გედევანიშვილში” დეფი ყოველგვარ კონფესიასა და გმირობაზე მაღლა დგას. ქართულ ლიტერატურაში ძნელია მეორე შემოქმედის პოვნა, რომელსაც დეფიზე უფრო გამახვილებული გრძნობა აქვს ბუნების საიდუმლოების ასახსნელად და მისი მშვენიერების ასათვისებლად. დეფი დაჯილდოვებულია არაჩვეულებრივი მდიდარი ქვეცნობიერით, მის სულს კი სრულიად ბუნებრივი დიალოგის გამართვა შეუძლია არა მარტო ადამიანებთან, არამედ პეპლებთან და ყვავილებთანაც კი. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ დეფი ყველაზე ალალი მწერალია თანამედროვე ქართველ ავტორებს შორის. ამიტომაც “დემნა გედევანიშვილი” რაღაც სასწაულის შთაბეჭდილებას უფრო ახდენს მკითხველზე, ვიდრე მხოლოდ მხატვრულ ბელეტრისტიკას ძალუძს. ამ რომანში დეფი სამყაროს როგორც ზეკონფესიური არსება წარმოგვიდგება, მისთვის აქ ყველაფერი სულიერია. ამიტომ აქ შეიძლება ვერავითარი არსებითი განსხვავება ვერ დავინახოთ ადამიანსა და პეპელას შორის. ძნელია, აქვე ქართული ხალხური ანდაზა არ გაგახსენდეს: "ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო". ასევე გაგახსენდება ცნობილი ქართული სიმღერაც: “ჭრელო პეპელავ, გაფრინდი ნელა, დელიავ რანუნი”. როგორც ვხედავთ, საუბარი აქ ორივეგან - ანდაზაშიც და სიმღერაშიც - ფრენაზე, სიალალეზე და პეპლებზეა. აქედან კი ნათლად ჩანს, რომ არც ერთი ქართველი მწერალი ისე ფაქიზად არ დასწაფებია ნოყიერი ქართული ფოლკლორის წყაროებს, როგორც დეფი, ვითარცა პეპელა ყვავილს. მეტიც, იგი იმდენ ხანს სწოვს ამ ყვავილს, რომ დღეს თვითონ დეფი ნამდვილ პეპლად ქცეულა.

ეს ალალი პეპელა როგორღაც განმარტოებულად დგას თანამედროვე მწერლებისგან. აქვე გასათვალისწინებელია “პეპლის ეფექტიც”. მოგეხსენებათ, საბუნებისმეტველო მეცნიერებებში ამ ტერმინით ზოგიერთი ქაოტური სისტემის თვისება აღინიშნება. კერძოდ, სადღაც ინდოეთში პეპლის ფრთის მოქნევამ შეიძლება წყნარ ოკეანეში ქარიშხალი გამოიწვიოს. პეპლის ეფექტზე ალუზია გვხვდება რეი ბრედბერის ცნობილ მოთხრობაშიც “და იქმნა ჭექა”, სადაც პეპლის სიკვდილი შორეულ წარსულში ცვლის სამყაროს მომავალს. ბევრი ქვეყნის მითოლოგიაში პეპელა სულის, უკვდავების, აღდგომის და ტრანსფორმაციის სიმბოლოა. ჩინეთში პეპელა უკვდავებას, სიხარულს და ზაფხულს აღნიშნავდა. მექსიკაში პეპელა გაზაფხულისა და სიყვარულის ღმერთის – “ყვავილთა უფლისწულ” შოპიჩილის ატრიბუტს წარმოადგენდა. ძველი ბერძნები პეპელას სულის უკვდავების სიმბოლოდ თვლიდნენ, და ა.შ. პეპლის თემა, თავის მხრივ, ოთარ იოსელიანთან გვაგზავნის. მოგეხსენებათ, 1992 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი ფილმი "პეპლებზე ნადირობა". დეფი კი იოსელიანის ერთ-ერთ ფილმში წამყვან როლს ასრულებს. რადგან კინოზე მიდგა საქმე, ბარემ ფილმი "ფარვანა", იგივე "პეპელა" უნდა ვახსენოთ – სტივ მაკქუინისა და დასტინ ჰოფმანის მონაწილეობით: გმირობის, მეგობრობისა და გამძლეობის სახელმძღვანელო. აქ არც პუჩინის ოპერა “მადამ ბატერფლაი“ უნდა დავივიწყოთ. დაბოლოს, დაოსური იგავის მიხედვით, ერთხელ ჩუან-ძის დაესიზმრა, რომ თვითონ პეპელა იყო. როცა გაიღვიძა, ვეღარ მიხვდა, თვითონ ჩუან-ძია, რომელსაც დაესიზმრა პეპელა, თუ პეპელაა, რომელსაც ესიზმრება ჩუან-ძი...

აქვე ისიც გავითვალისწინოთ, რომ არც ერთ შემოქმედს არ ძალუძს მხოლოდ მხატვრული მიღწევებით ააღელვოს მისი თანამედროვენი. ამიტომაც გვევლინება დეფი ახალ იპოსტასში. იგი პოეტი-ჯედაი ხდება. დიდი ადამიანების ხასიათი ხომ ხშირად ბრძოლაში იწრთობა და კაჟდება. როგორც ჩანს, ტყუილად არ დაუდგამს ჯედაის თავზე ყვავილების გვირგვინი. ეს გვირგვინი, საჭირო დროს, შეიძლება რაინდულ მუზარადად იქცეს.

“დემნა გედევანიშვილიც” თავისებური ყვავილია. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ შეიძლება საოცარი გარდასახვის მოწმენიც კი გავხდეთ. პეპლის ეფექტის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, “დემნა გედევანიშვილის” მკითხველი ჩვენს თვალწინ უნებურად იქცეს პეპლად. მსგავსი მეტამორფოზა კი შეუძლებელია უელბეკისა და მურაკამის რომანების კითხვისას. ბევრიც ეცადონ, ეს ავტორები ვერ აქცევენ მკითხველს პეპლად. რადგან თავიანთი წიგნებით მათ არ შეუძლიათ იმის გაცემა, რასაც ნექტარი ჰქვია – კოღო და ჭრიჭინა ამას მოკლებულნი არიან. მკითხველი რომ პეპლად აქციო, კარგად უნდა გესმოდეს პეპლების ენა და, სულ მცირე, შენ თვითონ უნდა იყო პეპელა.

Tags: რომანი, ბლოგი, ზაზა ბურჭულაძე, ჰარუკი მურაკამი, მიშელ უელბეკი, დეფი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ავთო საიდან გვწერთ: ვაკისი
28.04.2012 19:02
წაინოკოლატესლაიუმორებს.

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
28.04.2012 14:19
შენი მოცემული ხსნის გზა წინადაცვეთა იყო და ცოტა უფრო ნაკლებად ბარბაროსული ხსნა არ არსებობს? მეც ექიმი ვარ და მოგეხსენება ჩვენი პროფესიის ხალხი ცოტა მშიშარები ვართ. ასე გვეუბნებიან მედიცინა ვითარდებაო და პალიატიური და დამზოგველი ხომ არ გვეცადა რამე, კოლლეგა? თანაც რა ვიცი, თქვენთან ქალებიც წინადაიცვითებიან?

ავტორი: ნასრედინი
27.04.2012 16:00
ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან

რა ვქნა, რით გიშველო?!./კინოფილმიდან „დღე პირველი, დღე უკანასკნელი„, როს შეძრწუნებული ფოსტალიონი წვერ–ულვაშაშლი ჩასძახის მშობიარობადაწყებულ სახელოვანი რუსთაველი მეფოლადის თავშეუკავებელ მეორე ნახევარს/

ჩემო კუდრაჭავ, მოდი, ასრეთ შევთანხმდეთ: მე სელინჯერს წავიკითხავ, შენ – დეფი. ხომ ხედავ, ჩვენგან ერთმანეთის კითხვა–მოკითხვას აზრი არ აქვს, რაც მე შენი/შენი მდუღარე ხვეწნა–ვედრების შემდეგ/ მკურნალობა ვცადე... ხსნის გზაც გიჩვენე... არა შეჯდა მწყერი ცერზე!..

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
27.04.2012 13:06
კომენტარებიდან კარგად ჩანს მიშას ნიადაგზე ვის აქვს ყველაზე მეტად გარეკილი. დროზე მიხედე თავს, თორემ ემანდ, ვითომ ყველიაო, ქვების ზიდვა არ მოგიწიოს ნასრედინ ჩემო.

