Accessibility links

site logo site logo

ავტორი: ლელა არაბული

გამარჯობა, მქვია აიშე

ყველაფერი ასე დაიწყო თუ ისე დაიწყო, არც არაფერი დაწყებულა და მით უმეტეს, დამთავრებულა...

ვერც ვერკვევი ქართული ბლოგირიზმის ტექნოლოგიებში - არც შემოქმედობის და არც კომერციულობის კუთხით, უბრალოდ, თუ არ ამოვყვინთავდი (ჰაერის ჩასაყლაპად), ლაპარაკის უნარიც და სურვილიც წამერთმეოდა, ვერ ვერკვევი, მაგრამ შევეცდები, გულწრფელი ვიყო, იმაში, რასაც დავწერ, როგორც დავწერ და ვფიქრობ, მარტო არ აღმოვჩნდები...

გამარჯობა. მე მქვია აიშე და ვარ დიასახლისი, 49 წლის, პრინციპში, ვზივარ სახლში და ლაპარაკი თუ მეზარება, ფიქრის დრო მრჩება იმდენი...

ფიქრი კი გამოდის თვალებიდან, მიენარცხება ფანჯრის მინას, გაისერება ფანჯარასთან ამოწვერილ ფიჭვის კენწეროზე, თავს დაიხსნის და გადაებმება მოპირდაპირე კორპუსის სახურავზე გამოკვანძულ ანტენას, შემდეგ გადაეფერება ჩემი შვილების მოფრიალე თმებს, აიწვერება მთაზე და გადაილეწება იქით...

დღე მომდევნო

ისევ გამოვა თვალებიდან, მიენარცხება... და ვეცდები, მოვჭიმო და აქვე დავტოვო, ჩვენს რეალობაში, ჩემს ქუჩაზე, ჩემს ახლომდებარედ ჩამონგრეულ შენობაში, უბრალო ადამიანების ფიქრში, უსახური შენობების სიავეში, ნიჭიერი ადამიანების ფერებში, ახალგაზრდა თაობის ჭეშმარიტებაში, უფროსი თაობის მადლში და ვეცდები, დროებით აღარ გავაზიარო შინაური კექსის ან სახელდახელო ცომის რეცეპტი...

(თუმცა ცუდი არ გამომდის) როგორ დავიწყო, როგორ დავიწყო...

ეს ძალიან მაგარია ან ეს არ არის კარგი, ამით მოვუკრავ თავს და შევეცდები...

ოღონდ ჯერ გეტყვით, მე მქვია აიშე და ვარ დიასახლისი

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG