Accessibility links

არის თუ არა კანონზომიერი "ჯეოსელისა" და "მაგთის" ტარიფების ზრდა?


მობილური ოპერატორების მიერ ტარიფების მოსალოდნელ გაძვირებას კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია "მოულოდნელს" უწოდებს და "არაკანონზომიერ" გადაწყვეტილებად აფასებს.

"კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს", წერია კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს განცხადებაში.

ინფორმაციას ტარიფების ზრდის შესახებ კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაურიც გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ კომპანიების ამგვარ გადაწყვეტილებას წინაპირობა და საფუძველი არ ჰქონდა. ბექაური მოითხოვს, მათ არ გადადგან ეს ნაბიჯი კომისიასთან კონსულტაციების გარეშე, თუმცა კომპანიებმა აბონენტები უკვე გააფრთხილეს.

"ჯეოსელი" აბონენტებს აფრთხილებს
"ჯეოსელი" აბონენტებს აფრთხილებს

"აქამდე ბაზარზე განუკითხაობა იყო ტარიფისა და ხარისხის მხრივ. ეს ყველაფერი მოწესრიგების პროცესშია, რამაც ამ კომპანიებს დისკომფორტი შეუქმნა, თუმცა არავის მივცემთ უფლებას არაკანონზომიერი გადაწყვეტილებები მიიღონ და საკუთარი მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბაზარზე, მომხმარებლისთვის ბოროტად გამოიყენონ", - ამბობს ბექაური.

"ჯეოსელისა" და "მაგთის" გადაწყვეტილებას, ბაზარზე აქამდე არსებული დემპინგური ფასებით ხსნის და ახალი რეგულაციებით მოტივირებულს უწოდებს ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე უჩა სეთური.

ის ამბობს, რომ 15 იანვარს ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში რაც ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის ვალდებულებას გულისხმობს. ამან კომპანიები ახალი რეალობის წინაშე დააყენა - განმარტავს ის რადიო თავისუფლებასთან კომენტარში . "თუ კომპანია აქამდე დემპინგს აკეთებდა და აფინანსებდა მაღალი საბითუმო ტარიფებით, [ახალი რეგულაციით] ეს საშუალება მოესპო. იმისთვის, რომ ამ კომპანიებმა რეალურ ხარჯებზე დასვან თავისი საცალო ტარიფები, იძულებულები არიან ფასებს მოუმატონ",- ამბობს ის და კარტელურ გარიგებას გამორიცხავს.

უჩა სეთური ტარიფების ზრდის მიზეზებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00
Direct link

პარალელურად, რადიო თავისუფლებას კომპანია "ბილაინში" უთხრეს, რომ სატარიფო პოლიტიკის გადახედვას ამ ეტაპზე არ გეგმავენ. მათი თქმით, მომსახურების ფასის ცვლილება ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ "ჯეოსელის" აბონენტებს მომსახურების საფასური 1 მარტიდან გაეზრდებათ, "მაგთის" აბონენტებს კი - 18 თებერვლიდან. ამის შესახებ მათ 21 იანვარს აცნობეს აბონენტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG