ჩვენ შესახებ

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.



კვირა, 31 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 08:14

ფოტოგალერეების არქივი

  • სნოუბორდისტ ქალთა მსოფლიო თასის ფინალური შეჯიბრება შვეიცარიაში, 22 იანვარს. ტურნირში გაიმარჯვა აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდსი ჯეკობელისმა. (epa/Jean-Christophe Bott)
  • საფეხბურთო კლუბ "ბარსელონის" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი ესპანეთის ლიგის მატჩში "მალაგის" წინააღმდეგ გატანილ გოლს ზეიმობს იანვარში. მესიმ შარშან მოხსნა გერდ მიულერის 40-წლიანი რეკორდი ერთ კალენდარულ წელს გატანილი გოლების რაოდენობით. მესიმ ეს 13 დეკემბერს მოახერხა, როცა წლის 88-ე გოლი გაიტანა.
  • 30 იანვარს სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ რაფაელ ნადალს ამარცხებს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მელბურნში. (epa/Masr Irham)
  • რამდენიმე თვის შემდეგ ნადალმა რევანში აიღო. 11 ივნისს მან ჯოკოვიჩი დაამარცხა და პარიზში, "როლან გაროსის" კორტებზე, მეშვიდედ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. (Reuters/Benoit Tessier)
  • რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა იტალიელ სარა ერანისთან მატჩის დროს პარიზში 9 ივნისს. საფრანგეთის ღია ჩემპიონატში ჩოგბურთელ ქალთა ფინალურ მატჩში შარაპოვამ გაიმარჯვა. (AFP/ Pascal/Guyot)
  • კუშტი - ტალახში ჭიდაობა ინდოეთის დედაქალაქ დელიში 13 ივნისს. კუშტი ტრადიციული ინდური სპორტია, მაგრამ უკანასკნელ ხანებში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი ინაცვლებს ტალახიდან ხალიჩაზე, რათა მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებისკენ გაიკვალონ გზა. (Reuters/Parivartan Sharma)
  • უკრაინის ნაკრების წევრები ანდრეი იარმოლენკო (მარცხნივ) და ოლეგ გუსევი "ევრო 2012"-ის მატჩისას საფრანგეთის წინააღმდეგ (დონეცკი, 15 ივნისი). მატჩი შეჩერებულ იქნა კოკისპირული წვიმის გამო. საბოლოოდ საფრანგეთის ნაკრებმა ანგარიშით 2:0 დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი. (RIA Novosti)

  • 21 ივნისი, "ევრო 2012". პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრისტიანო რონალდო (მარცხნივ) დავიდ ლიმბერსკისთან ორთაბრძოლაში ჩეხეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ მატჩისას ვარშავაში. შეხვედრის ერთადერთი გოლი რონალდომ გაიტანა და გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს. (epa/Oliver Weiken)
  • ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელს, დავიდ სილვას თავით გააქვს პირველი გოლი იტალიის ნაკრების კარში. ევროპის ჩემპიონატის ამ ფინალურ მატჩში, რომელიც კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა 1 ივლისს, ესპანელებმა დაამარცხეს იტალიელები - 4:0. ესპანეთის ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ სამი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ტურნირი მოიგო - ევროპის ორი და მსოფლიოს ერთი ჩემპიონატი. (AFP/Giuseppe Cacace)
  • ვლადიმირ კლიჩკოსა (უკრაინა) და ტონი თომპსონის (აშშ) 7 ივლისს გამართული ორთაბრძოლის მომენტი. უკრაინელმა მოკრივემ (მარჯვნივ) ეს ბრძოლა მოიგო და შეინარჩუნა მძიმე წონის მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები IBF-ის, WBA-სა და WBO-ს ვერსიებით. (AFP/Fabrice Coffrini)
  • ყაზახეთის ნაკრების წევრი, ველოსიპედისტი ალექსანდრ ვინოკუროვი საგზატკეცილო ველორბოლაში გამარჯვებას ზეიმობს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ივლისს. (Reuters/Stefano Rellandini)
  • 31 ივლისი, ლონდონი. ცოტაც და კამილ მუფა (საფრანგეთი) ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალს მოიპოვებს ქალთა შორის 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. (AFP/ Francois Xavier Marit)
  • ამერიკელი ტანმოვარჯიშე ალექსანდრა რეისმენი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დვირზე ასპარეზობისას. (AFP/Emmanuel Dunand)
  • უკრაინელმა სპორტსმენებმა იანა დემენტიევამ (წინა პლანზე), ანასტასია კოჟენკოვამ, ნატალია დოვგოდკო, და კატერინა ტარასენკომ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლები მოიპოვეს წყვილმოსასმელიანი ოთხადგილიანი ნავებით ასპარეზობაში. (Reuters/Natacha Pisarenko)
  • მაიკლ ფელპსი (აშშ) სტარტს იღებს ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟთა შორის 200 მეტრზე კომბინირებული სტილით ცურვის ფინალში. ლონდონის ოლიმპიური თამაშების განმავლობაში ფელპსი ყველა დროის ყველაზე წარმატებული ოლიმპიური სპორტსმენი გახდა. წინა ოლიმპიადებზე მოგებულ ჯილდოებთან ერთად მან საერთო ჯამში 22 მედალი მოიპოვა, მათ შორის 18 ოქროსი. (Reuters/Adam Pretty)
  • სამხრეთაფრიკელი ოსკარ პისტორიუსი, რომელსაც ორივე ქვედა კიდური აკლია, ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდა, ვინც, ასეთი ინვალიდობის მიუხედავად, მონაწილეობა მიიღო 400 მეტრზე მორბენალთა ოლიმპიურ ასპარეზობაში. ერთი თვის შემდეგ პისტორიუსი ასევე მონაწილეობდა პარაოლიმპიურ თამაშებში, სადაც სამი მედალი მოიპოვა. (AFP/Oliver Morin)
  • 5 აგვისტო, ლონდონი. იამაიკელი უსაინ ბოლტი (მარცხნივ) იმარჯვებს ვაჟთა შორის 100 მეტრზე რბენაში. ბოლტი პირველი სპრინტერი ვაჟია, რომელმაც "ორმაგ დუბლს" მიაღწია: მან ზედიზედ ორ ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა ორივე სპრინტერულ დისციპლინაში - 100 და 200 მეტრზე რბენაში. (AFP/Adrian Dennis)
  • 6 აგვისტო. გულნარა გალკინა (რუსეთი) ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა შორის 3000 მეტრზე რბენის ფინალში, რომელიც მან გამარჯვებით დაასრულა.
  • უზბეკი სიმაღლეზე მხტომელი სვეტლანა რადზივილი ოლიმპიურ თამაშებზე 9 აგვისტოს. (Reuters/Phil Noble)
  • 80 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტაეკვონდოს ოსტატების, სომეხი არმან იერემიანისა (მარცხნივ) და ნიდერლანდელი ტომი მოლეტის ფინალური ორთაბრძოლა ოლიმპიურ ტურნირზე. (Reuters/Darren Staples)
  • უსინათლო უკრაინელი სიგრძეზე მხტომელი რუსლან კატიშევი ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობისას, გასული წლის სექტემბერში. (Reuters/Stefan Wermuth)
  • ირანელი ჰაჯარ თაქთაზი ბირთვის მკვრელ ქალთა ტურნირში გამოსვლისას ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე სექტემბერში. (Reuters/Suzanne Plunkett)
  • "ფორმულა 1"-ის გერმანელი ავტომრბოლელი სებასტიან ფეტელი საწვრთნელი გამოსვლისას "სინგაპურის დიდი პრიზის" წინ სექტემბერში. წლის ბოლოს ფეტელმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. (AFP/Punit Paranjpe)
  • ლენს არმსტრონგი Power of Four Mountain-ის ველორბოლის ფინიშზე ასპენში, კოლორადოს შტატში, აგვისტოში. ოქტომბერში კი არმსტრონგი სამუდამოდ იქნა დისკვალიფიცირებული და მას ჩამოერთვა ტურ დე ფრანსის ტურნირებში მოპოვებული შვიდი ტიტული მას შემდეგ, რაც აშშ-ის დოპინგთან ბრძოლის სააგენტომ გამოაცხადა, რომ არმსტრონგი სერიული თაღლითია და რომ ის ატარებდა დოპინგის ყველაზე უფრო რთულ, პროფესიონალიზებულ და წარმატებულ პროგრამას სპორტის ისტორიაში. (AFP/Riccardo Savi)
  • ავღანელი მოკრივე ჰამიდ რაჰიმი უტევს ტანზანიელ საიდ მბელვას საშუალო წონით კატეგორიაში კრივის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტინენტთაშორისო შეხვედრისას ქაბულში, 30 ოქტომბერს. გახარებული მაყურებლები რინგზე ავიდნენ მას შემდეგ, რაც რაჰიმიმ მეშვიდე რაუნდში დაამარცხა მბელვა. ათწლეულების შემდეგ ავღანეთში პირველად ჩატარდა პროფესიონალ მოკრივეთა ბრძოლა. (Reuters/Omar Sobhani)

სპორტის ღირსშესანიშნავი მომენტები 2012 წელს

გამოქვეყნდა 08.12.2012

2012 მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების წელი იყო: ლონდონის ოლიმპიური თამაშები, პარაოლიმპიური თამაშები, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი... ამ გალერეაში თავმოყრილია გასული წლის გამორჩეული სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოები.


ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი