Accessibility links

ახალციხეში წირვა ეკლესიის ეზოში ჩატარდა, მრევლს პირბადეები დაურიგდა


ყოველკვირეული სადღესასწაულო წირვა ახალციხის რაბათის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში ჩატარდა, მრევლს დაურიგდა პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები, თუმცა ზიარება კვლავ ერთი კოვზით ჩატარდა. წირვაზე მისული მორწმუნეები იცავდნენ ორმეტრიან დისტანციას, დეზინფექცია უტარდებოდა ფულს, რომელსაც საეკლესიო ნივთების საყიდლად იყენებდნენ.

სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტოა-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა თეოდორემ მრევლს მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღე მიულოცა და სოციალური დისტანცირების მნიშვნელობაზე ესაუბრა:

„ჩვენ უნდა შევიცვალოთ და ჩვენს ცხოვრებაში დავაბრუნოთ ღმერთი. უნდა დავიცვათ საკუთარი თავი, რომ ვიზრუნოთ სხვებზე. რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ვხედავთ, ერთმა პატარა ვირუსმა როგორ დააჩოქა მსოფლიო. მთავარია ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გვიყვარდეს ერთმანეთი და არ განვიკითხოთ ჩვენს გვერდით მდგომნი. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესები. ჩვენ გარეთ დავესწრებით ამიერიდან წირვებს, რომ დავიცვათ ექიმთა რეკომენდაციები“, - განაცხადა ქორეპისკოპოსმა.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG