Accessibility links

არჩევნებამდე დარჩა ორი დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 ოქტომბერს


რას გადაწყვეტს "გადაუწყვეტელი" ამომრჩეველი

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღე რჩება და როგორც ყველა არჩევნების წინ, პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი იმედები კვლავ ე.წ. "გადაუწყვეტელ" ამომრჩევლებზე მყარდება.

გადაუწყვეტელ ამომრჩევლად ითვლება ამომრჩეველი, რომელიც არ გამორიცხავს არჩევნებზე წასვლას, მაგრამ ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხმას. თუმცა ხშირად, პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართული მხარეები „გადაუწყვეტლებში“ თვლიან მათაც, ვინც გამოკითხვისას უარი თქვა თავისი პოზიციის გამჟღავნებაზე.

ბოლო თვეებში ჩატარებულ კვლევებში ე.წ. „გადაუწყვეტელთა“ და უარის მთქმელთა მაჩვენებლები 20-დან 65%-მდე მერყეობს. რა ფაქტორები ახდენს ზეგავლენას "გადაუწყვეტლების" პოზიციაზე? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს დოკუმენტს, რომლის თანახმად, ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო აღარაა

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ზუგდიდში ბანკის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელი, ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა და ამის მტკიცებულებად „ოფიციალურ დოკუმენტს“ ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ბადრი ესებუა თავდაცვის ძალებიდან 2019 წელს გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანება საკუთარ ფეისბუკზე დაპოსტა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა მოლოდინაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა“, - წერს მოლოდინაშვილი და განაგრძობს: „მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას“.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 636 თბილისში დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი.

ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1900-ს არ აღემატებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე დღის მონაცემების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები სტაბილურდება.

წაიკითხე მეტი.

კარტოგრაფების საქმის ადვოკატებს საქმის მასალებზე სრულად წვდომის უფლება ეზღუდებათ

ე.წ. “კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ სახელმწიფო უკეტავს მტკიცებულებებზე სათანადო წვდომის გზებს, რითაც უხეშად ზღუდავს დაცვის უფლებებს. სამხარაულის ბიუროში ამბობენ, რომ მათ პროკურატურიდან ექსპერტიზისთვის მიღებული მასალების დაცვის მხარისთვის გაცნობის უფლება არ აქვთ, პროკურატურა კი ირწმუნება, რომ შეუძლებელია დაცვის მხარეს ნივთიერი მტკიცებულებები ან მათი ასლები გადაეცეს, მათ შორის რუკაც.

“კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებულ და წინასწარ პატიმრობაში მყოფ ივერი მელაშვილის ადვოკატს, ედუარს მარიკაშვილს ამ დრომდე არ გადასცემია შსს-დან და ნატალია ილიჩოვას ბინიდან ამოღებული 1:200 000 რუკების ასლები, რომელიც ამ საქმის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოადგენს. ადვოკატს არც იმ დოკუმენტების და მასალების გაცნობის საშუალება ეძლევა, რაც პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადააგზავნა - მათ შორის არის ე.წ. გერმანული და ამერიკული რუკები, რომელიც გამოძიებას თავდაცვის სამინისტრომ მიაწოდა.

წაიკითხე მეტი.

იცით ვის ირჩევთ? ნახეთ ვინ რას გპირდებათ

პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებს შეხვდებით ყველგან - საარჩევნო პლაკატებზე, გადაცემებს შორის, ტელევიზორის ყურებისას. რეკლამამ, შეიძლება, ინტერნეტში ფილმის ყურებაც შეგაწყვეტინოთ. თუმცა ამ მოკლე საარჩევნო გზავნილების გარდა, არსებობს კიდევ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები და ხედვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხზე - www.partiebi.ge კი არის ის პლატფორმა, სადაც რამდენიმე ძირითადი საარჩევნო სუბიექტის მოსაზრებებია თავმოყრილი.

პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, სოციალური სფეროს, განათლების, უმცირესობების, უსაფრთხოების და სხვა თემებზე დასმული 35 კითხვიდან, ამ პლატფორმაზე განთავსებული, არჩევნებში მონაწილე 12 პოლიტიკური ძალის საყურადღებო პასუხები რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა შეაგროვა.

გაიგე ვის როგორ წარმოუდგენია ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, ტურიზმის კრიზისიდან გამოყვანა, ანდა რას ფიქრობენ სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გზებზე.

წაიკითხე მეტი.

ტროლები, ყალბი გვერდები და პოლიტიკური რეკლამა — როგორ ცდილობენ არჩევნებზე ზეგავლენას და რას აკეთებს Facebook-ი მიზანმიმართული დეზინფორმაციის სქემის წინააღმდეგ?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG