Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხერხდება თუ არა პალმირის გადარჩენა?

ბრიტანეთში მოქმედი „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, სირიის ქალაქ პალმირისთვის რამდენიმედღიან ბრძოლაში, მას შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქზე იერიში წამოიწყო, 300-მდე ადამიანი დაიღუპა; მათ შორის, სირიის არმიის 123 ჯარისკაცი, „ისლამური სახელმწიფოს“ 115 მეომარი და 57 მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სირიის მთავრობის ძალების მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების პალმირის ჩრდილოეთი ნაწილიდან განდევნის ფონზე. გავრცელებული ცნობების თანახმად, „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები ჯერ კიდევ ერთ კილომეტრში არიან პალმირის არქეოლოგიური და სამუზეუმო ნაწილიდან, სადაც პირველი საუკუნის დროინდელი არქიტექტურული ძეგლებია დაცული. პალმირა შედის იუნესკოს მსოფლიო საგანძურის ნუსხაში, როგორც ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი და სპარსული, ბერძნული და რომაული გავლენების გზაჟვარედინი. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა ერაყში მსგავსი მნიშვნელობის ქალაქების დაპყრობისას გაანადგურეს ანტიკური ხანის ძეგლები და შემდეგ ინტერნეტში გაავრცელეს ამის ამსახველი ვიდეოკადრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG