Accessibility links

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.

ცალკეულ ქვეყნებში ხალხი ცდილობს, გაუმკლავდეს ავტოკრატიულ სტრუქტურებს, ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ეკონომიკის ცენტრალიზებულ სისტემებს, ეთნიკურსა თუ რელიგიურ დევნას, რეგიონულ კონფლიქტებსა და კონტროლს დაქვემდებარებულ მედიას. მთელი ამ რეგიონის სტაბილურობა - დამყარებული დემოკრატიასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისთვის.

ეფუძნება რა რწმენას, რომ დემოკრატიის უპირველესი მოთხოვნა კარგად ინფორმირებული მოქალაქეების ყოლაა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მრავალი სახელმწიფოს მოქალაქეებს

1. სთავაზობს ახალ ამბებს, ანალიტიკურ გადაცემებსა და მიუკერძოებელ ინფორმაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოვლენებზე;

2. დემოკრატიული ფასეულობების წარმოჩენით ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას;

3. ეწინააღმდეგება ეთნიკურსა და რელიგიურ შეუწყნარებლობას და მხარს უჭერს ხალხთა შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას;

4. სთავაზობს ნიმუშს ადგილობრივ მედიასაშუალებებს, ეხმარება რა მათ პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ტრენინგების გზით; ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

5. ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნებსა და მსოფლიოს განვითარებულ დემოკრატიებს შორის ახლო ურთიერთობების დამყარებას.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ამაყობს არსებობის ნახევარსაუკუნოვანი ტრადიციით და ამჟამად 20 ქვეყანაში 28 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის - 1953 წლის მარტიდან - ქართულად.

XS
SM
MD
LG