Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები 2020 - განსხვავებული ოპოზიციის ფორმირება საქართველოში


ავტორი: ავთო თავდიშვილი

1 წელი და კიდევ ცოტა მეტი დარჩა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც კონსტიტუციის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, უკანასკნელად იქნება მაჟორიტარული, შესაბამისად მომავალი წლის არჩევნები შეგვიძლია განვიხილოთ მზადებად ახალი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, რომელიც შემდგომში წარმართავს ქართულ საზოგადოებას. აქვე უნდა აღინიშნოს, კონსტიტუციის რედაქციის მიხედვით, 2024 და შემდგომი ყველა არჩევნები პარტიული პოლიტიკისთვის ძლიერი ხელისშემწყობი ფაქტორია, გაუქმებული მაჟორიტარული სისტემა და დაბალპროცენტიანი ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად, ეს ორი უმნიშვნელოვანესი ცვლილება პარტიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გამოიწვევს მათ გააქტიურებას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოება არ უცდის 2024 წელს და კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებას და რეალურად 2020 წლის საპარალმენტო არჩევნებში ჩვენ მომსწრენი გახვდებით პარტიული დაპირისპირებებისა, სხვადასხვა იდეოლოგიების, იდეებისა თუ პოლიტიკოსების დაპირისპირებას, რომელიც არ იქნება გაერთიანებული მხოლოდ 1 სახელის ირგვლივ.

ქართული პოლიტიკა მუდმივად ხასიათდებოდა ლიდერის,ერთი პიროვნების ან პარტიისირგვლივ გაერთიანებით, 90-იანი წლებიდან ჩვენში არსებობდა პარტიები, რომელთაც ლიდერის პიროვნება განსაზღვრავდა, იცვლებოდა ლიდერი და ამასთანავე ქრებოდა პარტიებიც: მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო და მოქალაქეთა კავშირი ამის ნათელი მაგალითია. სხვა პარტიები კი რომლებიც ძალაუფლების მოპოვებისთვის იბრძოდნენ, მუდმივად გამოირჩეოდნენ არა თუ პარტიული პოლიტიკით, არამედ ლიდერით და მისი იდეებით. პარტიული პოლიტიკა ამ კუთხით საქართველოში სუსტად იყო წარმოდგენილი, თუმცა რეალობა იცვლება და დღეს სხვა ფაქტის წინაშე ვდგავართ.

მოკლედ რომ მიმოვიხილოთ დღევანდელი ქართული პოლიტიკური სული, აუცილებლად დავინახავთ რომ ძალაუფლება მუდმივად ერთი პარტიის თუ ლიდერის ხელში იყო მუდმივად, ხოლო ოპოზიციას ყოველთვის 1 მხარედ გვევლინებოდა, ერთი ლიდერით და ერთი პარტიის ირგვლივ გაერთიანებით. 2016 წლის არჩევნებშიც ძირითადად იგივე დამოკიდებულება დავინახეთ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი (5%)და ევროპული საქართველო იყო (რომელიც ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო). დღეს სიტუაცია სხვაგვარადაა, პარტიებმა გაითავისეს რომ ოპოზიცური ძალების მხოლოდ ერთ კონკრეტულ პარტიასთან გაერთიანება დამღუპველ შედეგებს მოიტანდა და მათ დაიწყეს დამოუკიდებელი ბრძოლა პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად, ამ იდეას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებზე მეორე ტურში წარმოდგენილი კანდიდადები იყვნენ ქართული ოცნება და ევროპული საქართველო, ამ უკანასკნელმა კი სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა ვერ მიიღო (გამონაკლისების გარდა). სამოქალაქო მოძრაობამ ალეკო ელისაშვილის ხელმძღანელობთ, რომლის კანდიდატმაც ლევან იოსელიანმა 6.55% მიიღო, მხარი არ დაუჭირა შალვა შავგულიძეს და დისტანცირება არჩია არჩევნებიდან, ასევე გერმანე საბო, გირჩის მიერ დასახელებულმა კანდიდატმაც (ხმების 4.76%) არ გამოუცხადა მხარადჭერა. მოცემული ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თუ მოძრაობებმა, გაითავისეს თავიანთი პასუხისმგებლობა და როლი, ისინი ემზადებიან მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის სადაც სურთ, რომ გამოეყონ და გააქრონ წარმოდგენები, რომ მხოლოდ ერთი ოპოზიცია არსებობს და ამ ოპოზიციას ნაციონალური მოძრაობა ან ევროპული საქართველო ქვია.

მოცემული იდეა არ ეფუძნება მხოლოდ ამ ორი პარტიის მოქმედებებს. ფრაქცია ქართული ოცნება დატოვა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და სოციალ დემოკრატებმა. ეკა ბესელიამ ჩამოაყალიბა ახალი პარტია ცენტრისტული იდეოლოგიით „სამართლიანობისთვის“ რომელშიც ზვიად კვაჭანტირაძეც და გედევან ფოფხაძეც გაერთიანდა. პარტიის ყრილობა 20 ივნისისთვის არის დაგეგმილი და ისინი იბრძოლებენ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებისთვის. სოციალ დემოკრატიული პარტია, რომელიც გამოეყო ქართულ ოცნებას, პატრიოტთა ალიანსთან გაერთიანდა. თავისუფალმა დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია 2017 წელს გაერთიანდნენ და ერთად აპირებნდენ ბრძოლას შემდგომი არჩევნებისთვის, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა და ევროპულმა საქართველომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ერთიანი კანდიდატურა წამოაყენეს შალვა შავგულიძის სახით, რაც გარკვეულ წილად მანიშნებელია მათი იდეური და პოლიტიკური ერთობისა.

„გირჩი“ როგორც პოლიტიკური პარტია აპირებს 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას და აქტიური კამპანიის ჩატარებას, მათ კანდიდატი როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე მთაწმინდაზეც ჰყავდათ წარმოდგენილი (4.76%) და ასევე 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებნდენ მონაწილეობას სადაც ხმათა 2.26% მიიღეს. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ გირჩს მასობრივი საარჩევნო კამპანიები არ ჩაუტარებია, თუმცა 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებისთვის ისინი ემზადებიან.

შენების მოძრაობა ყოფილი პარლამენტის თავჯდომარისდავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა 2017 წელს, რომლებმაც იგივე შედეგი გაიმეორეს (2.26%) საპრეზიდენტო არჩევნებზე როგორიც „გირჩის“ კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ.

ლეიბორისტული პარტიაც არ გამოეთიშება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და ისიც იბრძოლებს ძალაუფლებისთვის, აღშანიშნავია, რომ მისმა კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 3.74% მიიღო.

ზემოთ ჩამოთვლილა პარტიებმა ბრძოლის დამოუკიდებელი გზა აირჩიეს, ისინი გაემიჯნენ ნაციონალურ მოძრაობას და ჩამოაყალიბეს დამოკიდებულება, რომ ოპოზიცია მხოლოდ ერთი პარტია არ არის. ძნელია ვივარაუდოთ რომ განხილული პარტიებიდან ყველა მოხვდება 2020 წლის მოწვევის პარლამენტში, თუმცა ფაქტი, რომ ამდენი პარტია იბრძვის დამოუკიდებლად და ისინი არ ერთიანდებიან მხოლოდ ერთი პარტიის ირგვლივ იმედის მომცემია ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ მომავალ წელს გვექნება არჩევნები, რომელიც წინაპირობა გახდება შემდგომ ყველა საპარლამენტო არჩევნებში პარტიული პოლიტიკის, არა თუ ერთი მმართველის და ერთი ოპოზიციის, არამედ პლურალიზმისა და მრავალპარტიულობის რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესებისთვის.

შეჯამებისთვის კი თავს ერთ აბზაცში მოვუყრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანგარიშგასაწევ პარტიებსა თუ მოძრაობებს რომლებიც ზემოთ განვიხილეთ:
ქართული ოცნება; ნაციონალური მოძრაობა; ევროპული საქართველო; პატრიოტთა ალიანსი-სოციალ დემოკრატები; ლეიბორისტული პარტია; თავისუფალი დემოკრატები; შენების მოძრაობა; გირჩი; „სამართლიანობისთვის“; სამოქალაქო მოძრაობა ალეკო ელისაშვილის ხელმძღვანელობთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG