12 ივლისს თბილისში, რუსთაველის თეატრში, გაიმართა ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატთა დაჯილდოება. მეათე, საიუბილეო ცერემონიაზე ცნობილი გახდა მათი ვინაობა, ვინც ჟიურიმ 2011 წლის საუკეთესო ავტორებად თუ მთარგმნელებად დაასახელა. პრიზებთან ერთად, გამარჯვებულებს "თი ბი სი" ბანკმა ფულადი პრემიებიც გადასცა.
საიუბილეო "საბა"
1
წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში გაიმარჯვა აკა მორჩილაძემ.
2
კომპოზიტორი და მომღერალი ნიაზ დიასამიძე "საბას" ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიაზე.
3
მწერალი აკა მორჩილაძე (მარცხნივ) და რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ჯიმშერ რეხვიაშვილი "საბას" პრემიებით დაჯილდოებაზე.
4
წლის საუკეთესო პიესის ნომინაციაში ლაურეატი გახდა ლაშა ბუღაძე.
5
წლის საუკეთესო კრიტიკოსის ნომინაციაში ჟიურიმ პრემია მიანიჭა ლევან ბრეგაძეს.
6
"საბას" პრემიებით დაჯილდოების ცერემონია.
7
წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში "საბა" გადაეცა ბესო ხვედელიძეს.
8
"საბას" ლაურეატები პაატა შამუგია (მარცხნივ) და ლევან ბრეგაძე.
9
წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში წარმატება ხვდა პაატა შამუგიას.
10
მომღერალი გიორგი უშიკიშვილი "საბას" პრემიებით დაჯილდოების ცერემონიაზე.