ავტორი: ნასრედინი
27.04.2012 03:07
ეს წუთია ვუსმინე პატივ ცემულ დეფის შალვა რამიშვილის „დილაში„.

ვისაც უკვე გძინავთ, გილოცავთ, მოგისწრიათ.

ვისაც გეძინებათ და გინდათ დაიძინოთ, არ მოუსმინოთ, არ დაგეძინებათ.

ვისაც არ გეძინებათ და გინდათ დაიძინოთ, არ მოუსმინოთ, არ დაგეძინებათ.

ვისაც არ გეძინებათ და არ გინდათ დაიძინოთ, მოუსმინეთ, არ დაგეძინებათ...

მოკლედ, ყველამ უნდა მოუსმინოს და ნახოს, რას უშვრება და სადამდე მიყავს ....... მიშას ზოგიერთი/რაღა ზოგიერთი!/ საცოდავი ადამიანი...

ავტორი: caulfild-she საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
27.04.2012 01:03
ნასრედინ, ეტყობა არ დაბეჭდეს ჩემი კომენტარი, მაგრამ არა უშავს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ღირსებას ვლახავდი, ყოველ შემთხვევაში შენზე მეტად არა. შენ მშვენივრად ხვდები, რომ გოგო ვარ, ეტყობა ჩლიქოსნების რიგში აღმოჩენამ ძალიან გაგამწარა და ცდილობ რაღაც უფრო cool(ჩერტკოევთან ვარ ალავერდს) მოიგონო რამე, მაგრამ მართალი გითხრა , საერთოდ არ მაინტერესებს რას ფიქრობ ჩემზე, ოღონდ მართლა. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ბლოგის კომენტარის წერისას ვინმესთვის ჩემი სქესი მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ არ მიმითითებია არც ერთხელ, როდესაც ბიჭად მთვლიდნენ(ისე ერთმა მე მგონი ორიენტაციაც შემიცვალა, შენი არ იყოს). რა ვიცი, ეს კოლფილდი გვარია მე მგონი, ჰოლდენი ხომ არ დამიწერია. ისე აშკარად მოიკოჭლებ, ბევრი დრო დაგჭირდა ახალი შედევრის შესაქმნელად, ან წინა შეტაკებისას კომპ. დალეწე. ხომ ხედავ , ცოტა მეგალომანიაც შემომეპარა, უნდა მიმკურნალო სასწრაფოდ. ისე შენც კაი დიაგნოზი დაგისვა ქალბატონმა ანამ. მე მგონი ამ დეფის მოყვარულებს რაღაც აგრესიული სექტისმაგვარი აქვთ ჩამოყალიბებული. ფრთხილად იყავი, მაგათ არც რქების ეშინიათ მე მგონი.

ავტორი: ავატარი
26.04.2012 21:18
დავუშვათ, ზაზა უნიჭო და უშნოა. სამაგიეროდ, დეფი ხომ არის პეპელა!

ავტორი: უ –ანა საიდან გვწერთ: უ – ნისონიდან
26.04.2012 21:12
დემნამდე კიდევ საღამოს, დილის წინ დაწერა რომანი გედე ვანიშვილი და როგორ არ ვიცი ხვალ აბას თუმნის კონსერვატორიაში, თავისი დაფიონის, პოეზიის ცის უნახავი ლაივი ჰქონდა მიკროსკოპში. მისი ნაწარმოები რესტორან ევროპის საუკეთესოდ დასახელდა, შედით ერთი თქვე გაღლეტილებო, ვინ შეგასუნინებთ, ფული თქვენ არა გაქვთ, ბაბოჩკა პეპელა და სათანადო გემოვნება ლობიოზე და მუგუზლიან და ნიგვზიან მჭადებზე გამოზრდილო უმკითხველო და უნიფორმიანებო, წაიკითხეთ თქვე თვალებდასაფსებებო ყველა ენაზე, არცერთი რომ არ იცით, დემიენ კალაჰარის და ანა კლერკის არტიკლები, მძიმეები და კითხვის ნიშნები დეფიზე. დეფის დაიგნორიბა ატიპიური დუპლექსია, რაც ცოტასაც და ბევრსაც სჭირს. ერთ რომელიმე მაგის ლაივს დაესწარით ონლაინში და თუ ამასაც არ იზამთ, რა ნამუსით მოითხოვთ მერე კაიფსა და კაფკას? ისედაც სავსეა ყველა დარბაზი სკამებით საქართველოშიც და შტატებიან სამსახურებშიც, თუ იქ დეფი ზის და მის გვერდით კი სალმან რუშდი, ლორი, ანდერსენი და მსოფლიო პანი. ვაი და უი ბედნიერო და დეფიანო საქართველო. რამდენიც არ უნდა ვატ...ოთ დეფი თვითონაა სუფთა და დაუწერელი დაფა და დაიწერება მასზე თანამედროვე და ყველაზე ხარის ხმოვანი ლიტერატურა. და გავლენა მისი სახეზეა ცხვირთან, თვალებთან და ყურებთან ერთად, ყველაფერი თავთავის ადგილზე რომ აქვს და არა ისე, ზოგიერთებს რომ აქვთ უადგილოდ. წერილის შინაარსი კი ნახევრად არასერიოზულია და ნახევრად სასაცილო. მაინც გიჭირთ პირდაპირ თქმა გენიოსზე, რომ ის გენიოსია, რადგან თუ ის გენიოსია, მას არასდროს არავინ აპატიებს არაგენიოსობას და არასდროს იტყვიან მასზე – კი ეგაა სამოცდაათი თეთრი რომ მასესხაო... გაუძელი დეფი, შენ უკვე ძალიან მაღლა ხარ, ტელესკოპში!

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
26.04.2012 20:35
არა რა, ანსრედინ, არ მოველოდი ამას შენგან. თხა მესმის, მშობლიური ცხოველია შენთვის, მაგრამ იმ ამებას როგორ შემადარე?! შენი პაციენტი მაინც არ ვიყო! რა გეგონა ვერ განვიკურნე? ისე რა ვიცი, მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო (უცნაური გემოვნება კი აქვთ ამ თხებს), მაგრამ უნდა გაგაწბილო, გოგო ვარ და თანაც ჰეტერო, არც ჰომო , არც ბი და არც ტრანსი. ოზგუტ ფინდინგ მე-3 მესავით არ მითხრა ახლა ყველას თავისი ნაკლი აქვსო, მაინც არ მომწონხარ. არ მეგონა აქ , ბლოგზე , კომენტარების წერისას რაიმე მნიშვნელობა თუ ჰქონდა სქესს, თორემ აქამდე დაგაკვალიანებდი. რა გეშველება ეხლა იმ ამებამ ჩემნაირი მარტო მე ვარო და დაგთანხმდება? ისე კოლფილდი გვარია სწორად მახსოვს მე მგონი, ნერვიულობისგან ჩემებური იდიოტიის შემოტევა დამეწყო. არა რა, ვერ მიშველა ამ კაცმა ბოლომდე. სხვა ექიმი უნდა ვეძებო.

ავტორი: ანა საიდან გვწერთ: თბილისი
26.04.2012 18:27
დეფის ყოველი ახალი ნაბიჯი, როგორც ჩანს ისე აგიჟებს და ისე ამწარებს ყველა უ–შნოს და ლიტერატურულ იმპოტენტს, ყველა არარაობასა თუ სიცარიელის და პრიმიტივობის განსახიერებას, რომ აზრზე აღარ არიან რა დაწერონ, რა თქვან, რა გააკეთონ. "ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა". ბატონი გოჩას კომენტარბით კი როგორც იქნა დიდი სილა გაეწნა ზაზა ბურჭულაძეს. მის მთელ უნიჭობასა და უ–შნოობას, დაკომპლექსებულობასა და ლიტერატურულ იმპოტენტობას. ზემოთ მოტანილი წერილი თუ კრიტიკაა და ვაი თქვენ მართლაც. ახლა რაც გინდათ ის წერეთ და იკითხეთ ნასრედინებო და უ–შნო ძმანნო მისნო...

ავტორი: ნასრედინი
26.04.2012 17:46
გაგრძელება.

„ვისარგებლებ შემთხვევით და ერთ მტკივნეულ საკითხსაც შევეხები, – დასძინა დ. დეფიმ, – რომელიც ფრიად აწუხებს საზოგადოებას, კერძოდ, ჩვენი გაერთიანების აქტიურ წევრს გოჩა ბუნდოვანს, – წაკითხული აქვს თუ არა ვინმე ზაზა ბურჭულაძეს ჩვენი პრეზიდენტის საყვარელი პოეტი შოთა რუსთაველი და ჩემი მოსახელე დავითი, გურამიშვილი.

პირდაპირ მოგახსენებთ: ნაწილობრივ ვეთანხმები, ხოლო მეორე ნაწილობრივ არ ვეთანხმები ძვირფას ბუნდოვანს.

სკოლა ალბათ დამთავრებული ექნება იმ ბურჭულაძეს და, ახლანდელისა რა გითხრათ და მაშინდელ სკოლაში, რამდენადაც მახსოვს, ერთიცა და მეორეც ისწავლებოდა და რაღაც ნაწყვეტებს გვასწავლიდნენ და წაიკითხავდა ალბათ რაღაცას ეგეც.

რაც შეეხება კოლეგა ბუნდოვანის მეორე მტკიცებას, იაპონური არ იცის ბურჭულაძემ, ფრაგული და ბერძნული და რა ენაზე წაიკითხავდა მურაკამის და უელბეკსო, რუსული რა ღირსია, მაგრამ ის ხომ მაინც ეცოდინება და მასზეც რომ არ წაუკითხავს, მე ეს უფრო მაწუხებს.

ასევე ვერ დავეთანხმები ღრმად პატივ ცემული სალო კესო–კოლფილდ თხაურის მტკიცებას, მწერლის გენიოსობა და უფრო მეტიც, ნიჭიერება გაყიდული წიგნების ტირაჟით იზომებაო.

მაშინ ხომ ყველაზე დიდი გენიოსი და ნიჭიერი ჩვენს შორის გოჩა მანველაძე ყოფილა!/მწარედ იცინის/.

როგორც ხედავთ, ჩვენს გაერთიანებაში, სხვა გაერთიანებებისგან განსხვავებით, სრული დემოკრატია და აზრთა თავისუფლება არსებობს, – დამთავრა ბატონმა დეფიმ, – მოვუწოდებ ყველა ღირსეულს შემოგვიერთდნენ ამ საშვილიშვილო საქმეში!„

გაერთიანების წევრები პოტენციურ მყიდველ–მკითხველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარესთან, ეროსი კიწმარიშვილთან შეხვედრას აპირებენ პარიზში, სადაც, ისარგებლებენ რა შემთხვევით, მოილოცავენ ჯერჯერობით მეჩეთად არამეტამორფოზირებულ მონმარტრის ტაძარს, ბალზაკის ძეგლს, კაფე „შანტანს„, „მულენ რუჟში„ დაესწრებიან „კანკანს„, გონკურების აკადემიის საპატიო წევრად ბატონი დემნა გედევანიშვილის კურთხევას...


ავტორი: ნასრედინი
26.04.2012 16:34
დავით დეფი: ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დავთვალოთ ყველა და ეს ყბადაღებული თემა ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ

18:59 25.04.2012

[Presage.tv]

პროექტ "კარდაკარში" საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ერთვებიან. შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაციაც, რომელშიც სამწერლებო ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

ხელოვანთა ჯგუფი, ქვეყანაში დემოკრატიული სამკითხველო გარემოს შექმნის მიზნით, კოლეგებს მკითხველთა ერთიანი სიების გადამოწმების პროცესში ჩართვისა და მოქალაქეობრივი, – წიგნების ყიდვა–წაკითხვის ვალის შესრულებისაკენ მოუწოდებენ.

დავით დეფიმ, დემნა გედევანიშვილმა, გოჩა ბუნდოვანმა, ბესო ჟღენტმა, კესო–კოლფილდ თხაურმა ,,კარდაკარის” პროექტში მოხალისეებად ჩართვა გადაწყვიტეს. როგორც ინიციატივის ავტორები აცხადებენ, მათ შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა მყიდველ–მკითხველთა სიების დაზუსტებისათვის – ,,მე მინდა ვეწერო ცოცხლებში”.

მოძრაობის ერთ- ერთი წევრის, მწერალ დავით დეფის განცხადებით, შესაძენ–წასაკითხი წიგნთა თავისუფალი და გამჭირვალე, ძალდაუტანებელი და თავსმოუხვეველი არჩევნები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისა და მისი ლიტერატურული იმიჯისთვის. ამ პროცესში კი დღეს მხოლოდ უწიგნური მწერლები, კრიტიკოსები და მწერალ–კრიტიკოსები არიან ჩაბმული.

„რატომღაც მეჩვენება, რომ ამ საკითხით ჭეშმარიტ მწერალ–მკითხველთა საზოგადოება არ არის დაინტერესებული და აღნიშნულ პროცესებში ნაკლებად იღებს მონაწილეობას. ამიტომ მე მივიღე მათი გამოფხიზლების გადაწყვეტილება.ვფიქრობ კარგი იქნება შეიქმნას აღნიშნული საზოგადოების წარმომადგენლების დიდი რაოდენობით დაკომპლექტებული ჯგუფი,რომელებიც ამ პროცესში ჩართულთა კონტროლს და მეთვალყურეობას შეეცდებიან“. – განაცხადა დავით დეფიმ.

მწერლის თქმით, რამდენიმე ადამიანი უკვე ჩართულია ამ პროცესში,თუმცა მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ამიტომ სპორტსმენებს, რეჟისორებს, მსახიობებს, ველოსიპედისტებს, ემიგრანტებს/„მწერლები უკვე ვართ!„/,ვინც საზოგადოებაში მეტნაკლებად ავტორიტეტით და პოპულარობით სარგებლობენ, მოუწოდებს დაინტერესდნენ ამ საკითხით. „მე ვფიქრობ ეს გამოიწვევს დანარჩენი საზოგადოების მეტ დაინტერესებას და აღნიშნულ პროცესებში ჩართულობას“.

„წარმოდიგინეთ, რომელიმე მათგანმა გადაწყვიტოს კონკრეტული და პოტენციური მკითხველი ადამიანის კონკრეტულ მისამართზე დაზუსტება და მასთან მანქანით, კამერებით, ჟურნალისტებით, ობსერვატორიის მთელი აღჭურვილობითა და შემადგენლობით მივიდეს. ხომ საინტერესო იქნება. შეიძლება ეს ცოტა ექსტრაორდინალურად ჟღერდეს, მაგრამ შედეგს გამოიღებს“. – აცხადებს დავით დეფი.

დავით დეფი არც იმას გამორიცხავს, რომ საზოგადოებას მოძრაოის მიმართ უნდობლობა აქვს. „ხშირად გამიგია, რომ მკითხველთა სიების გადასამოწმებლად მისულ მოძრაობის წევრებს კარებს არ უღებენ და ბატონ დემნა გედევანიშვილს ფანჯარაც კი ჩაუკეტეს, რომ აღარაფერი ვთქვათ საცოდავ სალო კოლფილდ–თხაურზე, საერთოდ რომ გააკესოვეს. მე ეს საკითხი როგორც მწერალ მოქალაქეს ძალიან მაწუხებს. ჩვენს პატარა ქვეყანაში რამდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რა გახდა, დავთვალოთ ყველა და ეს ყბადაღებული თემა ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ“. – განაცხადა მწერალმა. მისი თქმით, მოძრაობის მთავარი მიზანი საზოგადოებაში სწორედ ამ ნდობის გაღვივებაა.

ავტორი: ავატარი
25.04.2012 17:51
ჩემო გოჩა, პეპელა-დანა დაგავიწყდა!

http://en.wikipedia.org/wiki/Butterfly_knife

ავტორი: GERMANE
25.04.2012 17:20
ზაზა ბატონო, გიხაროდეთ ამ ხალხს რამეს კითხვა რომ უნდა - სულერთია რას კიტხულობენ - ინტერნეტ-მასმედიას ხომ მაინც ჯობია "დეფი"?

მაგრამ, მგონი აქ ვერ გაგიგეს და ცინიკოსობა დაგწამეს (იხ. ზედანიას ბლოგზე თუ რაა ცინიკოსი!). თქვენ დარწმუნებული ვარ, ის გაფიქრებთ, რომ "დეფი"-საც კი არ კითხულობენო ქართველები, არადა ამის კითხვა ისე აგამჩატებთ და ისე ბედნიერს გაგხდით, როგორც პეპელააო, გინდაც ეს მცირე ხნით იყოსო, პეპელასავითო - ასე არ ამბობთ?

ავტორი: გოჩა საიდან გვწერთ: თბილისი
25.04.2012 14:21
წავიკითხე ზაზა ბურჭულაძის სტატია ”პეპელა” და მსურს ჩემი აზრი გაგიზიაროთ მის შესახებ, უფრო სწორად მის მცდელობაზე, შექმნას ჯერარგაგონილი მიმართულება - ლიტერატურული ენტომოლოგია (მხატვრული მწეროლოგია ან უკეთ რომ ვთქვათ, მწეროლოგიისა და პეპელოლოგიის ესთეტიკა).
ის ეხება წიგნებს, რომელიც არც წაუკითხავს. სრულიად გაუგებარია, რატომ შეადარა უილბეკი კოღოს და მურაკამი კი - ჭრიჭინას.

რაც შეეხება ”დემნა გედევანიშვილს”, დავით დეფიმ მართლაც დიდებული ნაწარმოები დაწერა. მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზაზა ბურჭულაძეს არც ქართული რომანი აქვს წაკითხული, რადგან სრულიად დაუჯერებელია, რომ ამის შემდეგ მას ასოციაციები პეპელასთან, ზოგადად კი პეპლების ესთეტიზმთან და სიმბოლიზმთან ქართულ და მსოფლიო ხელოვნებაში გასჩენოდა, მითუმეტეს “ჭრელო პეპელავ, გაფრინდი ნელა, დელიავ რანუნი”-სთან, მან კი ჩამოთვალა ყველა ნაწარმოები და ფილმი, სადაც სათაურში პეპელაა ნახსენები ან სულაც კადრში პეპელამ გაიფრინა. უფალი ზაზა საუბრობს მეტამორფოზებზე (ჭუპრის პეპლად ქცევა), სიმბოლიკაზე, უკვდავებაზე და სულის ტრანსფორმაციებზე, სიხარულსა და ზაფხულზე, ნექტარზე და ჩვენზეც, პეპლად ქცეულ მკითხველზე, პეპლის ეფექტზე და ალუზიაზე, მაგრამ ამასობაში თავად აღმოჩნდა არა მხოლოდ ალუზიების კორიანტელში, არამედ ილუზიებშიაცა და წარმოსახვებში, რომ ჩუან ძის მსგავსად პეპლები დაესიზმრა; იმდენად დიდხანს წოვა ზაზა ბატონმა ტკბილი ნექტარი და ბანგი, რომ პეპელაზე ცნობილი ლექსის არ იყოს, ”ჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა” (გაგრძელება მსოფლიო პეპელოლოგიის მეტრს თავად ეცოდინება და დაასრულებს თავად). დაბანგული კრიტიკოსი კი ვეღარ მიუდგა კეთილსინდისიერად საქმეს და ქართული რომანის ბოლმდე ჩაკითხვა დაავიწყდა.

მაგრამ ნექტარმა და ბანგმა ის მაინც გააკეთილშობილა და ნაცვლად მწერლური შურისა დეფის დიდი წარმატებების მიმართ დარჩა მხოლოდ ღამის პეპლის შური ლამაზი ფრთამოხატული პეპლისადმი. საერთოდ პეპელაც, ჭუპრიც, კოღოც და ჭრიჭინაც, რაც არ უნდა ლამაზები და ჭრელები იყვნენ, მაინც ერთგანზომილებიანი არსებებად მიგვაჩნია და არ მომეწონა ბატონი ზაზას მათთან გატოლება, რადგან მას ორგანზომილებიან მწერლად ვიცნობდით ქუთაისში ცნობილი სკანდალის შემდეგ.

ცხადია, ერთგანზომილებიანი კრიტიკოსი ვერ შესწვდებოდა დემნა გედევანიშვილის პოლიფონიას. ერთგანზომილებიანი შეიძლება მხოლოდ მწერების ესთეტიკა იყოს. ისე, კი ბატონ ზაზას რომ ვიკიპედიაში პეპლების ესთეტიზმისა და ჭრიჭინოლოგიის ძებნის ნაცვლად დეფის რომანი წაეკითხა, იქნებ ჩვეული მოკვდავი ადამიანისთავის დამახასიათებელი სამგანზომილებიანი სამყაროც (და პლუს დროც) სწორად აღექვა. რუსთაველისა და გურამიშვილის სრულიად უადგილო ხსენებამ მის წერილში მაფიქრებინა, რომ მას არც ეს ავტორები წაუკითხავს.

ავტორის საყურადღებოდ ვიტყოდი , რომ ამის ქვემოთ უკვე ნულგანზომილებიანი სამყაროა, სრული სულიერი დეგრადაციით და გაქრობით, და არ უღირს ამ მიმართულებით სვლა.

ავტორი: გოჩა საიდან გვწერთ: თბილისი
24.04.2012 23:00
აღვფრთოვანდი ზაზა ბურჭულაძის ენტომოლოგიაში ვარჯიშით. ფრანგული და იაპონური რომ სცოდნია, ეს კარგია, მაგრამ კოღო, პეპელა და ჭრიჭინა რომ ლიტერატურულ კრიტიკას დაუკავშირო, მსოფლიო სიახლეა. ჩანს, რომ მას არცერთი ეს წიგნი არ აქვს წაკითხული. ცხადია, იაპონურ რომანს ვერ წაიკითხავდა, მაგრამ ქართული რომანი რომ წაეკითხა ჯერ და მერე გამოეთქვა მას აზრი, ბევრად აჯობებდა, თორემ "დემნა გედევანიშვილის" წაკითხვის მერე კაცს რომ “ჭრელო პეპელავ, გაფრინდი ნელა, დელიავ რანუნი” გაგახსენდება, და კიდევ ყველა ის ფილმი, სადაც სათაურში პეპელა შედის, ალბათ ბატონი ზაზას სულის იმგვარი ტრანსფორმაციის სიმბოლოა, როცა სხვა მწერლის წარმატების მიმართ შურს (რაც ჩვეულ მოკვდავ და უიღბლო მწერალთათვისაა დამახასიათებელი) გაცილებით უფრო მსუბუქი შური ცვლის: ღამის პეპლის შური დღის, საოცრად ლამაზად ფრთამოხატული პეპლისადმი შური. ფანტაზია და ასოციაციები ზაზა-ბატონს აქვს უძლიერესი, თავად არის ზეკონფესიურიც და ქვეკონფესიურიც, ზებუნებრივიცა და ქვებუნებრივიც, პეპლების სულის ზესკნელებსა და ქვესკნელებში მოფარფატეც, პეპლის ეფექტისა და ჭუპრის მეტამორფოზის აპოლოგეტიც, რომელსაც ალუზიებთან ერთად ილუზიებისა და უცნაური ასოციაციების სიუხვე და სიმდიდრე ახასიათებს, რაც ალბათ ტკბილი ნექტარივით იზიდავს თავად მასაც და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებსაც. მხოლოდ აქ ერთი საშიშროებაა, კრიტიკოსი თავად არ მოგვევლინოს ახალ - პეპლის იპოსტასში და არ გააბრუოს ამ ტკბილი ნექტრის ბანგის წოვამ, ისევე, როგორც ბავშვთა ლექსშია : "ჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... (აღარ გავაგრძელებ, დანარჩენს თავადაც მიხვდება, იმდენად ღრმად იცნობს მსოფლიო შედევრებს პეპლებზე)". რაც შეეხება დავით გურამიშვილსა და შოთა რუსთაველთან შედარებას, ეს ცხადია, ყველა შემოქმედისათვის უსაზღვროდ სასიამოვნოა, მაგრამ სანამ ამგვარ შედარებას გააკეთებდა, ჯობდა უფალ ზაზას ჯერ "დემნა გედევანიშვილი" წაეკითხა და მერე "ვეფხისტყაოსანი", მაგრამ სად ეცალა, ვიკიპედიაში პეპლების სიმბოლიზმზე ეძებდა სტატიებს.

დასასრულს კი ერთს დავძენ: ცხადია, დეფის თავისი რომანით სულაც არ უნდოდა მკითხველი პეპლებად ექცია. მან შექმნა მაღალმხატვრული ნაწარმოები, მკითხველი აზიარა ამბავს კაცისას, რომელსაც უყვარდა, სწამდა და იმედი ჰქონდა. მაგრამ სამწუხაროდ ერთი მკითხველი - ბატონი ზაზა- ნამდვილად იქცა ჭრიჭინადაც, კოღოდაც, ჭუპრადაც და პეპლადაც, რადგან მაღალი პოეზიის ნაცვლად ერთგანზომილებიანი ენტომოლოგიის ჭრელ, მაგრამ პრიმიტიულ სამყაროში შეეცადა დეფის ფენომენი ახსნას, თავისდა სამწუხაროდ :))))

ავტორი: ავატარი
24.04.2012 22:07
ძვირფასო ქეთი, შემთხვევით მაგ ქარავანს წინ პეპელა ხომ არ მიუძღვის?

ავტორი: ქეთი საიდან გვწერთ: თბილისი
24.04.2012 20:16
შურით, ბოღმით და ცინიზმით დეფის არაფერი აკლდება. თქვენ იკითხეთ, თორემ მას მართლაც არაფერი აკლდება. "ცუდას რად უნდა მტერობა" გსმენიათ ალბათ. ო რა გამწარებულა ზოგ ზოგიერთი, რადგან ზაზამ დეფიზე დაწერა!!! მაგრამ აჯობებდა ისიც გცოდნოდათ, რომ პოეტი ჯედაი, დეფიმ ხუმრობით თავს თვითონ უწოდა, როცა ებლიტფოს მისცა ინტერვიუ, წლების წინ. შეგიძლიათ ეგ ინტერვიუ თქვენ თვითონ ნახოთ. ასე რომ ზაზა ბურჭულაძეს ეგ მისთვის არ დაურქმევია. ყველაფერთან ერთად თუ იუმორზეც ვინმეა აცრილი, მაგარი მძიმე შემთხვევა ყოფილა. ძაღლი ყეფს და ქარავანი რას შვრება? მიდის... ეჰ.

ავტორი: ავატარი
24.04.2012 14:19
გეთანხმები, ჩემო დონატელა, დეფი მართლაც შორს აიჭრა. თუმცა ფრთხილად იყოს, ემანდ მზემ არ დაუწვას პეპლის ფრთები!

ავტორი: დონატელა საიდან გვწერთ: ლონდონიდან
24.04.2012 12:53
მე ძალიან მომწონს დეფი-ჯედაი! :) მადლობა უთხარით დეფი-ჯედაის თაყვანისმცემლებმა ბურჭულაძეს, რომ თქვენს მირონცხებულ კუმირს ასეთი ბრწყინვალე წოდება მოუძებნა! როგორ იწინსაწარმეტყველა მაინც ზაზამ, რომ სულ ცოტა ხანში დეფი კოსმოსში გაიჭრებოდა თავისი პოეზიით (ობსერვატორიაში პრეზენტაცია მაქვს მხედველობაში). მომავალ მკვლევარებს კარგი თემა მიეცემათ საკვლევად, მაგალითად, ჯედაიზმი დეფი გოგიბედაშვილის გასხივოსნებულ შემოქმედებაში! :))

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
24.04.2012 12:19
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გემოვნება ძალიან ინდივიდუალური რამ არის. თქვენ ჩემი გემოვნება არ მოგწონთ, მე თქვენი და ამით არც ერთ ჩვენგანს არაფერი აკლდება. ჩემს და თქვენს მიერ აქ გამოთქმული მოსაზრება თანაბრადაა საინტერესო, ან უინტერესო. ყველა თანაბრად ვსარგებლობთ მკითხველის უფლებით და თანაბრად შეგვიძლია მოგვწონდეს , ან არ მოგვწონდეს ესა თუ ის მწერალი. nothing personal.

ავტორი: ანა საიდან გვწერთ: თბილისი
24.04.2012 10:55
მართლა? რას მელაპარაკებით ავატარ და კოლფილდ... აი თურმე რა ყოფილა... თქვენ თვითონ რა და როგორ გესმით ჩანს ყველაფერი მშვენივრად.

ავტორი: ავატარი
23.04.2012 22:34
ძვირფასო ანა, როგორც ჩანს, თქვენ ისევე გესმით დეფის "შემოქმედება", როგორც ზაზას ეს წერილი გაგიგიათ. დამიჯერეთ, ასე შორს ვერ გაფრინდებით. დეფისგან განსხვავებით. ის ხომ პეპელაა.

ავტორი: ანა საიდან გვწერთ: თბილისი
23.04.2012 20:12
"გაბრაზებული" ტონი სად დაინახეთ მართალი ვთქვა არ ვიცი. და არც დეფის აღიარებას ვითხოვ მემგონი ამ პოსტით. Best european fiction 2012 –ის მერე კიდევ რამე აღიარებაზე საუბარი, მემგონი ცოტა სასაცილოა და თქვენი შეფასება ალბათ ნაკლებად საინტერესოა... აქ მემგონი ლაპარაკია ფაქტზე და არა იმაზე ვის რა მოსწონს. დეფის აღიარება განისაზღვრება ბევრი ფაქტით, გაყიდული წიგნებითაც და მის ლაივებზე სავსე დარბაზებითაც და მისივე თავმდაბლობითა თუ მოთმინებით... დრომ ჩემი აზრით ბევრი რამ აჩვენა და კიდევ ბევრ რამეს აჩვენებს. ზაზა ბურჭულაძის წერილი კი ბევრისთვის მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო...

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
23.04.2012 14:36
ძვირფასო ანა, მწერლის გენიოსობა, რაც არ უნდა იგნორი გაუკეთოს კრიტიკამ, მაინც ვერ დაიმალება. ამის შემფასებელი უპირველეს ყოვლისა მკითხველია და შეთქმულების თეორია აქ არაფერ შუაშია. თუ დეფი გენიოსია, ეს აუცილებლად აისახება მისი წიგნების გაყიდვაზე და ვერავინ შესძლებს პროცესის შეჩერებას. რა ვქნა, რაც წამიკითხავს არ მომეწონა და თუ არ მომეწონა, იმიტომ რომ საზღვარგარეთ აღიარებენ, ვერ იქნება ჩემი საყვარელი მწერალი. De gustibus nondis putandum est. ამას ვერ გავექცევით. რა თქმა უნდა მას არაფერი დააკლდება იმით, რომ მე არ წავიკითხავ მის წიგნებს. ჰოდა რა საჭიროა ასეთი გაბრაზებით მისი აღიარების მოთხოვნა?

ავტორი: ანა საიდან გვწერთ: თბილისი
23.04.2012 12:15
დემნამდე კიდევ დილა სასწაულების წინ დაწერა, რომანი. და როგორც ვიცი გუშინ აბასთუმნის ობსერვატორიაში, თავისი პოეზიის, დაფიონის, უპრეცენდენტო ლაივი ჰქონდა ტელესკოპში. მისი ნაწარმოები ევროპის საუკეთესოდ დასახელდა, წაიკითხეთ დემიენ კელეჰერის და ანა კლარკის არტიკლები დეფიზე. დეფის დაიგნორება ტიპიური კომპლექსია, რაც ბევრს სჭირს. ერთ რომელიმე მაგის ლაივს დაესწარით, და თუ ამას არ იზამთ, მერე რა? ისედაც სავსეა ყველა დარბაზი, საქართველოშიც და შტატებშიც, თუ იქ დეფი დგას და მის გვერდით კი სალმან რუშდი, ლორი ანდერსონი და მსოფლიო პენი. ვაი უბედურო საქართველო. რამდენიც არ უნდა ვატ...ოთ დეფი თვითონაა თანამედროვე და ყველაზე ხარისხიანი ლიტერატურა, პროზაც და პოეზიაც. და გავლენა მისი სახეზეა. წერილის შინაარსი კი ნახევრად სერიოზულია და ნახევრად სასაცილო. მაინც გიჭირთ პირდაპირ თქმა! ო, რა ძნელია თქვა გენიოსზე, რომ ის გენიოსია, რადგან თუ ის გინიოსია, მას ამას არასდროს არავინ აპატიებს და არსდროს იტყვიან მასზე – კი ეგააო... გაუძელი დეფი, შენ უკვე ძალიან მაღლა ხარ!

ავტორი: ქაბატო საიდან გვწერთ: ორთაჭალიდამ
21.04.2012 16:14
კოლფილდ ჭვავისყანელის აზრებს ვეთანხმები.
ზაზა თუ არ შაყირობს, მაშინ ან გუგულია, ან მამალი -- ცნობილი ანდაზის კვალობაზე :)
დეფის ცოდვა მიეცეს იმას, ვინც მაგას (დეფის) პირველმა დააბრალა მწერლობა :(

ავტორი: ქეთი საიდან გვწერთ: თბილისი
19.04.2012 13:35
მადლობა, ამ წერილისთვის. აქ მთავარი მესიჯია ჩემთვის ის, რომ დეფი სწორედ პეპელაა ქართული მწერლობისთვის. უყურებენ თანამედროვე მწერალ–მამები, მწერალ–დედები და მათ აზრს ადევენებული მკითხველები და ეუბნებიან დეფის: "ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები". კი, სწორედ ესაა დიდი შეცდომა. იგნორირებაზე უარესი არაფერია. ან ცუდი თქვან ღიად, წერილებში, ან კარგი. როგორ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს მწერალი, ჰქონდეს წიგნები და მასზე აზრს არავინ გამოთქვამდეს, უცხოეთში კი აინტერესებდეთ ეს ადამიანი. როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან, ერთხელ თქვა რომელიღაცა "სათვალიანმა" (ჭკუისკოლოფას ვგულისხმობ :) ) ბიძიამ აზრი კულუარებში და მორჩა. დაუსვეს წერტილი. თქვენმა წერილმა მისი წიგნით დამაინტერესა.

ავტორი: ბესიკი საიდან გვწერთ: თბილისი
19.04.2012 02:26
ბატონო ზაზა თქვენ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ რუსეთთან ომის დროს არავის მხარეს არ იყავით.
უბრალოდ მაინტერესებს საქართველოს თქვენ აღიქვავთ თუ არა თქვენ სახლად, თქვენ სამშობლოდ, თქვენს ოჯახად ?

თუ კი მაშინ როგორ შეიძლება საკუთარ სახლს, მშობლირი კერას თავს ესხმოდნენ და თვენ ამ დროს ნეიტრალური იყოთ ?


ავტორი: სხვა დავითი საიდან გვწერთ: ვაკუუმიდან
19.04.2012 00:25
დავიწყოთ იმით, პატივცემულო ზაზა, რომ რუკაა ქართულად და არა რუქა. რუქა არის სულხან-საბას ნაწარმოების პერსონაჟი, ის კი რისი თქმაც თქვენ გნებავთ, ქართულად არის რუკა.

ერთი-ორი სიტყვა გოგობედაშვილზეც მინდა გითხრათ. გამოგიტყდებით, ძალიან ვიტანჯე, "დემნა გედევანიშვილი" ბოლობდე რომ ჩამეკითხა როგორმე. რომანი სქემატური მომეჩვენა, ავტორის განცდები - ყალბი, ნაწარმოების ენა - მძიმე და უადგილოდ მაღალფარდოვანი, პოეტური თხრობის მანერა - ხელოვნური, რაც კიდევ უფრო ართულებს აზრის გაგებას. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს პეპელა შორს ვერ გაფრინდება. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.

ავტორი: nino
18.04.2012 17:57
ეს ტიპი, ხალხს რომ ასე აღადავებს, თავი დიდი მწერალი გონია?

ავტორი: moqalaqe საიდან გვწერთ: Tbilisidan
18.04.2012 15:56
ეგ "პეპელა" ერთხელ ტელევიზიაში იყო და სიამაყით ყვებოდა როგორ უკითხავდა თავის ლექსებს პატიმრებს ციხეში და როგორ ისხდნენ და უსმენდნენ ისინიც. მოსწონდათო და არ მიდიოდნენო. ისე როგორი გააბანძეეთ.

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
18.04.2012 00:57
არ ვიცი როდის გახდა დაფი გულწრფელი, მაგრამ მისმა პირველმა ნაწარმოებებმა, რომლებიც დიდი ხნის წინ წავიკითხე, სამუდამოდ დამიკარგა მისი შემოქმედებისთვის თვალ-ყურის დევნების სურვილი. მაშინ საშინლად არაგულწრფელი და მანერული იყო. თანაც პლაგიატებიც ბლომად შეინიშნებოდა მას ე.წ. შემოქმედებაში.

ავტორი: ანონიმი
17.04.2012 23:40
გოშა ტუმანნის ხო მისდგა მოსდგა, ახლა დეფიო. არც ერთის ვარ აზრზე, არც მეორესი. გოშა შორიდან სიმპატიურს გავს. ერთი რამ კი გასაგებია: ამ ბლოგებით ჭუპრადაც ვერ ვიქეცი!

ავტორი: ვიქტორ
17.04.2012 19:42
კოღო, ჭრიჭინა და პეპელა დაძმობილებულან და ჟამთ აღ მწერად ნეხვის ხოჭო გაუშნირებიათ ...

ავტორი: ზურა საიდან გვწერთ: მთაწმინდა
17.04.2012 17:26
მკითხველი რომ პეპლად აქციო, კარგად უნდა გესმოდეს პეპლების ენა და, სულ მცირე, შენ თვითონ უნდა იყო პეპელა. თუნდაც ფრთების გარეშე!

ავტორი: კესო
17.04.2012 15:42
ხალხო ეს ნასრედინი აღარ მოგბეზდათ?! რა არის ეს მრავალნაწილიანი გაუგებრობები. გაუგებრობები კიარა უბრალოდ უგემოვნო აბდაუბდა. რატომ აწვალებთ ხალხს და რატომ აიძულებთ ამდენის კითხვას. მე მეცოდინება, რომ მეორეჯერ აღარ წავიკითხო ამ ადამიანის ნაწერი. არც თემას ეხება და ცინიკური უგემოვნობაა თან.

ავტორი: ლინდა საიდან გვწერთ: ვაკიდან
17.04.2012 14:17
რა ქენი ეს ზაზა, რად მოაკვეცე დეფის პეპლის ფრთებიიიიიიიიიიიიიიი! :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) გენაცვალე მაგ ოხერ გაგებაში, ჭირდებოდა ისე ხო იცი, თორემ აუვარდა თავში დეფიკოს!

ავტორი: მანანა საიდან გვწერთ: რომი
17.04.2012 12:25
დიდი მადლობა ზაზას ამ წერილისთვის! დეფი მართლაც ჯობია უელბეკსაც და მურაკამისაც! დავით დეფი ყველაზე ალალია თანამედროვე მწერლებს შორის!

ავტორი: ნასრედინი
17.04.2012 09:13
დასასრული.

ეს ალალი პეპელა დეფი როგორღაც განმარტოებულად დგას თანამედროვე მწერლებისგან/ეგაა, ხანდახან მოულოდნელად შემოგვესწრება სუფრაზე. მდაა!/. აქვე გასათვალისწინებელია “პეპლის ეფექტიც”. მოგეხსენებათ, საბუნებისმეტველო მეცნიერებებში, როგორიცაა, მაგალითად ალგებრა და ტრიგონომეტრია, ამ ტერმინით ზოგიერთი ქატოური წილადობის სისტემის თვისება აღინიშნება. კერძოდ, სადღაც ინდოეთში და განსაკუთრებით ბომბეიში, რაჯ კაპურის „ბატონი 420„ მხიარულად რომ მიიმღეროდა, „მე რა, ჯიპის ეტაპი„–ო, პეპლის ფრთის მოქნევამ შეიძლება წყნარ ოკეანეში ქარიშხალი გამოიწვიოს, ხოლო იქვე თუ მეორეც მოიქნია, შეიძლება შავი ზღვაც თავზე გადაგვაქციოს. ბევრი ქვეყნის მითოლოგიაში პეპელა სულის, უკვდავების, აღდგომის და ტრანსფორმატორის სიმბოლოა. ჩინეთში პეპელა უკვდავებას, სიხარულს, გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომას და ზამთარს აღნიშნავდა. მექსიკაში პეპელა გაზაფხულისა და სიყვარულის ღმერთის – “ყვავილთა უფლისწულ” შოპიჩილის ატრიბუტს წარმოადგენდა და როგორც კი გაიზრდებოდა და მეფეც მოკვდებოდა, მეფედ სვამდნენ. ძველი ბერძნები პეპელას სულის უკვდავების სიმბოლოდ თვლიდნენ თემისტოკლესთან ერთად, და ა.შ. პეპლის თემა, თავის მხრივ, ოთარ იოსელიანთან გვაგზავნის გვინდა თუ არა, მოგეხსენებათ, 1992 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი ფილმი "პეპლებზე ნადირობა"/მაგრამ რად გინდა, საელჩოში ვიზას ან მოგცემენ ან არა და ოთარი კი არა, მთლად კანკანი შეიძლება დაგრჩეს უნახავი პარიზში/, დეფი კი იოსელიანის რომელიღაც ფილმში, მე მგონი, ან „გიორგობის თვეში„, ან „იყო შაშვი მგალობელი„–ში „ წამყვან როლს ასრულებს. რადგან კინოზე მიდგა საქმე, რა გვენაღვლება, ბარემ ფილმი "ფარვანა", იგივე "პეპელაც" ვახსენოთ – სტივ მაკქუინისა და დასტინ ჰოფმანის მონაწილეობით: გმირობის, მეგობრობისა და გამძლეობის სახელმძღვანელო. ბოდიში, ბოდიში, თავისუფლებისკენ სწრაფვა დამავიწყდა, სიკვდილსაც დავვიწყებივართ. აქ არც პუჩინის ოპერა “მადამ ბატერფლაი“ უნდა დავივიწყოთ, დაიმახსოვრეთ. დაბოლოს, დაოსური იგავის მიხედვით, ერთხელ ჩუან-ძის დაესიზმრა, რომ თვითონ პეპელა იყო. როცა გაიღვიძა, ვეღარ მიხვდა, თვითონ ჩუან-ძია, რომელსაც დაესიზმრა პეპელა, თუ პეპელაა, რომელსაც ესიზმრება ჩუან-ძი. ამ გაურკვევლობასა და მკითხაობაში იყო, სანამ ბადით არ დაიჭირეს ბოროტმა მებადურებმა. თურმე ზუთხი ყოფილიყო. მას კი პეპლობა უნდოდა, ეეეჰ...

აქვე ისიც გავითვალისწინოთ, რომ არც ერთ შემოქმედს არ ძალუძს მხოლოდ მხატვრული მიღწევებით ააღელვოს მისი თანამედროვენი. ამიტომაც გვევლინება დეფი ახალ პონტში. იგი პოეტი-ჯედაი ხდება. დიდი ადამიანების ხასიათი ხომ ხშირად უდომაშიაში იწრთობა და კაჟდება. როგორც ჩანს, ტყუილად არ დაუდგამს ჯედაის თავზე ყვავილების მუზარადი ცნობილ „ვარსკვლავურ ომებში„.

“დემნა გედევანიშვილიც” თავისებური მუზარადის ყვავილია, ან პირიქით. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ შეიძლება საოცარი გარდასახვის მოწმენიც კი გავხდეთ. პეპლის ეფექტის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, “დემნა გედევანიშვილის” მკითხველი ჩვენს თვალწინ უნებურად იქცეს პეპლად, ან ზუთხად ტელევიზორში. მსგავსი მეტამორფოზა კი შეუძლებელია აღნიშნული ფლობერის, სარვანტესისა და განსაკუთრებით აღუნიშნავი კაფკას რომანების კითხვისას/როგორც მხედავთ, ბევრი ვიკითხე თუ ცოტა ვიკითხე, პეპლად და ზუთხად კი არა, ერთ უბრალო მგლადაც კი არ ვიქეცი. კი ბატონო, რატომაც არა, ჰესეს „ტრამალის მგელიც„ გავიხსენოთ, და ჩვენმა მშობლიურმა ტოტიამ რა დააშავა?! – თქვენ და განსაკუთრებით კრიტიკას ვეკითხები! სადა ხარ, იპოლიტ ტენო, სად?!/. ბევრიც ეცადენ, მაგრამ ამ ავტორებმა ვერ აქციეს მკითხველი პეპლად და მათ შორის მაქციად. რადგან თავიანთი წიგნებით მათ არ შეეძლოთ იმის გაცემა, რასაც ნექტარი ჰქვია – კოღო, დარიშხანი და პირქუში კოშკები ამას მოკლებულნი არიან. მკითხველი რომ პეპლად აქციო/აღარაფერს ვამბობ მაქციაზე/, კარგად უნდა გესმოდეს პეპლების ენა და, სულ მცირე, შენ თვითონ უნდა იყო ზუთხი მაინც.

აი, თუ წავიკითხავ და თუ გადავრჩი, რაზეა დეფის ეს მაქცევარიი რომანი, მაშინ მოგახსენებთ...

ავტორი: ზამზა საიდან გვწერთ: დაფიონელი
17.04.2012 00:49
არაუშავსრა, ნიჭიერი მეათეკლასელი მოწაფის თავისუფალ თემაზე დაწერილი საკონტროლოს დონეა. ფრიადი. ზაზ, დროა გადაინაცვლო რაიმე შესაფერისად საბავშვო ბლოგუკაზე...

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: კულტურულად როგორა ვთქვა ვფიქრობო
17.04.2012 00:44
მაიმუნი ვნახე ფეისბუქსზე ისეთი ჭკვიანური სახე ქონდაო,არაა ზოგიერთი მძინარე ბლოგერისასაც მეტყველ სახესაც, აშკარად ჯობდაო...

ავტორი: ლენკა საიდან გვწერთ: პრაღა
17.04.2012 00:07
ჰა ჰა ჰა... დეფი ჯედაი :))))))))))))))))) ზაზა შენც ხომ არ გაქცია ჯედაიმ პეპელად?! :0 რა სასტიკად ირონიული ხარ მაინც! საწყალი დეფი!!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი: ნასრედინი
16.04.2012 23:55
სერვანტესის „დონ კიხოტი„ ორი სქელტანიანი წიგნისგან შედგება. შედგებოდა, აბა რა იქნებოდა, ავტორს რაც წაუკითხია და გაუგონია, ყველაფერი, სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა ნაწარმოებს და მკითხველს, აქ ჩაუყრია, დამოუკიდებელი ნოველები, სიმღერები, ჭორები... უცებ გაახსენდება საცოდავს, სხვა რაღაცას ვწერო და სულ სხვადასხვა პერსონაჟებს თავის ნებაზე უცებ ერთ ფუნდუკში მოუყრის წარამარა თავს და ამით გადაწყვეტს დაუკავშირებლობის პრობლემას... ისე, ბოდიში და, მიედ–მოედება, ხშირად პერსონაჟები ერთმანეთში გადაერევა ხოლმე. იმის მიუხედავად, რომ წიგნში ბევრია მისტიკა, ჭამა–სმა, კითხვა–პასუხები, ოცნებები დულსინეასა და გუბერნატორობაზე, დევნა ცხენებითა და სახედრებით, შუბთა მსხვრევა, ძალადობა ქალებზე, ბავშვებზე, ქარის წისქვილებზე, უფრო სკეტჩს ჩამოჰგავს ვიდრე ფენტეზისა და დეტექტივის ელემენტებით გაჯერებულ „ჰარი პოტერს„. თანაც გაუგებარია, რა საჭირო იყო ორ წიგნად მისი დაწერა, როცა ერთ სტრიქონშიც თავისუფლად ჩაეტეოდა მისი მთავარი სათქმელი: ძირს რაინდობა!

დეფის სიყვარულით დაწერილი “დემნა გედევანიშვილი” ერთის მხრივ დ. გურამიშვილის ლირიკას მოგვაგონებს, თავისი სენსუალიზმითა და გმირობისადმი ტენდენციებით კი შ. რუსთაველს უდგას გვერდით. ქართულ ლიტერატურაში ძნელია მეორე შემოქმედის პოვნა, რომელსაც დეფიზე უფრო გამახვილებული გრძნობა აქვს ბუნების საიდუმლოების ასახსნელად და მისი მშვენიერების ასათვისებლად. თუმცა, დეფის არ ეწყინება და ასეთ მეორედ ვაჟა შეიძლება ჩაითვალოს. დეფი დაჯილდოვებულია არაჩვეულებრივი მდიდარი ქვეცნობიერით და კიდევ უფრო მდიდარი ცნობიერით, მის სულს კი სრულიად ბუნებრივი დიალოგის გამართვა შეუძლია არა მარტო ადამიანებთან, არამედ, რასაკვირველია, პეპლებთან და ყვავილებთანაც. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ დეფი ყველაზე ალალი მწერალია თანამედროვე და არათანამედროვე ქართველ და არაქართველ ავტორებს შორის. ამიტომაც “დემნა გედევანიშვილი” რაღაც სასწაულის შთაბეჭდილებას უფრო ახდენს მკითხველზე, ვიდრე მხოლოდ მხატვრულ და არამხატვრულ ბელეტრისტიკას ძალუძს. ამ რომანში დეფი სამყაროს როგორც ზეკონფესიური ზეარსება წარმოგვიდგება, მისთვის აქ ყველაფერი სულიერია, უსულოც კი. ამიტომ აქ შეიძლება ვერავითარი არსებითი განსხვავება ვერ დავინახოთ ადამიანსა და პეპელას შორის. ძნელია, აქვე, სახელდახელოდ ქართული ხალხური ანდაზა არ გაგახსენდეს: "ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო". აი, ბატონო, საიდან და სად იწყება ყბადაღებული ეგზისტენციალიზმი და კირკეგორი/„ან–ან„–ი!./. ასევე გაგახსენდება ცნობილი ქართული ხალხური სიმღერაც: “ჭრელო პეპელაავ, გაფრინდი ნელაა, დელიაავ რანუნიიი”. როგორც ვხედავთ, საუბარი აქ ორივეგან - ანდაზაშიც და სიმღერაშიც - გაფრენაზე, სიალალეზე და პეპლებზეა. აქედან კი უკვე ნათლად ჩანს, რომ არც ერთი ქართველი მწერალი ისე ფაქიზად არ დასწაფებია ნოყიერი ქართული ფოლკლორის წყაროებს, როგორც დეფი/ოჰ, ისევ მეორე – ვაჟა/ ვითარცა პეპელა ყვავილს. მეტიც, იგი იმდენ ხანს სწოვს ამ ყვავილს, რომ დღეს თვითონ დეფი ნამდვილ პეპლად ქცეულა და დაფრინავს, შენ ხარ ჩემი ბატონი, ქვეყნიდან ქვეყანაში, ყვავილიდან ყვავილზე. ასევე არ შეიძლება არ გაგახსენდეს ოსტაპ ბენდერის ცნობილი აფორიზმი, „ყვავილები, თქვენ, ამხანაგებო, ყვავები არ გეგონოთ!„.

ავტორი: ნასრედინი
16.04.2012 23:48
ესესაა/მწერალი უძახეთ და, გრასი რომაა, გიუნტერ–ი, ესესელი არ ყოფილა, ვეჟო?! რა იციან, კაცო, მწერლები და მთლად უარესი, პოეტები, არაპრაქტიკული , არაამქვეყნიური ხალხია, კალმისა და ზარხოშის იქით არ მიდის მათი გონება და სულიო! არა და არა! ჰერ გიუნტერს ადრე რომ ეღიარებინა და მოეწონებინა თავი თვისი, ომის დროს ესესში ვმსახურობდიო, დარწმუნებული ბრძანდებით, რომ პოლიტკორექტულობის დიდად პატივისმცემელი ნობელის კომიტეტი პრემიას მიანიჭებდა?! ჰოდა, რომ არ იყო დარწმუნებული ჰერ გიუნტერიც, იმიტომაც, როგორც იტყვიან, გააპიარა თავისი ეფრეიტორობის ამბავი „შემდეგ„ და არა „მანამდე„. ასეთი პრაქტიკული გონება „წმინდა გონების „ ავტორსაც კი შეშურდებოდა ალბათ/.

იმას ვამბობდი, ესესაა ჩვენი მსოფლიოს – მოგეხსენებათ, არსებობს სხვა მსოფლიოც, ანუ სამყარო, რომელიც შედგება ასი მილიარდი გალაქტიკისგან, თითოეული ასევე ას–ასი მილიარდი ვარსსვლავისგან თავისი, ღმერთმა იცის რამდენი პლანეტით, – სამ ქვეყანაში, თქვენ წარმოიდგინეთ და სამ სხვადასხვა ენაზე, – მაშ, სირცხვილი არაა, რომ ამხელა მასშტაბებში ამ ერთი ბეწო დედამიწაზე ერთი, საერთო ენა ვერ გამოგვინახავს?! – გამოიცა სამი სხვადასხვა რომანი. ესაა გ. ფლობერის „მადამ ბოვარი„, მ. სერვანტესის „დონ კიხოტი„ და დავით დეფის „დემნა გედევანიშვილი„.

ფლობერს საფრანგეთის მთავარი ლიტერატურული ჯილდო – გონკურების პრემია მიენიჭებოდა უთუოდ, რომ ყოფილიყო იმ ჟამს, სერვანტესის ოპუსმა ესპანეთში ყველა, აქამდე არსებული რეკორდი მოხსნა/მართლა, გაიგეთ, მადრიდის „რეალმა„ თავისი გერბიდან ჯვარი რომ მოხსნა?! ესეც რა საინტერესოა, არა?!/ და ტირაჟში გავიდა. დავით დეფის ნაწარმოები კი, თქვენ წარმოიდგინეთ და, სრულიად უყურადღებოდ დატოვა ქართულმა კრიტიკამ/სადა ხარ, ქართულო კრიტიკავ, სად?! – მე შენ გეკითხები!/. ეს კი, რბილად ვერ ვიტყვი და პირიქით კი: შეცდომაა. შეცდომა, რომელიც, სიცოცხლისა არ იყოს, დანაშაულზე მეტია/მართლა, წაგიკითხავთ თქვენ, „დანაშაული და სასჯელი„?! მახსოვს, მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი, როს მეზობლის ბაღში რაღაც წვრილმანები მოვიპარე და ამ დანაშაულისთვის სასჯელად აღნიშნული ოპუსის წაკითხვა მომისაჯეს. მას შემდეგ წვრილმანები აღარ მომიპარავს, უფრო... დიახ/.

მწერალ დეფის და იმ ორს აქ ერთად ვახსენებთ, ოღონდ მიაქციეთ ყურადღება, რომ სხვადასხვა ენაზე იწერებოდა მათი ტექსტები. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად.

ბევრი შენიშნავს, „მადამ ბოვარი„ ფლობერის ყველაზე სექსუალური და სრულყოფილი ნაწარმოებია, ეტყობა, მწერალი წერის პროცესში სექსუალურად დაღვინდა და გამხნევდაო.

სიმართლე უნდა ითქვას, კი არ დაღვინდა და გამხნევდა, ქალების იმდენი დევნისა და სირბილისაგან დაძმარდა და დამთხლევდა. იმიტომაც წუწუნებს იმდენს და ცდილობს დაიკმაყოფილოს სექსუალური ფანტაზიები და ფენტეზები რომანში, რითაც უშედეგოდ სცადა ევროპაში სექსუალური რევოლუციის მოხდენა.

სულ ამაოდ იფანტაზია და ივაგლახა საცოდავმა. მოვიდა კაი მოგვიანებით შესაბამისი დრო და ბოდლერის ბოროტი ყვავილებისა არ იყოს, სექსშოპებმა და მისმა კმაყოფილმა მომხმარებლებმაც იხარეს. ფლობერის წუწუნი და რევოლუციონერობა კი არაფრით აღემატება იმ ახურებული კოღოს წუილს, სპილოს რომ დასტრიალებს, ემანდ სად წამოვაქციოო.

რომანში ორი მთავარი პერსონაჟია: მადამ ბოვარი და მწერალი გ. ფლობერი/ეს... ხომ თავადვე ამბობდა, მადამ ბოვარი მე ვარო/. და ამ ერთ–ერთ პერსონაჟს თავისივე სახლიდან გაათხოვებენ კაცზე, იმ კაციდან გააჩენინებენ ბავშვს, შეუყვარდება სხვა კაცი, იბაირამებს და ისექსუალებს/მეორე მთავარი პერსონაჟის აღვირახსნილი ფანტაზიები!/ მასთან, მას მობეზრდება, მიატოვებს და დრიშხანს დალევს. ესაა და ეს მთელი წუილი.


ავტორი: დავითი
16.04.2012 23:46
ჩვენთან არს დეფი!

ავტორი: სევა საიდან გვწერთ: საბურთალოდან
16.04.2012 23:35
ბატონო ზაზა, ეს დეფი გოგიბედაშვილს რაც ეხებოდა, იღადავეთ ხომ? რა ვიცი მე კი მოვკვდი სიცილით და... :)))))))))))))))))))))

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდანო
16.04.2012 23:32
ბლოგერებსო:გრცხვენიათო ჩემნაირებისო რატო ტეხავს თქვით სიმართლეო...

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: შეგნებიდანო
16.04.2012 23:28
იცით კიდევ რა მაინტერესებსო:შეიძლება დემოკრატიაც იყოს და სამართალიცო მაგრამ თქვენის ბლოგერების თავისუფლებას რაი ეშველებაო? ტუსოვკიდანო, ანუ თავისუფლებიდანო აიტანთ ჩემნაირებსო? და გოიმები ანუ ბიძინისტები არა ხართო?ხომ არ დაგაკომპლექსათ ბევრმა ფულებმაო?

ავტორი: ანონიმი
16.04.2012 23:05
კგბმ მოკლა კამიუ და ბურთი და მოედანი ამათ დარჩათ? ჰაი გიდი!
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული