"არაბული გაზაფხული", მიწისძვრა და ცუნამი იაპონიაში, პოლიტიკური ასპარეზიდან დიქტატორების წასვლა, ვაცლავ ჰაველთან გამომშვიდობება...
2011 წელი ფოტოებში
1
მზის ნაწილობრივი დაბნელება მართლმადიდებელი ეკლესიის ფონზე. ქალაქი ვოლოჟინი, ბელორუსია, 4 იანვარი.
2
ავღანეთის ეროვნული არმიის ჯარისკაცები მიწაზე სხედან ქაბულის საწვრთნელ ცენტრში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტისას. 11 იანვარი.
3
დემონსტრაციის მონაწილე ცრემლმდენი გაზის ბალონს ისევ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს ესვრის ტუნისში 18 იანვარს. მანამდე ცოტა ხნით ადრე "არაბულ გაზაფხულად" წოდებული საპტროტესტო გამოსვლების პირველმა ტალღამ პრეზიდენტი ზინე ელ აბიდინე ბენ ალი აიძულა,
4
24 იანვარი. მტირალი ქალი ტელეფონით ურეკავს ნაცნობს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ იქ თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 130 დაიჭრა.
5
26 იანვარი. ოპოზიციის მომხრეები ვარდებით ხელში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე იემენის დედაქალაქ სანააში. მას შემდეგ, რაც დემონსტრაციებს თვეების განმავლობაში არბევდნენ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის ბრძანებით, საბოლოოდ ის თანამდებობიდან გადადგა.
6
1 თებერვალი. ბოსნიის მთავარმა მუფტიმ, მუსტაფა ცერიჩმა მაღალი რანგის იუდეველ და ქრისტიან სასულიერო პირებთან ერთად მოინახულა ნაცისტების ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმში, სამხრეთ პოლონეთში.
7
11 თებერვალს კაიროში, ტაჰრირის მოედანზე, ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომა გამოაცხადეს. ორ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციებში, რომლებმაც მუბარაქი აიძულა გადამდგარიყო თითქმის ოცდაათწლიანი მმართველობის შემდეგ.
8
14 თებერვალი. ირანში დემონსტრანტები პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებს ქვებს უშენენ. დემონტრაცია მეზობელ არაბულ ქვეყნებში ამბოხებების მიმართ სოლიდარობის ნიშნად გაიმართა.
9
14 თებერვალი. დემონსტრანტები გარბიან მას მერე, რაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ბაჰრეინის სოფელ დირაზში. ბაჰრეინში მეტი პოლიტიკური თავისუფლებების მოთხოვნებს მთავრობამ ძალა დაუპირისპირა.
10
25 თებერვალი. ბაღდადში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი პოზიციებს იკავებს "რისხვის დღეს" გამართული საპროტესტო დემონსტრაციისას, რომელიც მიმართული იყო კორუფციისა და ძირითადი მომსახურებების არარსებობის წინააღმდეგ.