Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა შენგელია: იას მორალური სასამართლო მოუწყვეს


ბაჩანა შენგელია: იას მორალური სასამართლო მოუწყვეს
please wait

No media source currently available

0:00 0:05:38 0:00
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას ვაჟის, ბაჩანა შენგელიას განცხადებით,დედამისს სისტემამ მორალური სასამართლო მოუწყო - სკოლის შემოწმების აქტი მისთვის იყო მორალური სასჯელი, რომელიც ვერ გადაიტანა.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი და ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გარდაცვალების მიზეზად ასახელებენ ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო.

მათი განცხადებით, ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. ბაჩანა შენგელიას და ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, რეალურად არარსებული პირის წერილის საფუძველზე სკოლის შემოწმების გადაწყვეტილება მინისტრმა რამდენიმე წუთში მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG