Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აქტივისტების მოთხოვნაა ვაკის პარკში არ აშენდეს არც სასტუმრო, არც რესტორანი, არაფერი!"


მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო "მწვანე ალტერნატივის" სარჩელი, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხი კვლავ გააქტუალურდა. სამოქალაქო აქტივისტები, ვისმა წინააღმდეგობამაც რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი გახადა მშენებლობა, დღესაც მზადაა ბრძოლისთვის. რა სამართლებრივმა პროცესმა შექმნა ვითარება, როცა მშენებელი კომპანია კვლავაც თავისი ბიზნესგეგმის განხორციელებაზე ლაპარაკობს და პოზიციის დათმობას არ აპირებს, თბილისის მერია კი იმაზე ზრუნავს, რა სანაცვლო ვარიანტები შესთავაზოს მას. სამოქალაქო აქტივისტები, ვინც თავის დროზე არ დაუშვა ვაკის პარკში მშენებლობა, ახლაც თვლის, რომ იქ არაფერი უნდა აშენდეს და წინააღმდეგია იმისაც, რაც, თბილისის მერს დასაშვებად მიაჩნია - ვაკის პარკში არა სასტუმროსი, არამედ რესტორნის მშენებლობას.  ანანო ცინცაბაძე, "ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" იურისტი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს როგორც საკითხის სამართლებრივ მხარეზე, ისე საჯარო სივრცის დაცვის საფუძვლებსა და მნიშვნელობაზე, აგრეთვე იმაზე. ის თვლის, რომ თბილისის მერს აქვს არაერთი არგუმენტი და ბერკეტი, არ დააკმაყოფილოს მშენებლობის ახალი მოთხოვნა, თუკი ასეთი იქნება. ანანო ცინცაბაძის შეფასებით, როცა ინვესტორი ამდენი ხნის განმავლობაში ჯიბრშია საჯარო ინტერესთან, მის კომერციულ ინტერესებზე საუბარი არაადეკვატურია:

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG