Accessibility links

logo-print

რადიო თავისუფლების ერთსაათიანი გადაცემის წამყვანები - მარინა ვაშაყმაძე, ლელა კუნჭულია, ნონა მჭედლიშვილი, ნინო ხარაძე და მზია ფარესიშვილი - სტუმრებთან ერთად საუბრობენ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ, ძალადობასა და სხვა უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე. გენდერის სპეციალისტებსა და ექსპერტებთან ერთად, გადაცემაში თავიანთი პრობლემებით მოდიან ქალები და მამაკაცები, სამოქალაქო აქტივისტები და უბრალოდ კონკრეტულ ამბებზე დაფიქრებული მოქალაქეები. გარდა ამისა, გადაცემაში მოისმენთ სახელდახელო გამოკითხვებს პრობლემაზე, რომელსაც ეს გადაცემა ეძღვნება, ასევე მრავალ კომენტარსა და ამბავს.

გადაცემა ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, თბილისის დროით 13:00 საათზე და შაბათ-კვირას 17:00 საათზე, სიხშირეზე FM 107,4.

„გენდერული ამბების“ ვიდეოვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ რადიო თავისუფლების ვებსაიტზე. ასევე ის ყოველ სამუშაო დღეს, 21 საათზე, გადაიცემა ტელეარხ ArtArea-ზე და მეორდება მომდევნო დღეს, 12 საათზე.

XS
SM
MD
LG