Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები და აგვისტოს ომი ჰააგის სასამართლოში


ქალები და აგვისტოს ომი ჰააგის სასამართლოში
please wait

No media source currently available

0:00 0:45:35 0:00

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს უკვე აქვს წინასასამართლო პალატის ნებართვა, გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომი, რათა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც საქართველოში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჩაიდინა. საქართველო გამოძიების დაწყებას „ისტორიულ შანსად“ განიხილავს და ეს უკვე არის იმ დაზარალებულთა გამარჯვება, ვინც ჰააგის სასამართლოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. როგორც პროკურორის ოფისი იტყობინებოდა, ჰააგაში საქართველოდან გაიგზავნა შეფასებები ომის შედეგად დაზარალებული 7 ათასამდე ადამიანის სახელით. ცნობილია, რომ დაზარალებულთა ასაკი 9-დან 90 წლამდე მერყეობს და მათი უმრავლესობა ქალია. შესაბამისი მასალების თავმოყრისა და ჰააგაში გაგზავნის პროცესში დიდი როლი შეასრულეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გადაცემის სტუმრები არიან: თამარ აბაზაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, და თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

XS
SM
MD
LG