Accessibility links

არჩილ ჩოფიკაშვილი 15 წლის შემდეგ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე


არჩილ ჩოფიკაშვილი 15 წლის შემდეგ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:21:27 0:00

არჩილ კობიაშვილი პოლიციელებმა 2004 წლის 4 ივლისს დააკავეს მუხიანის დასახლებაში. მას ბრალად დასდეს ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვა. არჩილ კობიაშვილი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს. 2005 წელს რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი. მსჯავრდებულმა უზენაეს სასამართლოსაც მიმართა და 2006 წელს უარი მიიღო საკასაციო საჩივრის განხილვაზე. იმავე წელს მისმა ადვოკატებმა ლია მუხაშავრიამ და ვახტანგ ვახტანგიძემ მიმართეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ევროკონვენციის მე-6 მუხლის - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტზე. სტრასბურგისთვის მიმართვიდან 13 წელი გავიდა. არჩილ კობიაშვილმა სასჯელი მოიხადა. 2019 წლის მარტში ევროსასამართლომ დაადგინა მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. 2019 წლის 11 ოქტომბერს კი თბილისის საააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულ არჩილ კობიაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და იგი უდანაშაულოდ ცნო. ადვოკატი ლია მუხაშავრია იხსენებს ცამეტი წლის წინანდელ ამბავს, როცა მან და მისმა კოლეგამ ევროსასამართლოში არჩილ კობიაშვილის უფლებების დაცვა გადაწყვიტეს: „ეს საქმე ჩვენთვის საყურადღებო იყო სტრატეგიული სამართალწარმოების კუთხით იმის გამო, რომ ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი ტიპური დანაშაული, როცა ყველას, ვინც თვალში არ მოუვიდოდათ, ე.წ. „ნარკოტიკის ჩადებით“ უშვებდნენ ციხეში. ასეთი იყო კობიაშვილის საქმეც. როცა ჩვენამდე მოვიდა მასალები. ეს ადამიანი ყველა ინსტანციის სასამართლოში დაბეჯითებით და ზედმიწევნით აღშფოთებული ითხოვდა, რომ სასამართლოს არ მიეღო მტკიცებულებად ჩხრეკის ოქმი, რომლითაც თითქოს დასტურდებოდა, რომ მას ამოუღეს ჯიბიდან ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. მისი ეს პროტესტი უყურადღებოდ დარჩა სასამართლოებში. მას გამოუტანეს მსჯავრი, თუმცა, სასამართლომ ვერ გაბედა ის ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიეცა პასუხისგებაში და ხულიგნობით და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გაასამართლეს“. ლია მუხაშავრიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ყურადღება მიიქცია არჩილ კობიაშვილის დაკავების ოქმმა, რომელიც დაცვამ წარადგინა: „ევროსასამართლო ხაზგასმით მიუთითებს მთავარ მტკიცებულებაზე, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ დასაბუთებისთვის. ეს იყო ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია. ის როცა გაჩხრიკეს და დააპატიმრეს, არ არსებობდა სასამართლოს ბრძანება და თითქოსდა გადაუდებელი ღონისძიების ფარგლებში მოხდა მისი დაკავება და ჩხრეკა. ოქმი, რომლითაც ეს გადაუდებელი ღონისძიება ჩაატარეს, იყო ამობეჭდილი ბლანკი და ცარიელი იყო ადგილი პირის სახელისა და გვარის ჩასაწერად. იქ ხელით იყო ჩაწერილი „არჩილ კობიაშვილი“. ანუ, ეს დაბეჭდილი ბლანკი ჰქონდათ გამზადებული და ვინც შეხვდებოდათ, ან თვალში არ მოუვიდოდათ, მერე წერდნენ ხელით სახელს. ამაზე დეტალურად აქვს ნამსჯელი სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ ევროსასამართლოში მთავრობა ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ იყო გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ეს ადამიანი ნარკოტიკს დამალავდა და არ იყო დრო, რომ სასამართლოში წასულიყო პოლიცია და იქიდან გამოეთხოვა მისი დაკავების და ჩხრეკის ნებართვა. ეს მტკიცებულება, რომელიც საქმეში იდო, ადასტურებდა, რომ თავად ეს ოპერაცია არ ტოვებდა დამაჯერებელ შთაბეჭდილებას და სახელისა და გვარის ხელით ჩანაწერი მიუთითებდა, რომ ეს იყო ტიპური მიდგომა და კონკრეტულად ამ პირის წინააღმდეგ არანაირი ოპერაცია არ იყო დაგეგმილი“. ლია მუხაშავრია წუხილს გამოთქვამს, რომ არჩილ კობიაშვილს სრულად მოუხდა სასჯელის მოხდა, ვიდრე მის მიმართ სამართლიანი განაჩენი დადგებოდა. ევროსასამართლომ სახელმწიფოს 3500 ევროს გადახდა დააკისრა. ადვოკატი თვლის, რომ იმ მორალური და მატერიალური ზიანისთვის, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიადგა, ეს ძალიან მცირე თანხაა, თუმცა, აღნიშნავს, რომ გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე, არჩილ კობიაშვილს შეუძლია ეროვნული სასამართლოს დონეზე მოითხოვოს იმ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც მას უსამართლო განაჩენით მიადგა. გარდა ამისა, ადვოკატის ამბობს, რომ „ასეთი ამბები უკვალოდ არ უნდა ქრებოდეს“: „არჩილ კობიაშვილმა ამ ამბის შემდეგ დატოვა საქართველო და დიდხანს ცხოვრობდა გერმანიაში. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ადამიანს სამშობლოზე ააღებინეს ხელი და აიძულეს დაეტოვებინა ქვეყანა, მას შემდეგ, რ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG