სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:54

რუბრიკები / ინტერვიუ

უფასო განათლება ნეიტრალური დოკუმენტების ფასად

x
ტექსტის ზომა - +
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრო მზადაა დააფინანსოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ იმ პირთა უმაღლესი განათლება, რომლებიც პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს ფლობენ. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, შეთავაზება საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებზეც ვრცელდება. საინტერესოა, რა გამოხმაურება მოჰყვება საქართველოს მთავრობის ინიციატივას და მისაღები იქნება თუ არა იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის. ამ საკითხებზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა თბილისის სტუდიაში  კოალიციის ”დევნილთა უფლებებისათვის” აღმასრულებელი  დირექტორი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიწვია. ზურაბ ბენდიანიშვილი საუბარს ამ ინიციატივის შეფასებით იწყებს.

უფასო განათლება ნეიტრალური დოკუმენტების ფასად
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

ყველაზე პოპულარული