ჩვენს შესახებ

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.



კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:09

ფოტოგალერეების არქივი

  • ვლადიმირ პუტინი და სანქტ-პეტერბურგის მერი ანატოლი სობჩაკი (მარჯვნივ) 1992 წლის 28 სექტემბერს, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი მოედნისთვის ავსტრიის მოედნის სახელის მინიჭების ცერემონიაზე.
  • სანქტ-პეტერბურგის პირველ ვიცე-მერად ახლად დანიშნული ვლადიმირ პუტინი 1995 წლის დეკემბერში, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე.
  • რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი (მარჯვნივ) ხელს ართმევს ვლადიმირ პუტინს, რომელიც 1998 წლის ივლისში უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა (სურათი გადაღებულია მოსკოვთან, პრეზიდენტის გორკის რეზიდენციაში, იმავე წლის ნოემბერში).
  • 1999 წლის 31 დეკემბერი. ბორის ელცინი (მარჯვნივ) ტოვებს კრემლს. სულ ცოტა ხნის წინ გამართულ ცერემონიაზე მან პრეზიდენტის უფლებამოსილება გადაულოცა ვლადიმირ პუტინს.
  • პრეზიდენტობის კანდიდატი და სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ პუტინი და მისი მეუღლე ლუდმილა მოსკოვის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, 2000 წლის მარტში.
  • პუტინი და მისი მეუღლე ლუდმილა საგანგებო ცერემონიაზე პატივს მიაგებენ 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მოწყობილი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყვავილებით ამკობს მემორიალს, რომელიც წყალქვეშა ნავ "კურსკის" ავარიის შედეგად დაღუპული 118 მეზღვაურის ხსოვნას ეძღვნება (2003 წლის აგვისტო, კურსკი).
  • პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საავადმყოფოში მოინახულა 2004 წლის სექტემბერში, ბესლანის სკოლაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებული ბავშვი.
  • აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ჯორჯ ბუში და ვლადიმირ პუტინი ამ უკანასკნელის კუთვნილი, 1956 წელს გამოშვებული "ვოლგით" გასეირნებისას (2005 წლის მაისი, მოსკოვი).
  • ვლადიმირ პუტინი კრემლში მასპინძლობს ჩეჩნეთის იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს რამზან კადიროვს (2006 წლის მაისი).
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მეუღლე ლუდმილა 2007 წლის აპრილში, მოსკოვში, ბორის ელცინის დაკრძალვის ცერემონიაზე. უკანა პლანზე - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ბილ კლინტონი (მარცხნივ) და ჯორჯ ბუში-უფროსი.
  • აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ამ უკანასკნელის ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში, მოსკოვის მახლობლად (2009 წლის ივლისი).
  • ცხენზე ამხედრებული პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი შვებულებას ატარებს რუსეთის ფედერაციაში შემავალ ტუვის რესპუბლიკაში (2009 წლის აგვისტო).
  • რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი და რუსეთში პოლონეთის ელჩი იეჟი ბარი უკანასკნელ პატივს მიაგებენ სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულ პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის (2010 წლის აპრილი).
  • გულაჩუყებული პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ცრემლს იწმენდს მოსკოვის მანეჟის მოედანზე, თავისი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას (2012 წლის მარტი).
  • ვლადიმირ პუტინი მესამედ დებს საპრეზიდენტო ფიცს (კრემლი, 2012 წლის 7 მაისი).

ვლადიმირ პუტინის წლები

გამოქვეყნდა 07.05.2012

ვლადიმირ პუტინი მესამე ვადით გახდა რუსეთის პრეზიდენტი. 7 მაისს, კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპს იწყებს“. თუ ექვსი წლის შემდეგ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ გაიმარჯვებს, მაშინ 2024 წლისთვის, როცა პრეზიდენტად ყოფნის ბოლო ვადა ამოეწურება, პუტინი 71 წლის იქნება. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები.


ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გიზო
08.05.2012 23:50
მადლობა საინტერესო ფოტოების თავმოყრისთვის. ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე ესა თუ ის პოლიტიკოსი საიდან მოდის და რა გზა აქვს გამოვლილი. დროდადრო უნდა გავიხსენოთ ხოლმე. ქართველებისთვის სათაყვანებელი სობჩაკის უკეთ დასანახადაც კარგია მისი ხილვა ვლადიმიროვიჩის ფონზე.