Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში. ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა თბილისის მთავარი ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე, რათა ხალხს თავისუფლად სეირნობის საშუალება მისცემოდა. სამინისტროებმა და სახელმწიფო უწყებებმა მოქალაქეებს საინფორმაციო სტენდებით გააცნეს მრეწველობისა თუ სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებში არსებული მდგომარეობა. ჩატარდა კონცერტები, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია და სხვა ღონისძიებები.

XS
SM
MD
LG