Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ხანძრის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 15 ადამიანი

ბაქოში, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ჯანდაცვის სამინისტრომ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაშავდა 63 ადამიანი. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა გენერალურმა პროკურორმა, ზაკირ ქარალოვმა უთხრა ჟურნალისტებს, ხანძრის გამომწვევი მიზეზის გამოძიების მიზნით შეიქმნა მუშა ჯგუფი, რამდენიმე სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG