Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი - "რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან!"


აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან:

„აშშ კვლავაც ერთგულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის, რაც მოიცავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. სწორედ ამიტომ, ჩემი პირველი გასვლა თბილისიდან იყო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, ოძისში და ჩემი ეს ვიზიტი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიერ.

უნდა ვთქვა, რომ სულისშემძვრელი იყო იმის ნახვა, როგორ არიან გაყოფილი ოჯახები და თემები, როგორ აქვთ წართმეული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ჯანდაცვაზე მისაწვდომობა, რაც გადაარჩენდა მათ სიცოცხლეს, ბავშვებისთვის მიუწვდომელია განათლება, რაც მათ ეკუთვნით.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო!

ამ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა დაიმსახურეს იხილონ მნიშვნელოვანი პროგრესი ამ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით“, - განაცხადა 20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე კელი დეგნანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG