გამოქვეყნდა 19.07.2012
19 ივლისს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (სეოკ) გაიმართა ქართველი სპორტსმენების ოლიმპიური სამოსის პრეზენტაცია. ეროვნული დროშის ფერებში შესრულებული წითელ-თეთრი სპორტული ტანსაცმელი სეოკ-ის დაკვეთით შექმნეს ფირმა „ლოტოს“ დიზაინერებმა. რაც შეეხება ე.წ. სააღლუმე სამოსს, ფართო საზოგადოება მას ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იხილავს.