Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვრთნები ვაზიანის ბაზაზე


წვრთნები ვაზიანის ბაზაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:41 0:00

24 მაისს ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების, „ღირსეული პარტნიორის”, ბოლო საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სულ ამ სწავლებებში მონაწილეობდა 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე ქართული ქვეითი ასეულის თავსებადობის გაზრდას ნატოსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან. სწავლებისას, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, გამოიყენეს M1A2 ტიპის ამერიკული ტანკები „აბრამსი“. ბოლო საჩვენებელ სწავლებაში, ტანკებისა გარდა, მონაწილეობდა ქართული CU-25 ტიპის თვითმფრინავი, UH-1H "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი, ამერიკული 105 მმ ჰაუბიცები და 81 მმ ბრიტანული ნაღმმტყორცნი.

XS
SM
MD
LG