Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამაღლებულის იდიოტი


ავტორი: დავით გოგებაშვილი

სიცოცხლე სასოწარკვეთის მეორე მხარეს იწყება.
ძია ჟანი

ბედის ირონიით ჩვენში ჯერ კიდევ მოიძებნება ‘’ჭკუადამჯდარი’’ ხალხი,რომელთაც დიდის მეცადინეობით,მაგრამ მაინც შეუძლიათ თვალი აარიდონ იმ ვეებერთელა ბზარებს,მემკვიდრეობით მიღებულ ეთიკას და რელიგიას რომ არყევს და მთლიანობას უკარგავს.სხვა რა, თუ არა ღვთის მადლი იფარავს ამ ‘’ჭეშმარიტებას’’ იმ ცრუ ჭეშმარიტებისგან ,რომელიც კიონიგსბერგელმა ნაცარქექიამ 1783 ში ფრიდრიხ დიდს გაუზიარა და შემდეგ მთელ კონტინენტს სახადივით მოედო.კონტინენტსთქო ვთქვი მაგრამ,ისევ INRI-ის ყველგან მყოფი ხელი ჩაერია საქმეში(ეჭვი არაა მეტისმეტი სიყვარულით მოსდიოდა) და ერთ პატარა,ორ ზღვას შუა მოქცეულ მიწაზე ყველაფერი ძველებურად დარჩა,რაც იმას ნიშნავდა რომ ‘’უნდა’’-ს ზეციურ იმპერატივს ‘’მინდა’’-ს თავხედური თვითნებობა ვერაფერს დააკლებდა.სიცოცხლე და ეს ღვთივკურთხეული ტვირთი სინონიმებად იქცა და ყოველივე ძველს უკვდავების ფასი დაედო. ტრადიციას ჭეშმარიტებამდე მილიმეტრიღა აკლდა და რა გასაკვირია რომ დიდსა თუ პატარას წარსული სათვალესავით მოერგო და მომავალს მისი გავლით ხედავდა...ვაი რომ მარადიული არაფერია ქვეყანაზე,ერთი თავხედი ატომი აქაც გადაიხარა და კონსერვაცია ობსერვაციით შეიცვალა.სივრცე რომელიც საკუთარი სხეულივით მშობლიური იყო,მომაკვდავი ცრურწმენასავით უცხო და გაუგებარი გახდა.გადაჭარბება იქნება ამ პროცესს თქვენმა მონამორჩილმა ტოტალური უწოდოს,მაგრამ არც აღუნიშნაობა იქნებოდა სამართლიანი. რამდენმა და რა ინტენსივობით ამაზე დროს ნუ დავხარჯავთ.მოდით რიცხვები და პროცენტები მეცნიერებას დავუთმოთ და ადამიანურად,გნებავთ ინდივიდუალურად შევხედოთ ამ ამბავს. ვინც ბზარში ერთხელ მაინც გაიხედავს,ვინც ბედისწერისგან შეუძლებელს მოითხოვს,შესაძლებელზეც უარს მიიღებს,სულ რომ თვალები დაითხაროს აღარაფერი ეშველება.პირიქით,საქმეს(სამოქმედოს) გაიორმაგებს.ნუთუ მართლა ასე უნოგეშოა ბედი კაცისა და მოსვენება რომელიც ერთხელ დაკარგა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს?!თუ რაღაც მაგიური თვითჰიპნოზის საშუალებით ნაივურ მდგომარეობაში დაბრუნებაა ოპტიმალური გამოსავალი და ცნობიერება მართლაც ავადმყოფობაა,რომლის ძლევაც ხამს... მე სინანულის გარეშე გავუწევდი სიბრიყვეს რეკომენდაციას,იმ პირობით თუ მისი გაცნობიერება ვერასოდეს მოხდებოდა. მე შენ გეტყვი გრძნობა ან ინსტინქტი ცუდი მეგზური იქნება.სხვა თუ არაფერი გაცილებით ჯანმრთელი იქნები და მოდი პირდაპირ ვთქვათ ცხოველი(ჯანდაბას ევფემიზმები). მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ ადამიანის საპატიო ტიტულისთვის ძალიან ძვირს ვიხდით ნევროზების,სიღარიბის(ცალსახად ადამიანური,კულტურული ფენომენი,აბა ღარიბი ზღარბი ვის უნახავს)და ათასი ჯანდაბის სახით.თან ისე რომ ტიტულის ღირსეულ ფლობაში არასოდეს ხარ დარწმუნებული...ის ვინც სისუსტეს დაესესხა და ამ სისულელეს თუნდაც სათუოდ დაეთანხმა წოდება უპირობოდ ჩამოერთვა ახლახან და მე ჩემდათავად ამ შესანიშნავი აბდაუბდის კითხვის გაგრძელებასაც ვუკრძალავ.კათაკმეველნო განვედით!თქვენ კი ვინც არ იცით ამ დაწყევლილ ადამიანობას რა თავში იხლით,მაგრამ სიცოცხლის ფასადაც არ გეთმობათ გეშინოდეთ,ცნობიერებაა თქვენი განაჩენი, უკუნისამდე!ამასაც გაუძლებდა კაცი,სხვა რა გზაა,ესაა გულიც რომ საქმეშია.მთავარი წიგნის მთავარი გმირი:იყავი გონიერი ვითარცა გველი,უმანკო ვითარცა მტრედი.უმანკო გონიერებაო?_აი ოქსიმორონი თუ გინდა.ტრაკისმოთამაშე იაჰვეს ავატარისგან უკეთესს არც უნდა ელოდო კაცი.ამაღლდა ზეცად და...მერე ყველამ კარგად იცის სად და როგორ ბრძანდება.ჩვენ კი ეს ამოუხსნელი თავსატეხი დაგვიტოვა_მე ასე მითქვამს და კისერიც გიტეხიათო. გრძნობა და გონება გამუდმებით ედევება ერთმანეთს ტერიტორიას და სუბორდინაცია ხან ერთის და ხან მეორის სასარგებლოდ იცვლება.ჭეშმარიტების იდიოტი კი ფიქრისა და კითხვისგან გამოთაყვანებული ასკვნის რომ გონებით მართული გრძნობა ყალბია,გრძნობებს აყოლილი გონება ტუტუცი და ქარაფშუტა.მოკლედ რთული ამბავია.გამოსავალი?წეხან ეს შენ დაიჩემე ადამიანობა და პასუხიც უნდა იცოდე: ძიებაა შენი ბედისწერა.ხსნა არის ხსნის უსასრულო ძიება და თუ საბოლოო შედეგს ეძებ,რასაც სიმშვიდე მოჰყვება,იცოდე რომ სიკვდილს ეძებ,ადამიანო!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG