ჩვენს შესახებ

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.

კვირა, 05 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 13:46

მულტიმედია

14 აპრილის საპროტესტო აქციები

გამოქვეყნდა 14.04.2009

14 აპრილს, აქციის მეექვსე დღეს, საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთან. ტრიბუნაზე კვლავ ერთმანეთს ცვლიდნენ ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები. შემდეგ პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხს მანიფესტანტების ორი დიდი ჯგუფი გამოეყო. ერთი კოლონა უნივერსიტეტისკენ დაიძრა, მეორე კი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისკენ, სადაც გასული ღამე აქციის მონაწილეთა ნაწილმა კარვებში გაათენა. ავლაბარში აქციამ თეატრალიზებული სახე მიიღო - დემონსტრანტებმა ჰალსტუხები მიიტანეს და რეზიდენციის გალავანს შეაბეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქალაქში გალიებს დგამდნენ, ცნობილი სატელევიზიო შოუს, "საკანი # 5"-ის ანალოგიით. პირველ გალიაში ჩაჯდომის სურვილი უკვე გამოთქვა კინორეჟისორმა რეზო ჩხეიძემ.

ზვიად ნიკოლაიშვილის ფოტოები