ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა, რომლის დროსაც ოლიმპიური ცეცხლი ანტიკური თამაშების მასპინძელი ქალაქიდან - საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიიდან - თანამედროვე ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში ჩააქვთ, პირველად 1936 ბერლინის ოლიმპიადის წინ მოეწყო. წლევანდელი ესტაფეტის პროგრამაში შედიოდა 2900-კილომეტრიანი მარშრუტი საბერძნეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი 12800-კილომეტრიანი ოდისეა ბრიტანეთში, ათასზე მეტი ქალაქისა და სოფლის გავლით. ესტაფეტის ბოლო სადგურია ლონდონი, სადაც ცეცხლს ოლიმპიადის გახსნის დღეს, 27 ივლისს ჩაიტანენ.
ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა - ბერლინიდან ლონდონამდე
1
ოლიმპიური ჩირაღდანი უჭირავს მსახიობ ინო მენაგაკის, რომელმაც უზენაესი ქურუმის როლი შეასრულა ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონიაზე, საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში (სურათი გადაღებულია ცერემონიის გენერალურ რეპეტიციაზე, 9 მაისს).
2
1936 წლის ბერლინის ოლიმპიური თამაშები. რამდენიმე წუთიც და ფრიც შილგენი ოლიმპიურ ცეცხლს აანთებს. ვიდრე ბერლინის ოლიმპიურ სტადიონამდე ჩააღწევდა, ოლიმპიურმა ჩირაღდანმა 3422 კილომეტრი "გაირბინა".
3
1936 წელი, ბერლინის ოლიმპიური თამაშები. გერმანიის კანცლერი ადოლფ ჰიტლერი ნაცისტურ სალამს უგზავნის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მონაწილეებს.
4
1968 წელი, მეხიკო. მექსიკელი თარჯმორბენალი ნორმა ენრიკეტა ბასილიო დე სოტელო პირველი ქალი იყო, ვისაც ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი ხვდა.
5
1996 წლის ივლისი. ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტამ ამჯერად კოსმოსიც "მოიარა". ჩირაღდანი კოსმოსურ ხომალდ "კოლამბიის" ეკიპაჟის წევრს, რიჩარდ ლინეჰანს უჭირავს.
6
1996 წლის ივლისი, ატლანტა. ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი ერგო კრივის ლეგენდას მუჰამედ ალის, რომელსაც - პროფესიულ სპორტში მოპოვებული ტიტულების გარდა - ოლიმპიური "ოქროც" მოგებული ჰქონდა - მან გაიმარჯვა რომის 1960 წლის ოლიმპიადაზე.
7
2000 წლის სიდნეის ოლიმპიურის თამაშების წინ "ცეცხლმა" წყლის ქვეშ "ამოყო თავი": ჩირაღდანი უჭირავს ავსტრალიელ წყალში მხტომელს კრეიგ დანკანს.
8
2000 წელი, სიდნეი. ავსტრალიელი აბორიგენი სპორტსმენი კეთი ფრიმანი ოლიმპიურ ცეცხლს ანთებს.
9
2008 წლის 31 მარტი. ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო ცეცხლს უკიდებს ოლიმპიურ ჩირაღდანს ტიანანმენის მოედანზე, საიდანაც ჩირაღდანმა, ვიდრე პეკინში დაბრუნდებოდა, დედამიწა მოიარა - 130 ათასი კილომეტრი დაფარა.
10
2008 წლის აპრილი. ჩირაღდანი უჭირავს ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს. სურათი გადაღებულია ალმა-ათის მახლობლად, მედეოს საციგურაო სტადიონზე, სადაც ჩირაღდანი პეკინიდან ჩაიტანეს.