Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 7 მარტს გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია და ის ყველას თანაბრად ეხება. ეს კომენტარი მან შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის კორონავიურსით ინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"არაფერი დასამალი არაა, ჩემმა შვილმა თვითონ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. ისინი არიან თანამშრომლები და, დიდი ალბათობით, იქიდან მოხდა გადაცემა", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ თავად გაავრცელა ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. კორონავორუსის მე-10 შემთხვევა მას აღმოაჩნდა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მისმა შვილმა დაწერა სია, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი და გადასცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. ამ ეტაპზე კონტაქტებს იკვლევენ.

საქართველოში 7 მარტის მონაცემებით 12-მდე გაიზარდა ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები.

ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება 140 ადამიანი, 42 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG