ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება მუსიკას, მუსიკას სჯობს მოუსმინო.
მოკვდა გმირი. ალექსეი ნავალნი თავისი სიკვდილით იქცა გმირად. თუკი აქამდე ის იყო მთავარი რუსი ოპოზიციონერი, პუტინის პირადი მტერი, თავისი სიკვდილით იგი უკვე იმ სიმაღლეზე ავიდა, სადაც ყოველგვარი კრიტიკა მისი მისამართით მასთან ვეღარ აღწევს.
პირდაპირ ეთერში რომ ნახავ დაბომბილ სამშობიარო სახლს ან ცირკში გაჭედილ ტანკს, შეიძლება უმწეობისგან მხრებჩამოყრილს მოგეჩვენოს, რომ მსოფლიო საბოლოოდ შეირყა და სიკეთის ადგილი აღარ დარჩა ქვეყნად, მაგრამ ნახავ მატეო გარონეს ახალ ფილმს და მიხვდები, რომ სასწაულები კიდევ ხდება, თურმე.
ლევან ბერძენიშვილზე უკვე მესამედ ვწერ. იმედი კი არა მაქვს, რომ გასამდება და მეტი აღარ მომიწევს დაწერა. განა მეზარება, უბრალოდ, ჩემი აზრი ამ კაცზე ცნობილია და დანარჩენი გამეორება იქნება. ჩემი მოკრძალებული აზრი კი ლევანზე მუდამ იყო, არის და იქნება უმაღლესი. ასე რომ, ამაზე არ ღირს დახურდავება.
ჰაინრიხ ბიოლი არასდროს ყოფილა ჩემი ფავორიტი მწერალი. არც იქნება. და მაინც, სხვა არც ერთი მგოსნის სახელი ისე არ მითბობს სისხლს, როგორც მისი.
დიდი ხანია, არაფერი გამომიქვეყნებია ქართულ მედიაში. და ალბათ კიდევ დიდ ხანს არ გამოვაქვეყნებდი, ცოტა ხნის წინ მომხდარი სტიქიური უბედურება რომ არა. აქამდე ბევრი საზიზღრობა მოხდა თბილისში, მაგრამ ამ უკანასკნელმა განსაკუთრებით შემზარა.
შეიძლება, პატრიარქს ვერიკო ანჯაფარიძის გმირთან აქვს შინაგანი დიალოგი და მისი იდე ფიქსი ყოველი გზის თავსა თუ ბოლოში თითო ტაძრის ჩადგმაა? არაა გამორიცხული. თენგიზ აბულაძის ყველაზე პათეტიკურ და პლაკატურ ფილმში ვერიკო ანჯაფარიძის გმირი ხომ სწორედ ასე კითხულობს: „მაშ, რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძართან არ მიდის?“
ჩამოტვირთე მეტი