ანა არგანაშვილი შშმ პირთა უფლებებზე
29 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანა არგანაშვილი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენელი. რამდენად პასუხობს სახელმწიფო პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უზრუნველყოფის გაეროს კონვენციით განსაზღვრულ მიზნებს - ამ თემაზე გუშინ ფრონტლაინკლუბში გაიმართება დისკუსია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია ემყარება სოციალური მიდგომის მოდელს და მისი პრინციპების დაფუძნებას ცდილობს. საქართველო კონვენციას 2013 წელს შეუერთდა და დაადასტურა საქართველოს სახელმწიფოს მიზნების თანხვედრა იმ მიზნებთან, რომელსაც ეს დოკუმენტი ეყრდნობა. რა გაკეთდა მას შემდეგ? როგორ აფასებენ სახელმწიფოს მუშაობას ამ მიმართულებით უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები?
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები