ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 07:25

პოდკასტინგი


რა არის პოდკასტინგი?
პოდკასტი არის ციფრული ფაილი (აუდიო ან ვიდეო), ან ფაილების წყება, რომლის გავრცელებაც ხდება ინტერნეტით, syndication feeds-ის მეშვეობით, პორტატულ მედიასაკრავზე და პერსონალურ კომპიუტერზე დასაკრავად. ესე იგი, ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოუსმინოს ან უყუროს პროგრამას, რომელიც ავტომატურად ჩამოიტვირთა ინტერნეტიდან. ტერმინი “პოდკასტი” ორი ნაწილისგან შედგება (POD და CAST) და არის iPOD-ის ("ეპლის" კომპიუტერის პორტატული საკრავის) და broadcast-ის (მაუწყებლობის) კომბინაცია.

როგორ მუშაობს პოდკასტინგი?
პოდკასტინგი ეფუძნება RSS-ის (really simple syndication) ტექნოლოგიას. ავტომატური ჯაჭვის (string) გამოყენებით, აუდიო- ან ვიდეოფაილი დაუყოვნებლივ იტვირთება პერსონალურ კომპიუტერზე. პოდკასტინგისთვის ინსტალირებული პროგრამა დროდადრო აკონტროლებს განახლებას და, როგორც კი ახალ ფაილს მიაგნებს, მას ავტომატურად აწვდის თქვენს პერსონალურ კომპიუტერს. ფაილის ფორმატებიდან თქვენი პოდკასტისთვის საუკეთესოა MP3.

რა პროგრამებია საჭირო?
დამწყებთათვის ერთ-ერთი ყველაზე იოლად გამოსაყენებელი პროგრამაა iTunes. პროგრამის ინსტალაციის შემდეგ შეგიძლიათ გამოიწეროთ პოდკასტის თქვენთვის სასურველი არხები. აი, როგორ ხდება ეს: გახსენით iTunes. მენიუში მონიშნეთ “Advanced” – “Subscribe to Podcast”. გაღებულ ფანჯარაში გააკეთეთ ასლი თქვენთვის სასურველი პოდკასტის წყაროს URL-ისა (რესურსების ადგილსამყოფლის უნიფიცირებული განმსაზღვრელი), ანუ მისი ზუსტი მისამართისა. შემდეგ დააჭირეთ OK-ს. თუ ჩვენთან გამოწერას აპირებთ (პოდკასტის ლინკი)

სიაში გამოჩნდება პოდკასტის სახელი. მონიშნეთ და დააჭირეთ ღილაკს “Settings” მარცხენა ქვედა კუთხეში. შეგიძლიათ, აგრეთვე, თავად განსაზღვროთ, დროის რა ინტერვალებით უნდა მოხდეს ახალი ჩანაწერების ძიება. შესაძლებელია არხის ყველა ჩანაწერის დანახვა, თუ დააწკაპუნებთ სამკუთხედ პიკტოგრამაზე არხის სახელწოდების გვერდით. პროგრამა iTunes თქვენს ჰარდდისკზე ავტომატურად ახდენს ჩანაწერების სინქრონიზაციას iPod-ზე, როცა მას თქვენს მოწყობილობას მიუერთებთ.

iPodder

პროგრამა iPodder-ი პერსონალური კომპიუტერების უფრო დახელოვნებული მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. მას ჩანაწერების გადატანისა და შენახვის უფრო მოქნილი მექანიზმი აქვს. მაგალითად, შეგიძლიათ, სერვერზე განსაზღვროთ კონტროლის ზუსტი დრო. ინსტალაციის შემდეგ, პროგრამის პიკტოგრამა გამოჩნდება ვინდოუსზე დაყენებული დროის შესაბამისად.