უკრაინაში რუსეთის ომის გაჭიანურებისა და აფრიკის კონტინენტზე საფრანგეთის ინტერესების შევიწროების შემდეგ, პარიზი, რომელიც ტრადიციულად „რუსეთის მალული სიყვარულით“ გამოირჩეოდა, მკვეთრად აძლიერებს მოსკოვის საწინააღმდეგო რიტორიკას და ამკვეთრებს სტრატეგიულ ფოკუსს ევროპის აღმოსავლეთით.
საქართველოზე გამავალი ბაქო-სუფსის მილსადენი შესაძლოა ყაზახეთმა საკუთარი ნავთობის გასატარებლად გამოიყენოს. ეს გეგმა შეცვლის როგორც ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ წონასწორობას საქართველოსა და რეგიონში.
კანცლერ შოლცის მთავრობას პრობლემა აქვს - ხვალ რომ გერმანიაში არჩევნები ჩატარდეს, მის კოალიციაში შემავალი სამი პარტია ჯამში მხოლოდ 33%-ს მიიღებდა. ამასობაში, გამოკითხვებში მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მიაღწია, აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა. ახლა ირკვევა, რომ ეს ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზი იყო.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას, მმართველ გუნდს არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების „სტრატეგიულ პარტნიორობამდე“ გაღრმავებას უწონებს.
თუკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი მართლაც შედგება სომხეთსა და აზერბაიჯანში, ეს სრულიად ახალი ფურცელი იქნება სამხრეთ კავკასიის საგარეო პოლიტიკასა და რეალობაში.
ჩინეთში კიბერუსაფრთხოების კერძო ფირმიდან ახლად გაჟონილი მონაცემთა ბაზა აჩვენებს, რომ ჩინეთის მთავრობა კერძო ფირმებს უკვეთავს თავისი ინტერესის ობიექტების შესახებ მონაცემების უნებართვოდ შეგროვებას და ამაზე ასიათასობით დოლარს ხარჯავს.
ალექსეი ნავალნი პოლიტიკაში 2000-იან წლებში მოვიდა და მალევე რუსეთის ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი გახდა. სხვებისგან ასაკი, ღიაობა და სილაღე გამოარჩევდა.
„ჩემი ძმა საკუთარ სამშოლოში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა. არ აპატიეს…“, - ამბობს გერმანიაში მოკლული მებრძოლის, ზელიმხან ხანგოშვილის ძმა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხანგოშვილის მკვლელის დაბრუნება უნდა და ცდილობს, იგი რუსეთში დაპატიმრებულ ამერიკელ ჟურნალისტში გაცვალოს.
ამერიკელი პოპულისტების კერპმა, ტაკერ კარლსონმა ინტერვიუ ჩაწერა ვლადიმირ პუტინთან. მისგან კრიტიკულ კითხვებს თითქმის არავინ ელოდება. კარლსონი ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორს” ეძახის და ამბობს, რომ აშშ უკრაინას აღარ უნდა დაეხმაროს.
7 თებერვალს, აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის ეს მეხუთე არჩევნებია, პირველად მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, სადაც ბაქომ კონტროლი 2023 წლის შემოდგომაზე აღადგინა.
ჩამოტვირთე მეტი