Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს


აშშ-ის საელჩო საქართველოში ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საჭიროება კრიტიკულად აუცილებელია.

„დღეს, როგორც არასდროს, ვხედავთ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და მედიის კრიტიკულ საჭიროებას მსოფლიოში. არსებულ ვითარებაში, პასუხისმგებლიანი ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირებისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო როლს ასრულებენ. ქართული ჟურნალისტიკის დღეს, გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით და მივულოცოთ საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს, რომლებიც ხალხს დაუღალავად, მედიის ეთიკისა და სწორი გაშუქებისადმი სრული ერთგულებით ემსახურებიან. გმადლობთ!", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომელიც "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება, რომელიც საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ერთობლივად, 1993 წელს დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის – ჯერ „საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი „ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა, ვინაიდან გაზეთის პირველი ნომერი სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG