ჩვენს შესახებ

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.



კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:16

ფოტოგალერეების არქივი

  • პოლიციელები საშუალებას არ აძლევენ პოლონელ გულშემატკივარს, მიუახლოვდეს რუსი ქომაგების კოლონას, რომელიც ვარშავის ეროვნული სტადიონისკენ მიემართება.
  • პოლონელ დემონსტრანტებს ხელში უჭირავთ სტალინის პლაკატი წარწერით: "რუსებო და პოლონელებო, გახსოვდეთ, ვინ არის მკვლელი!"
  • ფეხბურთის ქომაგები სცემენ პოლონელ ჟურნალისტს (მარჯვნიდან მეორე).
  • პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები რეზინის ტყვიებს ესვრიან დაპირისპირებულ პოლონელსა და რუს გულშემატკივრებს.
  • ამ პოლონელ ქომაგს რეზინის ტყვია მოხვდა.
  • პოლიციის შენაერთებს ხელკეტების გამოყენებაც მოუხდათ.
  • ექიმები სამედიცინო დახმარებას უწევენ რუს გულშემატკივრებთან შეტაკების შედეგად დაშავებულ პოლონელ ქომაგს.
  • პოლიციელებმა ხელბორკილები დაადეს შეტაკებების მონაწილე რამდენიმე გულშემატკივარს.
  • პოლონელი და რუსი ქომაგების შეტაკება ვარშავის ეროვნული სტადიონის მისადგომებთან.
  • პოლიცია ცდილობს, დააშორიშოროს პოლონელი და რუსი გულშემატკივრები.
  • რუს ქომაგთა კოლონას პოლიციის საგანგებო შენაერთი იცავს.
  • სტადიონის მისადგომებთან, კედელზე გაკეთებული ეს წარწერა მოუწოდებს რუს ქომაგებს, დაივიწყონ პოლიტიკა და, მასპინძლებთან ერთად, არყის სმას მიჰყონ ხელი.
  • რუსეთის ეროვნული დროშის ფერებით მოხატული ქომაგები ვარშავის სტადიონის მისადგომებთან.
  • კიდევ ერთი რუსი ქომაგი ვარშავის სტადიონთან.
  • რამდენიმე წუთიც და დაიწყება პოლონეთისა და რუსეთის ფეხბურთელთა მატჩი.
  • რუსი ქომაგი ვარშავის ეროვნული სტადიონის ტრიბუნაზე.
  • რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი ალან ძაგოევი აშკარად არ ეთანხმება გერმანელი არბიტრის, ვოლფგანგ შტარკის გადაწყვეტილებას, ყვითელი ბარათი ეჩვენებინა მისთვის.
  • პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელს იაკუბ ბლაშჩიკოვსკის (მარცხნივ) საპასუხო გოლი გააქვს რუსეთის ნაკრების კარში.

ვარშავაში მოხდა შეტაკებები რუსსა და პოლონელ გულშემატკივრებს შორის

გამოქვეყნდა 13.06.2012

პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე უკვე რამდენიმეჯერ მოხდა შეტაკებები სხვადასხვა ქვეყნის ქომაგებს შორის. ასე იყო 12 ივნისს ვარშავაშიც, პოლონეთისა და რუსეთის ეროვნული გუნდების მატჩის დაწყებამდე. შეხლა-შემოხლის შედეგად 15 პირი დაშავდა, ხოლო 140-ზე მეტი ქომაგი პოლიციამ დააკავა. თავად შეხვედრა დამთავრდა ფრედ - 1:1.


ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი