Accessibility links

ბლოგები

ორშაბათი, 4 მარტი 2019

კალენდარი
იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი

დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებში არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ გამარჯვება არ მომეწონება, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ორმა ძალამ, რომლებიც ერთმანეთის შეცდომებისა და დარღვევების ხარჯზე გადიან ფონს, მორალურად დიდი ხანია, რაც ამოწურეს თავი. თუმცა იმის გამო, რომ მესამე, შედარებით ჯანსაღი ძალა ჰორიზონტზე ჯერჯერობით არ ჩანს (ან ჩანს, მაგრამ სათუოა, ჰქონდეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი), სერიოზულად უნდა განვიხილოთ ის საკითხიც, თუ რა მოხდება, ამ ორი პარტიიდან რომელიმე მათგანმა რომ გაიმარჯვოს არჩევნებში.

ცხადია, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების ბევრად მეტი შანსი აქვს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“: მის ხელშია ადმინისტრაციული რესურსიც და საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის კაპიტალიც. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების სცენარი უნდა გამოვრიცხოთ. ყოველ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მეორე ყველაზე პოპულარული პარტია საქართველოში, „ქართული ოცნების“ შემდეგ. ამის უგულებელყოფა შეუძლებელია.

ქვემოთ ჩამოვწერ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შანსებს ზოგჯერ არასათანადოდ ვაფასებთ და მის გამარჯვებას ნაკლებად ვვარაუდობთ:

  • ბოლო, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახევარ მილიონზე მეტი ხმა აიღო (780 680 ხმა), „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა - 1. 2 მილიონზე ნაკლები (1 147 701 ხმა). ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, მმართველი პარტიის ყველა რესურსის სრული მობილიზაციის პირობებში, მხოლოდ, დაახლოებით, 1.5-ჯერ მეტი რაოდენობის ამომრჩეველი მიიმხრო, ვიდრე გრიგოლ ვაშაძემ. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ეს მოულოდნელი შედეგი იმით ახსნეს, რომ სალომე ზურაბიშვილი შედარებით სუსტი კანდიდატი იყო, ვიდრე, ვთქვათ, თავად ბიძინა ივანიშვილი, რამაც ოპოზიციას გარკვეული უპირატესობა მიანიჭა. სალომე ზურაბიშვილი რომ სუსტი კანდიდატი იყო, არ არის საკამათო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მის კანდიდატურას მხარი გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო დაუჭირა. ასეთი ორი მიზეზის გამოყოფა შეგვიძლია: 1. ბიძინა ივანიშვილმა თავად არ მოისურვა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რადგან ის დარჩენილ პოლიტიკურ კაპიტალს უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ინახავს (თუ ივანიშვილი ამ არჩევნებში მოსალოდნელზე ნაკლებ ხმას მიიღებდა, ეს მის მთავრობას სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა); 2. „ქართული ოცნება“ პოპულარული დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურების ნაკლებობას განიცდის (კახა კალაძის გარდა, რომელიც უკვე აირჩიეს თბილისის მერად). ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ივანიშვილი გასაქანს არ აძლევს არც დამოუკიდებელ პოლიტიკოსებს და არც ურჩ ბიზნესმენებს (როგორც ზაზა ოქუაშვილისა და მამუკა ხაზარაძის შემთხვევები გვაჩვენებს). ასეთ პირობებში, ცხადია, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები ვერ წარმოიშობა. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატება წინა არჩევნებში არ შეიძლება მივაწეროთ მხოლოდ იმას, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სუსტი კანდიდატით იყო წარმოდგენილი. ამის ნაცვლად, მიზეზები უფრო ჩვენი „ქართული ოცნების“ მმართველობის თავისებურებებში უნდა ვეძებოთ;
  • „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის თვალში თავისი მმართველობის გამართლებას საკუთარი მიღწევების დემონსტრირებით კი არ ცდილობს, არამედ იმით, რომ თავს მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებს. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“ იმისათვის, რომ მისი ჯერ კიდევ ტოქსიკურობის ფონზეუკეთეს პოლიტიკურ ძალად გამოჩნდეს. „ქართული ოცნების“ ასეთ სტრატეგიას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მთავარი პლუსი ის არის, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარული მმართველობის სტილთან შედარებით, „ოცნების“ მმართველობა, ჯერჯერობით, მართლაც შედარებით ლიბერალურად გამოიყურება: მთავარი ოპოზიციური ტელეარხი ჯერ კიდევ მაუწყებლობს, პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ხმა შედარებით მეტად ისმის, საჯარო სივრცეზე ყოვლისმომცველი კონტროლი ჯერჯერობით არ დაუწესებიათ და ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის შედარებით ნაკლებად ეშინიათ. ცხადია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა დემოკრატიულია: მაგალითად, Freedom House-ის რეიტინგში საქართველო ისევ „ნახევრად თავისუფალ“ ქვეყნად არის მიჩნეული (), Economist Intelligence Unit-ი კი კვლავ „ჰიბრიდულ რეჟიმად“ განგვიხილავს. () კარნეგის ცენტრის ექსპერტი ტომას დე ვაალი თავის ერთ-ერთ ბოლო სტატიაში წერს, რომ საქართველო ამჟამად ჰგავს „დე ფაქტო ერთპარტიულ სახელმწიფოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ‘ქართული ოცნება’ მართავს“. () დე ვაალი ერთ-ერთი იმ ექსპერტთაგანია, რომელიც სააკაშვილის მმართველობის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკულად იყო განწყობილი. მისთვის ამ თემაზე მიკერძოების დაბრალება შეუძლებელია. ფაქტია, რომ რაც დრო გადის, „ქართული ოცნების“ მმართველობის დემოკრატიულობის ხარისხი ეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ, ადრე თუ გვიან, ის არგუმენტი, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჯობია, ძალას დაკარგავს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოპულარობას უფრო მეტად გაზრდის;
  • ბოლო დროს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის განხილვას „ქართულ ოცნებაში“ შიდა განხეთქილება მოჰყვა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი. ეს სია დაკომპლექტებული იყო ადამიანებით, რომლებსაც საზოგადოების ნაწილი წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში სდებდა ბრალს. სიის და სხვა, მიმდინარე საკითხებზე „ქართული ოცნების“ შიგნით განხეთქილება იქამდე მივიდა, რომ საპარლამენტი უმრავლესობა ხუთმა დეპუტატმა დატოვა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ. მოსამართლეების სკანდალს დაემატა TBC ბანკთან დაკავშირებული სკანდალიც, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. ამ მოვლენების ფონზე, „ქართული ოცნება“ საჯაროდ გააკრიტიკა მისი ყოფილი მხარდამჭერების ერთმა ნაწილმაც. მართალია, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულები „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდნენ, მაგრამ უმრავლესობის დასუსტებამ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას შეიძლება მოქმედების მეტი თავისუფლება მისცეს;
  • ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, საგრძნობლად არის დასუსტებული: მისი ერთპიროვნული ლიდერი ემიგრაციაშია და მას მოქალაქეობა აქვს დაკარგული; პარტიას გამოაკლდა ინტელექტუალური ფრთა „ევროპული საქართველოს“ სახით, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთში ძველებური მხარდაჭერით ვეღარ სარგებლობენ. ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს ვითარება გამოუსწორებელი არ არის: „ევროპული საქართველო“ ღიაა მოლაპარაკებებისთვის და „ოცნების“ წინააღმდეგ შესარიგებლად, სააკაშვილს თავისი მხარდამჭერების გარკვეულ ნაწილში ისევ ერთპიროვნული ბელადისა და პოლიტიკური მესიის სტატუსი აქვს, ევროპის „სახალხო პარტია“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ უპირობოდ უჭერს მხარს. კრიტიკულ სიტუაციაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ შესწევს ქვეყნით შიგნით და გარეთ მხარდამჭერების მობილიზების უნარი.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ნათელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რევანშისტული დღის წესრიგით, ხელისუფლებაში დაბრუნების ბევრად მეტი შანსი აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანს ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება. თუ 2020 წლის არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, ისევ ამ ორი პოლიტიკური პოლუსის გარშემო ვიტრიალებთ. ასე ავტორიტარიზმის საფრთხეს ვერასდროს ავირიდებთ თავიდან და დემოკრატიასაც კიდევ დიდხანს ვერ ვეღირსებით.

ჟულიეტ ბინოშზე, როგორც არტისტზე პირველად სწორედ ბერლინის ფესტივალზე ჩავიქნიე ხელი., აი იმ ისტორიულ “ბერლინალეზე”, რომელიც უკანასკნელი იყო ფესტივალის წინა დირექტორისთვის და რომელიც პატრის შეროს გენიალური სურათის, “ინტიმის” გამარჯვებით დასრულდა.

"ბერლინალე". 5 დღიური - 5. ჟულიეტ ბინოში, როგორც შოკოლადი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:37 0:00

არა, ხელის ჩაქნევვა არ ქვია ამას. უფრო გაბრაზება, გააფთრება ქვია. “შოკოლადი”, რომელშიც იგი ჯონი დეპთან ერთად ვიხილეთ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფილმი მგონია კინოს ისტორიაში - წარმოუდგენელი სიყალბე, ერთგვარი ჰოლივუდურ-ფრანგული კიტჩი, რომელსაც ბინოში უმატებს მისთვის დამახასიათებელ თამაშის პათეთიკურ სტილს და МХАТ ის თეატრალურობას”

მთელი ფილმი ბინოშის გმირი აჯადოებს კაკაოს და ქმნის, როგორც ავტორები გვიმტკიცებენ, კულინარულ შედევრებს, რომლებმაც ადამიანები უნდა გააკეთილშობილონ. უნდა ითქვას რომ ბინოში მშვენივრად მოერგო მანიპულატორის როლს, ისევე როგორც კარგად მოარგეს მისი ფაქტურა და მისი ეს თამაშის მანერა (“მსხვილი მონასმებით”, სწორხაზოვნად) თავის დროზე კიშლოვსკიმ “ლურჯში” ([პათეთიკური რექვიემის მუსიკალური ფონით) და ლუი მალმა “ზარალში” (“შავჩულქიანი” მანიპულატორი ქალი, რომელმაც ბედნიერი ოჯახი დაანგრია)... მაგრამ “შოკოლადი” კიშლოვსკის და მალის შედევრებთან ახლოს ვერ მივა, ეს არის ჩვეულებრივი კინოსპეკულაცია აქტუალურ თემებზე, რომელსაც დასავლური ლიბერალური კინოსამყარო დრო და დრო ქმნის ხოლმე, რათა კინოხელოვნება ისევ გადააქციოს პროპგანდის და აღზრდის საშუალებად.

МХАТ, ანუ მოსკოვის სამხატვრო თეატრი, სტალინსლავკის წიაღი, ჩემმა რუსმა კოლეგამ, ვალერი კიჩინმა გამახსენა ბერლინის ფესტივალზე. «მხატის პაუზებს» შეადარა მან პაუზეები, რომლითაც ერთმანეთს ესაუბრებიან ადამიანები წლევანდელი «ბერლინალეს» ერთ-ერთი გამარჯვებულის, გერმანელი რეჟისორის ანგელა შანელეკის ფილმში «სახლში ვიყავი, მაგრამ» კიჩინი აღწერს ბერლინის «ვერცხლის დათვით» აღნიშნული ფილმის პრემიერას პრესისთვის, ფესტივალის სასახლეში. «აქეთ-იქით ვიხედებოდი და თითქმის მთელ დარბაზს ეძინა. მაგრამ ფილმის დასრულების შემდეგ სწორედ ეს ხალხი მიმტკიცებდა, რომ «ბერლინული სკოლის» ერთ-ერთმა ლიდერმა, შანელეკმა, ამ ფილმით თანამედროვე კინოს ენა გაამდიდრაო».

მოწმე ვარ,ვადასტურებ. ბოლომდე ვუყურე ფრანგული კინოს კლასიკოსის, რობერ ბრესონის ამ ფემინისტურ სტილიზაციას. ერთ ეპიზოდში, როცა ყმაწვილს თავისი უმცროსი და მდინარეზე გადაყავს, ტარკოვსკის ამ უხეირო ციტირებამ, გარეთ გასვლის სურვილი მეც გამოჩინა. მაგრამ არა, ბოლომდე გავუძელი და როცა ახლადგამოღვიძებილმა კრიტიკოსებმს ფინალში ტაში დაცხეს, გამოჩნდა ეჭვი, რომ ბინოშის ჟიური აუციებლად დაუფასებდა შანალეკს მედიტაციას ჩემთვის გაურკვეველ თემაზე, ალბათ მაინც, არაკომუნიკაბელურობაზე. დაუფასებდა ამ ნელ კინოს, რომელიც დიდი, დიდი ხნის წინ უკვე აჩუქეს კინოხელოვნებას ანტონიონიმ და იგივე ბრესონმა. უბრალოდ ახალი, ხომ იცით რა არის ხელოვნებაში? ახალი არის «კარგად დავიწყებული ძველი».

ეჰ, ეს შანელეკი იქით იყოს, ბრესონი და ოძუ მაინც უყვარს. მაგრამ აი საიდან გაჩნდა ბერლინის ფესტივალის გამარჯვებულებს შორის ფრანსუა ოზონი, რომელსაც დიდ ფესტივალებზე კარგა ხანია სერიოზულად აღარ აღიქვამენ? ბევრად უკეთესი ფილმებიც აქვს ოზონს, ვიდრე «უფლის ნებით», «გორკის სახელობის კინოსტუდიის» პროდუქციას რომ გავს და ჟულიეტ ბინოშის ჟიურიმ მთლად «ვერცხლის დათვით» რომ აღნიშნა. მაგრამ იმ სურათებს არსად, არც ერთ ფესტივალზე არ გაუმარჯვიათ. რა არის ეს ? ნეპოტიზმი? ცუდი ფრანგული კინოს ლობირება?

ეს ეჭვი ბევრს გაუჩნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბერლინის 69-ე ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებული გამოაცხადა - ისრაელის სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და ფრანგული «არტეს» დაფინანსებით გადაღებული ფილმი «სინონიმები». ნადავ ლაპიდის სურათის ახალგაზრდა გმირი, ატლეტური აღნაგობის ჭაბუკი პარიზში ჩამოდის საცხოვრებლად და ცდილობს დაივიწყოს ყველაფერი, რაც წარსულთან და პირველ რიგში მამა-პაპის სამშობლოსთან აკავშირებს, სწავლობს ფრანგულს და კატეგორიულ უარს ამბობს ისაუბროს და იფიქროს(!) მშობლიურ ენაზე. ისევ და ისევ პრეტენზიამ «თანამედროვე კინოს ენაზე, გაბმული თხრობის შიშმა (თუ უუნარობამ?), მხოლოდ და მხოლოდ ფაქტურებზე თამაშმა, ისევ და ისევ გაუთავებელმა ციტატებმა (ამჯერად გოდარის ფილმებისა) და ცუდმა იუმორმა მე პირადად კიდევ ერთხელ გამახსენა, რომ არაფერი არ მეჯავრება კინოშ ისე, როგორც პრეტენზიულობა წარმოადგენდე «თანამედროვეს» და ატყუებდე შენს თავსაც და მაყურებელსაც, თითქოს რაღაც ახალს ქმნიდე

სხვათა შორის ეს პრეტენზიულობაა მთავარი, რაც მაგრად მაცინებს ხოლმე, როცა ვუყურებ ჟულიეტ ბინოშის როლებს. ეს სულელური გამოკითხვები რომ არსებობს ხომ იცით? «ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული მსახიობი». სულელური კია, მაგრამ შემთხვევითი არაა რომ სულ ჟულიეტ ბინოში იმარჯვებს ხოლმე .. როცა გემოვნების დეფიციტი და პრეტენზიულობა ერთად გვაქვს, ვიღებთ ჟულიეტ ბინოშს, ფრენგ მსახიობს, რომელმაც ბერლინის 69-ე კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელა.

წელს პირველად ბერლინის კინოფესტივალის ისტორიაში ჟიური ფილმებს აღარ უყურებდა პრესასთან ერთად. როგორც მითხრეს, ესეც ბინოშის მოთხოვნა იყო. უთქვამს, ჟურნალისტები შუა სეანსის დროს დარბაზიდან რომ გადიან, ეს მოქმედებს ჟიურის საბოლოო გადაწყვტილებაზე, რადგან ჟიურის წევრები მათი გავლენის ქვეშ ექცევიანო.

ჟიურიმ ვერ ნახა დაძინებული დარბაზი ფილმებზე, რომლებმაც გაიმარჯვეს წლევანდელ ბერლინალეზე. სამაგიეროდ ადრე თუ გვიან ამ სურათებს ნახავს მაყურებელი, რომელიც ათასჯერ უფრო გულწრფელია, ვიდრე კინოფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტი. ის არ დაიძინებს, უბრალოდ გამოვა დარბაზიდან და სავარაუდოდ ჟულიეტ ბინოშს და ბერლინის 69-ე ფესტივალის ჟიურის ბარაქიანად შეუკურთხავს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG