Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთი: ოპოზიციის პროტესტი


აფხაზეთი: ოპოზიციის პროტესტი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:13 0:00

სოხუმში აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. იქ ამჟამად, მხოლოდ დემონსტრანტები იმყოფებიან. ჩამსხვრეულია ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის ფანჯრის მინები. აქციის მონაწილეები მომხრეებს მოუწოდებენ ადმინისტრაციის შენობის დაკავებისას არაფერი დააზიანონ. რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ადმინისტრაციაში არ იმყოფება. შენობის გარეთ ისმის შეძახილები - "ხაჯიმბა გადადექი!" ოპოზიციის მომხრეები აცხადებენ, რომ შარშან ჩატარებულ არჩევნებში რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს არ დაუგროვებია ხმების უმრავლესობა, და ახალი არჩევნების გამართვას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG