Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ბუთხუზი დაცულ ტერიტორიებსა და რეინჯერებზე


ლევან ბუთხუზი დაცულ ტერიტორიებსა და რეინჯერებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:12:59 0:00

10 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" რედაქტორი ლევან ბუთხუზი, რომელსაც ვესაუბრეთ საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და იქ მომუშავე რეინჯერების შესახებ. 2016 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში რეინჯერებზე თავდასხმების შესახებ. გარემოს დაცვის სამინისტრომ ინციდენტების შესახებ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოხატა, თუმცა სამართალდამცველებმა ბრაკონიერები სიმბოლური ჯარიმის საფასურად გაათავისუფლეს. წინა წლებში მსგავსი თავდასხმების შედეგად ამავე ნაკრძალში რეინჯერები დაიღუპნენ. როგორ იცავს სახელმწიფო თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, გააზრებული აქვს თუ არა ხელისუფლებას დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა ქვეყნის ეკოლოგიის, ტურიზმისა და ეკონომიკისთვის, რამდენად კოორდინირებულად მოქმედებენ სახელმწიფო უწყებები რეინჯერების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რა სახის რისკზე უწევთ წასვლა მათ ყოველდღიურად - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

XS
SM
MD
LG