Accessibility links

ალეკო ცქიტიშვილი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესსა და პროტესტის მიზეზებზე


ალეკო ცქიტიშვილი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესსა და პროტესტის მიზეზებზე
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:45:07 0:00

27 იანვარს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს პროკურატურასთან აქცია გამართა და გააპროტესტა ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის კანდიდატობა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მონაწილეობდა 2018 წლის მაისის ბოლოს გამართულ აქციაშიც, როცა საზოგადოებამ ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობიდან გადადგომა მოითხოვა. მაშინდელი პროტესტი უკავშირდებოდა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმეზე“ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. 2018 წელს ირაკლი შოთაძე გადადგა. დღეს ის გენერალური პროკურორობის 16 კანდიდატს შორის არის. 27 იანვარს საპროკურორო საბჭო ანბანური თანმიმდევრობით შეუდგა კანდიდატებთან გასაუბრებას. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა საქმეებზე, რომელთა გამო დაზარალებულებმა დღემდე ვერ იპოვნეს სამართალი და რომლებზეც, როგორც იმ პერიოდში ქვეყნის მთავარ პროკურორს, პასუხისმგებლობა ეკისრება ირაკლი შოთაძეს: „ეს არის ქართული სინამდვილისთვის, ქართული მართლმსაჯულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოუგვარებელი და მტკივნეული პრობლემა, როცა ქვეყანას ვერ ეღირსა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, პროკურატურა, რომელიც დამოუკიდებლად, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე იმუშავებს და გააგრძელებს საქმიანობას და დღეს, მიუხედავად ამ ფორმალური განხილვებისა, საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ნიადაგი მზადდება ამჟამად უკვე გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მზად არის შეახსენოს საზოგადოებას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ კვლავ ვართ იმ პოზიციაზე - ირაკლი შოთაძე არ უნდა იყოს ამ ორგანოში“. ალეკო ცქიტიშვილი თვლის, რომ საზოგადოების პროტესტმა შეიძლება დღეს ვერ მოიტანოს კონკრეტული შედეგი, თუმცა, ის არჩევნებზე აისახება და ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს ამაზე: „საზოგადოება არის ინფორმირებული და სწორად აფასებს მოვლენებს, რაც ხდება მართლმსაჯულებაში, პოლიტიკაში ზოგადად და ეს გვაძლევს იმედს, რომ საზოგადოება იქნება აქტიური, არ დაუშვებს არც ირაკლი შოთაძის დაბრუნებას სისტემაში და არც დემოკრატიული პროცესების შეფერხებას. მართალია, ეს შეიძლება ვერ იქნას მიღწეული კონკრეტულ ეტაპზე, მაგრამ ეს პროტესტის მუხტი გროვდება და საბოლოოდ საზოგადოება ალბათ მაინც გააკეთებს არჩევანს არჩევნების დროს და ხელისუფლება აქედანვე უნდა ფიქრობდეს ამაზე, როცა დგამს მიზანმიმართულად და ცინიკურადაც ნაბიჯებს საზოგადოების და სამართლიანობის წინააღმდეგ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG