1920-დან 1980-იან წლებამდე საბჭოთა მთავრობა სისტემატურად წარმართავდა კამპანიებს ალკოჰოლის მოხმარების შემცირების მიზნით. ეს კამპანიები წარმატებული არასოდეს ყოფილა.
„არც ერთი წვეთი!“ - საბჭოთა პლაკატები ალკოჰოლის წინააღმდეგ

1
1930 წლის საბჭოთა პლაკატი. ალკოჰოლი „კულტურული რევოლუციის მტრად“ გამოაცხადეს.

2
1929 წლის პლაკატი. ბიჭუნა სიტყვაში „სპირტი“ ერთ ასოს ცვლის და გამოდის „სპორტი“.
1929 წელს საბჭოთა მთავრობამ განკარგულება გამოსცა ლუდხანებისა და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის სხვა ადგილების მასობრივი დახურვის შესახებ.
1929 წელს საბჭოთა მთავრობამ განკარგულება გამოსცა ლუდხანებისა და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის სხვა ადგილების მასობრივი დახურვის შესახებ.

3
1929 წელს დაბეჭდილი პლაკატი წარწერით: „სირცხვილი მათ, ვინც ხელფასს შავ სალაროში იღებს“.
შავ სალაროში ხელფასს მათ უხდიდნენ, ვინც შრომით დისციპლინას დაარღვევდა. წარწერიდან ჩანს, რომ პლაკატის ავტორები ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებას უკავშირებდნენ წარმოების დაბალ დონეს, რაც, ამავე დროს, იწვევდა პირველი ხუთწლიანი გეგმის შესრულების გამო მღელვარებას.

4
„დათვრა, ილანძღებოდა, ხე მოტეხა - ხალხს თვალს ვერ უსწორებს“. ალკოჰოლის საწინააღმდეგო მორიგი კამპანიის დროს 1958 წელს ბევრ ადგილას აკრძალეს ალკოჰოლის გაყიდვა.

5
„და ამბობენ, რომ ღორები ჩვენ ვართ...“ - 1958 წლის კიდევ ერთი პლაკატი.

6
„ჩვენს ჯანსაღ ცხოვრებაში ალკოჰოლისთვის გზა გადაკეტილია“. 1959 წელს საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სანიტარიული განათლების ინსტიტუტმა 30 ათას ეგზემპლარად დაბეჭდა ასეთი პლაკატი.

7
1959 წლის პლაკატი მოქალაქეებს აფრთხილებდა: „უცხოელი მზვერავები განსაკუთრებით ნადირობენ სმის მოყვარულებზე“.

8
„არც ერთი წვეთი!“ – 1961 წლის პლაკატი.

9
„ჩვენ მუშათა რიგებიდან გავაძევებთ მსმელებს!“ - ამ პლაკატზე ვლადიმირ მაიაკოვსკის ლექსის ციტატაა გამოყენებული. მარცხნივ, მილზე წარწერა - „წუნი“, ხოლო მარჯვნივ - "არაყი".

10
1972 წლის მესიჯი მარტივი იყო: „სანამ გვიან არ არის, შეჩერდი“.
დაწერეთ კომენტარი