ჩვენს შესახებ

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.



შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:46

ფოტოგალერეების არქივი

  • 110-კილომეტრიანი "სამშვიდობო მსვლელობის" მონაწილეები 8 ივლისს სრებრენიცისაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც 1995 წელს გაიარეს ბოსნიელმა მუსლიმებმა, როცა სერბების ჯარებს გაურბოდნენ.
  • მუსლიმები ეძებენ ნათესავების სახელებს კუბოებით დატვირთულ ავტომანქანებზე.
  • გაეროს ჰოლანდიელი ჯარისკაცები დგანან ბოსნიელ მუსლიმ ლტოლვილებთან პოტოკარიში, 1995 წლის ხოცვა-ჟლეტამდე. პოტოკარიში მდებარეობდა გაეროს ჰოლანდიური ბაზა სრებრენიცის ანკლავში.
  • ერთ-ერთი კუბო 520-დან, რომლებშიც განისვენებს სრებრენიცის მსხვერპლთაგან ბოლო ხანს ამოცნობილთა ნეშტები. კუბოები სატვირთო ავტომანქანებით გადაასვენეს პოტოკარიში.
  • მგლოვიარე პოტოკარიში, ბოლო ხანს ამოცნობილი ნეშტების გადასვენების შემდეგ.
  • პოტოკარი, 9 ივლისი. გლოვობენ ბოსნიელები, რომლებიც თითქმის 17 წელი ელოდნენ მათთვის ძვირფასი ადამიანების ნეშტების ამოცნობასა და შესაძლებლობას, რომ ისინი სათანადო პატივით დაეკრძალათ.
  • ქალი შვილებთან ერთად პოტოკარის მემორიალურ ცენტრთან, სადაც ამოტვიფრულია სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის 7000-ზე მეტი მსხვერპლის გვარები. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა გენოციდის აქტად აღიარა ორმა საერთაშორისო სასამართლომ.
  • პოტოკარი, 9 ივლისი. მგლოვიარე ქალები კუბოებთან.
  • ბელგრადელმა "შაოსანმა ქალებმა" - ფემინისტების სამშვიდობო ორგანიზაციამ - 10 ივლისს სერბიის დედაქალაქში გამართა მსვლელობა სრებრენიცის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად.
  • პოტოკარი, 10 ივლისი. რამდენიმე მამაკაცი მიასვენებს კუბოს ნათესავის ნეშტით.
  • ქალი ტირის ახლად ამოთხრილ საფლავთან, რომელშიც მიწას უნდა მიაბარონ მისი ახლობლის ნეშტი.
  • ელვა და ქარიშხალი პოტოკარის სასაფლაოზე 11 ივლისის მასობრივი დაკრძალვის წინა ღამით.

სრებრენიცაში პატივს მიაგებენ ახლახან ამოცნობილ მსხვერპლს

გამოქვეყნდა 09.07.2012

11 ივლისს ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთ, რომელთაგან 520 ბოლო ხანს იქნა ამოცნობილი. ისინი დაკრძალეს პოტოკარის სასაფლაოზე 11 ივლისს, ბოსნიელი სერბი ჯარისკაცების მიერ 8 000-მდე მუსლიმი მამაკაცის დახოცვის მე-17 წლისთავზე. ავტოკოლონასთან, რომლითაც კუბოებს მიასვენებდნენ, თავს იყრიდნენ დაღუპულთა მგლოვიარე ახლობლები და სხვა მოქალაქეები, მსხვერპლისათვის პატივის მისაგებად. ავტოკოლონა ცოტა ხნით შეჩერდა ბოსნიის მმართველი პრეზიდიუმის შენობასთან დედაქალაქ სარაევოში.